კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წაპოტინებული კონკურენტები

ღვინის გამსამშოებლები

მართალია, ჯერჯერობით ჩვენს ღვინოს ვერც ევროკავშირის ბაზარზე შეუღწევია და, მით უმეტეს, ის ვერც დაუპყრია, მაგრამ, კონკურენტები უკვე გამომგვიჩნდნენ (შეიძლება, თავი ასე დავიმშვიდოთ: „ცუდას რად უნდა მტერობაო“).
ერთი სიტყვით, ჩვენი მეზობელი სომხეთის ღვინის მწარმოებელთა გაერთიანებამ ევროკავშირის ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რის მიხედვითაც ბრენდი „საქართველო – ღვინის სამშობლო“ დარეგისტრირდა.
გააპროტესტა, რადგან, ხსენებული გაერთიანების თავმჯდომარეს, ბ-ნ არუთუნიანს გაუცხადებია, რომ „ღვინის სამშობლოს“ სტატუსს თავადაც ეპოტინებიან (უფრო ზუსტად, „ღვინის სამშობლოს“ სტატუსზე პრეტენზიის გამოთქმა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის სხვა ქვეყნებს და, უპირველესად, სომხეთსაც შეუძლია“ მააშ!).
თანამემამულეს არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის აკადემიის დირექტორიც შეეშველა. ეს უკანასკნელი ბრძანებს, რომ „ღვინის სამშობლოდ შეიძლება ჩაითვალოს როგორც საქართველო, ასევე, სომხეთი, ირანი და აზერბაიჯანის ნაწილი (აი, ირანი და აზერბაიჯანი, ნეტავ, როგორ?!).
ასეა თუ ისე, ევროკავშირმა გასულ თვეს „ღვინის სამშობლოდ“ გვაღიარა და ჩვენებურ მეღვინეებსაც იმედი ჩაესახათ, რომ თავიანთ ღვინოს ევროკავშირში შეიტანენ.
ცნობილია, რომ ჩვენებურები საექსპორტო ღვინოს, ძირითადად, ევროპული წესით ამზადებენ, რითაც ევროპული ბაზარი უკვე გაჯერებულია (აქვე გეტყვით, რომ ამ ცოდვილ დედამიწაზე ღვინის დაყენების სულ რაღაც სამიოდ წესი არსებობს, საიდანაც ორი ქართულია: კახური და რაჭული), არც ისაა გამორიცხული (თუ ჩვენს გამოევროპულობას ჩვენი მეზობლების პათოსს დავუმატებთ), ქვევრის არაქართულობაც „დადასტურდეს“!

скачать dle 11.3