კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჟამი ამომრჩეველთა მოგროვებისა

მილიონ „ს ჩემ-ტო“ – ფაფუ!

ჟამმა მოაწია და ამომრჩეველთა ერთიანი სიის დამზუსტებელმა კომისიამ, დაპირებისამებრ, კარდაკარ სიარულით დადგენილი საარჩვენო სიაც დადო.
ამის გათვალისწინებით კი, დადგინდა, რომ მილიონამდე ამომრჩეველი არჩევნებში მონაწილეობას, სავარაუდოდ, ვერ მიიღებს! სავარაუდოდ, ვინაიდან ზუსტი მონაცემები მხოლოდ 2 მილიონ 160 ათას 608 ამომრჩევლის შესახებ მოიპოვა თითქმის სამ-ნახევარი მილიონიდან (ოფიციალურად ჩვენს ქვეყანაში 3 მილიონ 483 ათას 142 ასაკით ხმის მიმცემია).
უფრო ზუსტად: 39 ათას 426 ამომრჩევლის პირადი მონაცემები დაზუსტდა, 25 ათას 949 გარდაცვლილი აღმოჩნდა, უცხოეთში 291 ათას 471 ყოფილა, გამოტოვებული – 72, რეგისტრაციის მისამართიდან 132 ათას 156 მოხსნილა, შიდა მიგრაციაში 649 ათას 839 ყოფილა, ხოლო 183 ათას 621-თან კონტაქტი საერთოდაც ვერ დამყარდა.
ხელისუფლებას ამ მონაცემების გაცნობის შემდეგ კომენტარი არ გაუკეთებია, სამაგიეროდ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ციფრები საგანგაშოა (დამაფიქრებელიც და შემაშფოთებელიც).
საგანგაშოა იმ მხრივ, რომ, სავარაუდოდ, ამომრჩევლები, რომელთა მოძიება კომისიამ ვერ მოახერხა, არალეგალური მიგრანტები არიან, თუმცა, მეორე მხრივ, საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული ფულადი გზავნილებიც მოწმობს (წელიწადში მილიარდ აშშ დოლარამდე), რომ ქვეყნის გარეთ არცთუ უმნიშვნელო რაოდენობა ვართ.
ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერაც არ არის მოფიქრებული მექანიზმი, როგორ უნდა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა არალეგალურმა მიგრანტებმა, რეალობა მოწმობს, რომ მათი მისია (იმას გარდა, რომ საკუთარ ქვეყანაში ზედმეტნი არიან), ჯერ ერთი, შორს ყოფნაა, რომ ბიუჯეტს არ დააწვნენ და, რაც მთავარია, ფულის შავმუშობით შოვნა და შემდეგ აქ, სამშობლოში გადმორიცხვაა.

скачать dle 11.3