კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოლოდინში

ანუ, კუტუნიოების აღმოსაჩენად

ამ ჩვენს ბიუჯეტში, დღიდან დამტკიცებისა, ანუ, 2012 წლის დასაწყისიდან, ცვლილება აგერ უკვე ორჯერ შევიდა. პირველად მაისში – იმიტომ, რომ ცხოვრება საამურია და ბიუჯეტი გაიზარდა, ხოლო ივლისში – რადგან შეუცნობელია ბუნების გზანი და კახეთში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად დამატებითი თანხის საჭიროება გაჩნდა. ჰოდა, რაკი გაჩნდა და, რაკი სარეზერვო ფონდები გამოცარიელებული აღმოჩნდა, მთავრობამ თავი მოიქექა და ბიუჯეტში თანხები მისწი-მოსწია.
საერთო ჯამში, 162-მილიონიანი ფონდიც შეიქმნა და რამდენიმე უწყებას დაფინანსებაც შეუმცირდა. კერძოდ, რეინტეგრაციის მინისტრის აპარატს 130 000 ლარი მოაკლდა, ასევე, ფინანსთა სამინისტროს; ვერც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ აიცდინა დაფინანსების შემცირება, ციხეების სამინისტროს მილიონი ჩამოაკლდა, საგარეო საქმეთა სამინისტროს – 8 მილიონი, შსს-ს – შეუდარებლად მცირე, ისევე, როგორც განათლებისა და მეცნიერებისას და თვით დევნილთა სამინისტროსაც კი  – 100 000 ლარი.
უმნიშვნელო თანხა მოაკლდა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებსაც. მცირეოდენი თანხა ჩამოაკლდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს, თუმცა, გაიზარდა რეგიონული განვითარების სამინიტროს დაფინანსება. ასევე, შემცირდა საგარეო ვალის მომსახურების თანხაც.
ცნობისთვის გეტყვით, რომ 2007 წლიდან დღემდე სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 89 პროცენტით გაიზარდა („საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, 2012 წლის ბიუჯეტში ჩინოვნიკთა ხელფასებისთვის მილიარდზე მეტი ლარია გამოყოფილი).
მართალია, საბიუჯეტო ცვლილებები (კახეთისთვის 162-მილიონიანი ფონდის შექმნის მიზნით) 89 ხმით უკვე მიღებულია, კვლავ უპასუხოდაა საპარლამენტო ოპოზიციის მიერ დასმული რიტორიკული კითხვა: რატომ არ არის ჩართული ამ საქმეში პრეზიდენტისა და მთავრობის 100-მილიონიანი სარეზერვო ფონდები (მოითხოვეს ფონდების ხარჯვის ინფორმაციის განსაჯაროება)?
თავის მხრივ, შეკითხვის ერთ-ერთმა ავტორმა, ხალხის რჩეულმა ბ-ნმა ცაგარეიშვილმა, კითხვას სავარაუდო პასუხი უკვე გასცა და ფონდების ხარჯვის გაუმჭვირვალობის მიზეზად ის დაასახელა, რომ იქ კუტუნიოებს აღმოვაჩენდით.
თუმცა, თუ ხელისუფლების სიჯიუტეს გავიხსენებთ (არა და არ გვიმხელს სარეზერვო ფონდების ხარჯვის დეტალებს), ჩნდება ეჭვი, რომ კუტუნიოზე საჩოთიროს აღმოვაჩენთ და იქნებ სწორედ ჩვენზე ზრუნვის გამო გვიმალავენ?!

скачать dle 11.3