კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელ ცნობილ ბიზნესმენებს უნდოდათ მირანდა მირიანაშვილის ცოლად შერთვა და რას აკეთებდნენ მის გამო მამაკაცები

მირანდა მირიანაშვილი – ეს სახელი და გვარი უკვე არა მხოლოდ  თბილისში, არამედ, მსოფლიოს მრავალ ქალაქში, გარკვეული წრეებისთვის არის ცნობილი. საზოგადოებამ ის თავიდანვე მიიღო. ლამაზი, ეშხიანი, ბიზნესისთვის დამახასიათებელი პრაგმატული ჭკუა, მრავალმხრივი ნიჭი, ცხოვრებისეული ალღო, ხმის კარგი ტემბრი, დახვეწილი გემოვნება, თბილი, მოსიყვარულე – ყველაფერი ეს ერთად არის თავმოყრილი ამ ადამიანში. რაც მთავარია, ის არავის ჰგავს, მასთან ურთიერთობაში თავს ყოველთვის კომფორტულად გრძნობ, გრძნობ, როგორ მოედინება მისგან უდიდესი დადებითი ენერგია, როგორ ნათდება და ფერადდება ირგვლივ ყველაფერი, როცა მის გვერდით ხარ. ამიტომაც მას ყველგან უამრავი მეგობარი ჰყავს, მათი უმეტესობა კი, რა თქმა უნდა, მაღალი წრის ცნობილი ადამიანები არიან. უსაზღვროდ უყვარს ხელოვნება, კარგად იცის მისი ფასი და მისი ცხოვრებაც, შეიძლება ითქვას, ხელოვნების ნიმუშია. მირანდამ, რომელიც მოსკოვში ცხოვრობს, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, მაინც მოახერხა ჩამოსვლა. თბილისის აუტანელ სიცხეებისგან ის თავის აგარაკზე, შინდისში, მშობლებისა და საყვარელი დის გვერდით აფარებს თავს. მეუღლე, ცნობილი რუსი ფოტოგრაფი და ბიზნესმენი ლეონიდ ოგარიოვი, რომელიც მშვენიერ ცოლთან ერთად შინდისში ისვენებდა, სულ რამდენიმე დღის წინ გაემგზავრა. მოკლედ, ყვავილებისა და ულამაზესი აუზის ფონზე, მირანდასთან ბევრ საინტერესო თემაზე ვისაუბრეთ და ლამაზი ფოტოებიც გადავიღეთ.
– დარწმუნებული ვარ, ვინც ამ ინტერვიუს წაიკითხავს, გაუჩნდება ინტერესი, თუ როგორ შეცვალა თავისი ცხოვრება რადიკალურად ერთმა თბილისელმა პატარა გოგომ და დაიმკვიდრა ადგილი მაღალ საზოგადოებაში, თუმცა თქვენი ოჯახი მანამდეც განეკუთვნებოდა ელიტურ ფენას. ალბათ, ბევრი ქალი თქვენს მდგომარეობაში ყოფნას ნატრობს, ისევე, როგორც ერთ დროს თქვენ ოცნებობდით ამ ყველაფერზე.
– ყველაფერი შემთხვევით მოხდა, არსად არ ვაპირებდი დარჩენას. ემიგრაცია საერთოდ არ შედიოდა ჩემს გეგმებში. დავამთავრე უნივერსიტეტის  ფინანსები და კრედიტისა და თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტები. კარგი სამსახიობო პერსპექტივა მქონდა. სხვათა შორის, იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული საკუთარ თავში, რა განზომილების ნიჭი მაქვს და, საერთოდ, ვარ თუ არა ღირსი თეატრალურში ჩავაბარო, რომ, საჭიროდ არ ჩავთვალე, ყველასთვის გამეგებინებინა, სად ვაბარებდი. რომ ვერ მოვწყობილიყავი, ჩემთვის ძლიერი დარტყმა იქნებოდა, ამიტომ, ყველაფერი ჩუმად გადავწყვიტე.
– მშობლების ფაქტორიც იყო?
– ის, რომ მამაჩემი არ მიესალმებოდა არანაირ ჰუმანიტარულ განწყობებს ჩვენში, ცხადი იყო, რადგან, თვითონ წარმატებული ინჟინერ-კონსტრუქტორია, იცოდა, რომ მათემატიკის ნიჭი გვაქვს მეც და ჩემს დასაც და, ძალიან უნდოდა, ტექნიკურ სფეროში განვვითარებულიყავით ორივე. მამამ რამდენიმე თვის შემდეგ გაიგო ყველაფერი, ვერ გეტყვით, რომ კარგად შეხვდა ამ ამბავს, მაგრამ, დღეს აღიარებს – ალბათ, მართალი იყავიო. რამდენიმე წლის წინ პატარა კონცერტი მქონდა სამეფო თეატრში, მაშინ მოსული იყო, მაგრამ, ახლა ვერაფერს ესწრება, რადგან, ძირითადად, მოსკოვსა და უცხოეთში მაქვს გამოსვლები. ჩვენ ძალიან კარგი მეგობრები ვართ და, ახლა რომ ვფიქრობ, წარმოუდგენელია, მაშინ როგორ არ მქონდა მისგან მხარდაჭერა. კატეგორიული იყო. ბევრჯერ დავყევი ცხოვრებას რაღაც სიტუაციებში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ვიტყვი, რაც მეტად ეწინააღმდეგები მოვლენებსა და გარემოებას, რაც მეტად მიჰყვები შინაგანი ხმის ძახილს, მით მეტად გაჯილდოებს ცხოვრება. ეს იყო გამოწვევა მაშინ, როცა ყველანაირად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული.
– სანამ საქართველოდან წახვიდოდით, მანამდე რა ხდებოდა, როგორ ვითარდებოდით ფინანსური თვალსაზრისით?
– კარგად ვაცხობდი და გასაყიდად ვაბარებდი – ერთ კოოპერატივში დავათრევდი ნამცხვრებს და, მინდა, გითხრათ, მშვენიერი ფულიც იყო.  ეს ხდებოდა მაშინ, ცუდი წლები რომ იყო – თბილისის ომი და მთელი უბედურება. მე და ჩემი მეგობრები ფეხით დავდიოდით უნივერსიტეტში და ისევ თვითონ გამოვიყვანეთ ერთმანეთი ამ რთული მდგომარეობიდან. ჩასაცმელ-დასახურავი არ მაკლდა, მაგრამ, როგორც კი შესაძლებლობა გაჩნდა, არ ვთაკილობდი, ჩემთვის, დამოუკიდებლად, ორი კაპიკი მქონოდა. თავიდან, ქუჩაში რომ დავრბოდი  ლანგრით ხელში, ვიღაც ნაცნობი შემხვდებოდა და მკითხავდა – დაბადების დღეა ვინმესიო?  ჰო, დაბადების დღეა-მეთქი, – სიცილით ვპასუხობდი. არადა, რა დაბადების დღე, კოოპერატივში მიმქონდა. ეს ხდებოდა შუაღამისას. ანუ, გადაღებებიდან რომ ვბრუნდებოდი, ერთი ნამცხვარი ყოველთვის მქონდა გამოსაცხობი, ვიკეტებოდი სამზარეულოში და ვაცხობდი. მიუხედავად იმ სიმძიმეებისა, რაც გამოვიარე, არ მქონდა ის მომენტი – მომბეზრდა, მოდი, ყველაფერს მივატოვებ და სადმე, შორს წავალ-მეთქი.
– მაგრამ, ბოლოს მაინც ასე გამოვიდა...
– ჩემს ცხოვრებაში ბევრ შემთხვევითობას ჰქონდა ადგილი, თუმცა, როგორც ფილოსოფოსები ამბობენ, შემთხვევით არაფერი ხდება, ყველაფერი კანონზომიერია და, თუ ეს მართლა შემთხვევითობაა, მაშინ, ასევე შემთხვევით ენარცხები ძირს და კარგავ ამ ყველაფერს. უბრალოდ, ვფიქრობდი, უფრო ფართო ადგილას გავსულიყავი. თავიდან, რომ ჩავედი, ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა. საგასტროლო პროგრამა გვქონდა გამზადებული. გასტროლებზე მივდიოდით „ორერასა“ და „ივერიის“ კორიფეებთან ერთად, ამერიკის ტური მზადდებოდა. ერთბაშად ბევრი სიახლე შემოიჭრა იქაც. თუ გახსოვთ, ძველი ესთეტიკა დამთავრდა და ახალი ესთეტიკის დასაწყისი იყო ყველაფერში. მოსკოვში, სკოლის პერიოდში, ანსამბლ „ფერიებთან“ ერთად რომ მივიღეთ მონაწილეობა მე და ჩემმა დამ „ვესიოლიე ნოტკიში,“ მერე აღარ ვყოფილვარ. 1995 წლის დასაწყისი იყო, რომ ჩავედით გასტროლებზე და ამ წლების განმავლობაში ისეთი ცვლილება დავინახეთ, გავოცდით. ეს სიახლეები, იმის ფონზე, რაც ჩვენთან იყო, ძალიან გიზიდავდა. რომ დავბრუნდი მოსკოვიდან, ბევრი ისეთი თავბრუდამხვევი წინადადება მივიღე სხვადასხვა მხრიდან, ცხადია, თავგზა ამებნა. დიდი მატერიალური ბაზა გამოჩნდა უცბად.
– ანუ, ბევრი მაცდური წინადადება იყო, რასაც შემდგომში თქვენი მატერიალური კეთილდღეობა მოჰყვა?
– ალბათ, ესეც იყო, მაგრამ აქ ისეთი რამე მიჭერდა, ისეთი მიზეზი მქონდა აქ ყოფნის, ვერ ვიტყვი, რომ იმ დროს მატერიალური ინტერესი უფრო მეტი იყო. გულწრფელად ვამბობ. როცა ძალიან ახალგაზრდა ხარ, ცხოვრება გიხარია და, უცებ, ისეთ გარემოში ხვდები, სადაც შეგიძლია, რომ ღირსეული ცხოვრება მოუწყო თავს, უარს არ იტყვი.
– ის, რაც აქ გაკავებდათ და, რამაც, რაღაც მომენტში, არჩევნის წინაშე დაგაყენათ, ალბათ, პირადი იყო.
– დიახ, პირადი იყო. დიდი სიყვარული მქონდა და ვერ წარმომედგინა, როგორ უნდა შეგდებულიყო სასწორზე ეს გრძნობა. ოთხი წელი ვიყავით ასე – გზაში და ტელეფონზე გამოკიდებული.
– თქვენს პირველ მეუღლეს, ზალიკო ჩიქობავას გულისხმობთ?
– არა, ზალიკოსთან უკვე სამი წლის დაშორებული ვიყავი.
– ბუნებრივია, როცა ოჯახის შექმნას აპირებ, მით უმეტეს, ერთხელ და ორჯერ ნაცადი ქორწინების შემდეგ (თქვენ არ გგულისხმობთ), ფიქრობ იმაზეც, თუ რამდენად უზრუნველყოფილი ცხოვრება გექნება იმ ადამიანის გვერდით, ვინც ცხოვრების მეგზურად აირჩიე. შეუძლებელია, მხოლოდ გრძნობებით იცხოვრო და კარგად ცხოვრების ამბიცია არ გაგიჩნდეს. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?
– ათი წელია, ვიცნობ ჩემს ქმარს და დამიჯერეთ, ისე გავყევი ცოლად, არ ვიცოდი, რა მატერიალური ბაზა გააჩნდა. დავინახე, იქ ჩამოვიდა, აქ ჩამოვიდა, რას ხარჯავდა – იდიოტი ხომ არ ვიყავი, არ დამენახა, მაგრამ, არ დავინტერესებულვარ, რა მატერიალური შესაძლებლობების პატრონი იყო. იმდენად დარწმუნებული ვარ ჩემს თავში და ცხოვრებას იმდენად ვუყურებ, როგორც თავგადასავალს, რომ, ამ მხრივ არაფრის მეშინია. ზუსტად ვიცი, ხვალ რომ უკაცრიელ კუნძულზე მოვხვდე, იქაც მოვიწყობ ჩემს სამყაროს და საინტერესო ცხოვრება მექნება, იმიტომ, რომ ასეთი რამ არაერთხელ მომხდარა.
– იღბალი, გარეგნობა? ძალიან ლამაზი და მიმზიდველი ხართ.
– გარეგნობა? რა ვიცი, რომელი ლიკა ქავჟარაძე მე ვარ, მაგრამ, ალბათ, ღირსეული საზოგადოება იღებს ისეთ ადამიანს, რომელიც რაღაც სიახლით მოდის. ახლა უკვე მაქვს ჩემს თავზე ამის თქმის უფლება – გამოცდილება და შედეგი მიწყობს ხელს. განათლებულიც უნდა იყო, ნიჭიერიც და საკუთარი თავის განვითარების პოტენციალი და სურვილიც უნდა გაგაჩნდეს.
– მე ვიცი, რომ თქვენ გატაცებული ხართ მსოფლიოში ცნობილი მხატვრების ფერწერული ტილოების შეძენით. ეს ერთგვარი სიამოვნებაა?
– არ მინდა, რომ კოლექციონერობასთან ვასოცირდებოდე. მე და ჩემს ქმარს რამდენიმე ბაზა გვაქვს, სადაც ეს ყველაფერი ადგილს პოულობს. ვინაიდან ამ საქმეში  კარგად ვარ ჩახედული, ცოდნა და გამოცდილება მაქვს, დღესაც რაღაც პროექტებს ვაკეთებ, დავდივარ და ვეძებ ხელოვნების ნიმუშებს – ეს არის ჩემი მისწრაფება და სიამოვნება. მე და ჩემი ყოფილი მეუღლე შვეიცარიაში ვცხოვრობდით ოთხი წელი. ძალიან ბევრს დავდიოდით მუზეუმებში და გალერეებში, კარგად ვიყავით ჩახედული ხელოვნებაში და ბევრი რამ გამეგება. მერე ისე მოხდა, რომ დავშორდით და მოსკოვში ჩამოვედი. მე და ჩემმა მეგობარმა, სტელა კეიმ, გალერეა გავხსენით. სტელას კარგი მატერიალური შესაძლებლობები აქვს და დაგვებადა იდეა, რომ რამე განსხვავებული საქმისთვის მოგვეკიდა ხელი და, ეს იყო გალერეა. გავიცანით საინტერესო კოლექციონერები, დილერები, ბევრი საინტერესო პროექტი განვახორციელეთ ამ მიმართულებით. როგორც კი კარგი ნამუშევარი ჩამივარდებოდა ხელთ, ვიძენდი, თუმცა მაშინ პირადად არ მქონდა დიდი ფინანსები, მაგრამ, ახლა შემიძლია შევიძინო მაგალითად, ვესელმანი, მეპილტორპი... 
– ჩვენს რეალობაში დღევანდელ ყოფაში რთულია, მოიძებნოს მამაკაცი, რომელიც, თუნდაც საყვარელი ქალის მოთხოვნებს, რაც პოტენციურად დევს ყველა ქალში, ბოლომდე დააკმაყოფილებს. შეიძლება ითქვას, რომ თქვენმა ქმარმა მართლაც „ბროლის კოშკები“ აგიგოთ.
– მე ძალიან მყარად ვიდექი ფეხზე. აი, აქ რასაც ხედავთ, ყველაფერი ჩემი შრომით არის შექმნილი, არავინ დამხმარებია. რასაკვირველია, ამას ჩემმა მშობლებმა გაუკეთეს ორგანიზება, მაგრამ, დღესდღეობით, რა თქმა უნდა, ჩემი ქმარია ყველაფერი. ჩემმა საქმიანობამ ბევრი წაიღო ჩემგან, მაგრამ, თუ გინდა, რომ ბიზნესში წარმატებული იყო, უნდა გაიღო, სხვანაირად არ გამოდის. ჩემს მოთხოვნებს, რაც მინდოდა, კარგად ვიკმაყოფილებდი. ეს შეეხება მოგზაურობებსაც, მანქანებსაც, სახლსაც. ერთ მშვენიერ დღეს, ლონიამ დამსვა და მკითხა: შენ ფული გჭირდება? მე მინდა, რომ ჩემ გვერდით იყო.
– ხომ არ გაგაბრაზათ მოულოდნელმა კითხვამ?
– არა, არ იყო მოულოდნელი, მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ნორმალური იყო. გავიგე და მივიღე. კი გამეღიმა, მაგრამ, ეს იყო აბსოლუტურად გულახდილი ნათქვამი და არა ულტიმატუმი. ჩემი აზრით, ისეთი ხანმოკლეა ცხოვრება, რომ ყველაფერს ფულით მართლაც  ვერ იყიდი. ეს კაცი იმსახურებს იმას, რომ მე მას მივუძღვნა გამოთავისუფლებული ენერგია და დრო. სულ დაკავებული ვარ: ეს ქველმოქმედება, ეს კონცერტები, სულ რაღაც პროექტებს ვაკეთებ... ბუნებრივია, უნდა, რომ გვერდით ვყავდე. თავიდან ცოტას ეჭვიანობდა, ყველგან დამყვებოდა, თუმცა, ხედავდა, რა ხალხთან მქონდა ურთიერთობა, რას როგორ ვაკეთებდი. ლონია ჩემზე გაცილებით ღრმა და საინტერესო, დიდი ადამიანია. სადაც მინდა, იქ მივდივარ, რასაც მინდა, იმას ვაკეთებ, ამ გარემოებების მონა აღარ ვარ. მყავს ძალიან ბევრი და საოცარი მეგობარი, ბევრ ჩემს მეგობარზე შეიძლება წიგნი დაიწეროს, თუნდაც, ჩემს ურთიერთობებზე კაბაკოვებთან და ოდესმე გამოვაქვეყნებ კიდეც ამ ჩვენს მიმოწერასა და მეგობრობის ისტორიას. საინტერესო ადამიანებს ყველგან საინტერესო ცხოვრება აქვთ.
– დღევანდელი გადასახედიდან როგორ ფიქრობთ, როგორი ცხოვრება გექნებოდათ, თბილისში რომ დარჩენილიყავით იმ რომელიმე მამაკაცის გვერდით, ვინც გყოლიათ?
– ამ კაცების სია ძალიან მწირია. ყველაფერი ხომ შედარებითია? მიმაჩნია, რომ ყველა ურთიერთობა ძალიან მასიური იყო, თუმცა, მათთან ერთადაც ძალიან საინტერესო იყო ცხოვრება, ყველა ძალიან განათლებული და კარგი ადამიანია, არავინ არაფერს მიშლიდა – შეიძლება, მე გამეკაროს კაცი, რომელიც რამეს დამიშლის?! ჩემ გვერდით ასეთი მამაკაცი არ გაჭაჭანებულა. მე თავდადებული ადამიანი ვარ და, როცა ვინმე მიყვარს, რისი გაცემის საშუალებაც მაქვს, ერთ მისხალსაც არ ვიტოვებ, ყველაფერს გავცემ. ამიტომ, ჩემგან არასდროს არაფერს ითხოვდნენ.
– ზალიკოსთან?
– ზალიკოსთან ბავშვი ვიყავი, მთელი ბავშვობა ვიცნობდი. ზალიკომ ყველაზე ნაკლები როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ყველაზე ნაკლები გავლენა იქონია ჩემზე, იმიტომ, რომ ერთად ცოტა ხანს ვიყავით – ექვსი თვე. თუმცა, ის პირველი ბიჭი იყო, ვისაც ვაკოცე და ცოლად გავყევი. რაღაც სისულელის გამო დავშორდით. ისეთი ტრაგედია მქონდა, ვერ გეტყვით, მაგრამ, ადამიანების ურთიერთობა რა არის? წაჩხუბებაც ხდება და დიდი კონფლიქტებიც. დეპრესიული საერთოდ არ ვარ, მებრძოლი ვარ. მეორე მეუღლეს რომ დავშორდი, ისე მტკიოდა, ისე, რომ, ძირფესვიანად ამოვიგლიჯე. მაგრამ, როდესაც წერტილი დასასმელია, უნდა დასვა და იქიდან განაგრძო ცხოვრება. ვიღაცას „ბოიფრენდი“ ჰყავს, ვიღაცას – ქმარი. ჩემს ყველა „ბოიფრენდს“ უნდოდა ჩემი ცოლად მოყვანა და, რა ვქნა ახლა?! მე ვარ ძალიან ერთგული ადამიანი. ურთიერთობებში ბოლომდე ვიხარჯები, როცა მიყვარს, ეს ყველაფერია ჩემთვის. არასდროს მომხდარა ისე, ვიყო ერთ ადამიანთან და გამიტაცოს მეორემ. სანამ არ დასრულდებოდა ყველაფერი და არ ჩაიფერფლებოდა, მანამ არ აღმოცენდებოდა სხვა გრძნობა.
– ასეთი ქარიზმატული ხართ, სიცოცხლით სავსე, მრავალფეროვნება გიყვართ... შეიძლება, კიდევ გაგიტაცოთ სხვამ და ისევ შეცვალოთ პირადი ცხოვრება?
– ღმერთმა დაიფაროს, მაგრამ, როცა ეჭვი შემეპარება, იქ მორჩება ყველაფერი. ცოლქმრობა და უკვე ზრდასრული ადამიანების ურთიერთობა სულ სხვა რამაა, თანაც, როცა ასეთი ფართო ინტერესები აკავშირებთ ერთმანეთთან. ჩემი ქმარი ძალიან ჩუმი, ჩემზე მეტად მოძრავი ადამიანია, განათლებული, ჭკვიანი. ის მე მავითარებს და „მქაჩავს“, მე კი მას ვართობ და ვავსებ. ძალიან სერიოზულ ადამიანებთან აქვს ურთიერთობა მსოფლიო მასშტაბით. ამ ეტაპზე ლონიასთან არ მაეჭვებს არაფერი, არანაირი ეჭვის საბაბი არ მაქვს და, ეს პოზიცია და მდგომარეობა, როგორშიც ვარ, მაკმაყოფილებს. დღეს ვაკეთებ დღევანდელ დღეს. დღეს ისევ ისე  საინტერესო და ლამაზი უნდა იყოს, და ისევ უნდა მოითხოვო შენი პარტნიორისგან, როგორც ადრე – მაშინ, არ გბეზრდება და არ ბეზრდები. კოკო შანელმა თქვა: ერთი მამაკაცი  საკმარისია ბედნიერებისთვის, მაგრამ, ორი უკვე ცოტააო. მე მთელი ცხოვრება ვიცხოვრე იმისთვის, რომ მისი ცოლი გავმხდარიყავი. ვერავინ იტყვის, რომ საყვარლების რიგი მედგა, ან ვიღაც მარჩენდა, არავის ჩემთვის არაფერი უყიდია, მსგავსი არაფერი ყოფილა. კი, იყვნენ ისეთი თაყვანისმცემლებიც, აქ რომ არ იცოდნენ შინდისში, კერძო თვითმფრინავი რა არის და მარტო იმიტომ მოფრინავდნენ, რომ, უბრალოდ, ვენახე. რაღაც „ჟილკა“ რომ მქონოდა, ალბათ, უფრო მასშტაბურად დიდ ვინმეს გავყვებოდი – მყავდა ასეთი თაყვანისმცემლები, მათ შორის, ძალიან დიდი და ცნობილი, გაცილებით მსხვილი ბიზნესმენები, ვიდრე ჩემი მეუღლეა, მაგრამ, იმათ შემთხვევაში არ ყოფილა ასეთი თანხვედრა.
– არასდროს შეგიმჩნევიათ, რომ იეჭვიანა?
– ჩემმა ქმარმა იცის, ვისზეც არის საუბარი და, თქვენ წარმოიდგინეთ, სულაც არ ეჭვიანობს, იმიტომ, რომ ბრძენია. გადასარევად მიცნობს.
– ქმარი რას გეუბნებათ? თუ, ეს თემა არ აინტერესებს?
– ჩემს ქმარს მხოლოდ მე ვაინტერესებ, ჩემი პიროვნება. ჩემზე რომ ეუბნებიან: ლონია, როგორ გაგიმართლა, როგორ მღერის, როგორ ამზადებს კერძებსო, ის პასუხობს: მე ცოლად მომღერალი არ მომიყვანია, არც მზარეული შემირთავს, მე დავქორწინდი ქალზე, რომელიც დიდხანს მიყვარდაო. სახლის დიზაინი თვითონ გავაკეთე – მიმაჩნია, რომ არ მჭირდება დიზაინერი.  ჩვენთან რომ მოდიან მეგობრები, აღფრთოვანებას ვერ მალავენ, არ სჯერათ, რომ ეს ყველაფერი ჩემი გაკეთებულია.

скачать dle 11.3