კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა საიდუმლოს მალავს რუსკა მაყაშვილის დედა და ვის უპირებს თვალებისა და ენის ამოკორტნას ის

წერის მუზა მხოლოდ პოეტებსა და მწერლებს კი არ სჭირდება, ჟურნალისტსაც უნდა მოუვიდეს. ამ მასალის დაწერას ორი კვირა მოვანდომე, რომ რაღაც გამომეყვანა. ეს კი იმის ბრალია, რომ ინტერვიუზე მისულს არ ვიცოდი, რაზე უნდა ამელაპარაკებინა რესპონდენტები, რა მიმართულებით წამეყვანა საუბარი. რას ვერჩოდი მათ ან საკუთარ თავს, მაგრამ, როგორ გინდა, უარი უთხრა შენს ერთგულ მკითხველს, რომელიც დაჟინებით გთხოვს მის კერპთან შეხვედრას. მოკლედ რომ ვთქვა, რუსკა მაყაშვილის „ფანს“ ოცნება ავუსრულე და შევახვედრე ერთმანეთს. შეხვედრა იმდენად ამაღელვებელი იყო, ამისთვის ღირდა ჩემი, რუსკა და თამარ მაყაშვილების შეწუხება.
თავიდან ქალბატონ თამრიკოს ვთხოვე, კითხვები ქალიშვილისთვის თავად დაესვა, თუმცა, საუბარი ისე გაგრძელდა, რომ ინტერვიუერი თავისთავად შეიცვალა.

– ქალბატონო დედა, რა აზრის ხარ დღევანდელ ქართულ თეატრზე?
– ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მტკივა და მაწუხებს. დღეს თეატრს არ ჰყავს მაყურებელი და ეს მხოლოდ საზოგადოების ბრალი არ არის. ეს თეატრის „დამსახურებად“ მიმაჩნია, რადგან ღირებული თითქმის აღარაფერი იდგმება. მსახიობები სერიოზულ სამსახიობო ოსტატობის კრიზისს განიცდიან და, შესაბამისად, მაყურებელს სურვილი არ აქვს, უნიჭობის აპოგეაში ფული გადაიხადოს. გარკვეულწილად, ტელევიზიების დამსახურებაც არის. უცებ ამოიჩემებენ ვიღაცას, მიდის ამ ადამიანის ფიარი და ყველა გადაცემაში, ყველა შოუში ერთი და იგივე სახეებია. ან ეს ანჩო რომ ჰყავს ხალხს ამოჩემებული, რა უბედურებაა. გაცილებით საინტერესო სახეები გაქვს შექმნილი სცენაზე, მაგრამ ვინმემ იცის ეს? ვინმე ამის პოპულარიზაციას ეწევა? მოვიდნენ რუსთაველის თეატრში, გნახონ, რა სპექტაკლებს თამაშობ და მერე შეგაფასონ. მოდიან ჟურნალისტები, რომლებსაც ცხოვრებაში არ აქვთ ნანახი არც ერთი სპექტაკლი, თეატრში არ არიან ნამყოფები და მხოლოდ იმიტომ, რომ ანჩო ხარ, ატეხილია ერთი ამბავი.
– რამე პრეტენზია გაქვს ჩემს გმირთან?
– არა. არანაირი პრეტენზია. პირიქით, მომწონს კიდეც და ხალხმა იმიტომ აიტაცა ეს გმირი, რომ სწორად გაქვს ნათამაშები, მაგრამ გული მწყდება, რომ რუსკა მაყაშვილს ფართო საზოგადოება მხოლოდ ანჩოთი სცნობს. წეღან ვთქვი, რომ არტისტები სამსახიობო ოსტატობის კრიზისს განიცდიან-მეთქი და იცი, რატომ? იმიტომ რომ, უწიგნური მსახიობების თაობა მოდის. სესილია თაყაიშვილს არასოდეს უთამაშია მთავარი როლი ეკრანზე, მაგრამ ის იყო ინტელექტუალი მსახიობი, ნაკითხი და განათლებული და ამიტომაც, მისი ორწამიანი გაელვებაც კი მკაფიო და შესამჩნევია, მომენტალურად ამახსოვრდება ადამიანს და უყვარდება. ერთ-ერთი რეპეტიციის დროს, როცა ის სოფლელ მოხუც ქალს თამაშობდა, კოლეგამ სუნამო შეაპკურა და რეპეტიცია იქამდე არ დაიწყო, სანამ მთლიანად არ გაიხეხა სახე, როგორ ვითამაშო როლი, როცა ფრანგული სუნამო მასხიაო. ახლანდელი მსახიობები რას აკეთებენ? ზიხარ დარბაზში და სცენა პარფიუმით არის გაჟღენთილი, მაშინ, როცა ხორბლის, სიმინდისა და შინაური ცხოველ-ფრინველის სუნს უნდა გრძნობდე.
– როდესაც მე მიყურებ სცენაზე, მაშინ რა სუნს გრძნობ?
– ყველამ იცის და მათ შორის შენ ყველაზე უკეთ, რომ „შვილო, დედა გენაცვალოს, ჩემი ნიჭიერი შვილი“ არასოდეს მჭირს. პირველი „მტერი“ მე ვარ და მე თუ არ მოგეცი შენიშვნა, სხვა არავინ გეტყვის. ყოველთვის მაქსიმუმს ვითხოვ და არასოდეს ვარ ბოლომდე კმაყოფილი. შენი ნიჭის პატრონს და რობიკო სტურუას რჩეულს, არ აქვს უფლება, მოდუნდეს და ტელეპოპულარობით ტკბობა დაიწყოს. არ გაქვს უფლება, მაყურებელი მოატყუო და მანერულობის ხარჯზე გამოხვიდე. მსახიობი ბოლომდე უნდა დაიხარჯოს, ვალდებული ხარ, შენი მაყურებლის წინაშე და ვალდებული ხარ, იკითხო, იფიქრო და იაზროვნო განუწყვეტლივ.
– რატომ არ შემაქე და შემარგე არც ერთი პრემიერა? რას მერჩი, მითხარი?
– საბედნიეროდ, ვიცი, რომ მაგას გულით არ მეკითხები და ყოველთვის ეთანხმები ჩემს აზრს, რადგან თვითკრიტიკა კარგად გაქვს განვითარებული. გახსოვს, იმ ქალის ჯავრები შენზე რომ ვიყარე? აბა, რა მექნა? შემოვდივარ კულისებში და მესმის, როგორ აქებს დედა თავის შვილს, ოღონდ ისე აქებს, რომ ვერიკო და სესილია საფლავში გადაბრუნდებოდნენ. თანაც, ხომ კარგად იცი, ყველაზე ცუდად იმ სპექტაკლში ითამაშა იმ მსახიობმა. ერთი კი ვიფიქრე, ახლა მიუბრუნდი დედა-შვილს, ერთმანეთზე არტყმევინე თავები-მეთქი, მაგრამ გავჩუმდი. სამაგიეროდ, იმათზე გამწარებული, შენ არ დაგინდე და ეს ქალი როგორი პირღია დარჩა, ხომ გახსოვს?
– რატომ მაძინებდი 15 წლამდე 8 საათზე, 16 წლისას – 9-ზე და ასე თითო წელს თითო საათი ემატებოდა?
–  დღემდე მიმაჩნია, რომ სწორად ვიქცეოდი და ახლაც იგივეს გავაკეთებდი. აბა, ის არის კარგი, 16 წლის გოგოები ღამის კლუბებიდან დილის 5 საათზე რომ გამოდიან გალეშილები და მეორე დღეს ისიც არ ახსოვთ, ვინ რა უქნა? მიმაჩნია, რომ რაციონალურად გაგზარდეთ. თავის დროზე ყველაფერი გქონდათ და თუ შენ და შენი და ღამის კლუბებში აწყვეტილები არ დაჯლიგინობდით, რამენაირად უნდა მაპატიოთ (იცინის). ის კი არა, ზღვაზე ბუნგალოებში რომ იყავით, კარგად გახსოვს, აგენტი 007-ვით დაბურული მანქანით უკან დაგყვებოდით. თუმცა, ვერც შენ და ვერც ნინუცა ბრალს ვერ დამდებთ, რომ ჩემი მხრიდან რაიმე აკრძალვები გქონდათ ან როდისმე დამრიგებლური ტონით მელაპარაკოს თქვენთან. ყოველთვის მეგობრულად და დაქალივით გექცეოდით. ამიტომაც, დღემდე თქვენი თითოეული ნაბიჯი ვიცი და როცა რაღაც ჭორს ვიგებ, ზუსტად ვიცი, სად მართალია და სად სიცრუე.
– როცა ჩვენზე ჭორებს იგებ, მაშინ რა ხდება? დედის ინსტინქტი ირთვება კრუხის სინდრომით თუ დაქალის?
– ჭორს გააჩნია. ბოლოს პრესაში გავრცელდა ჭორი, რომელიც არც ერთ ცნებაში არ წერია და აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავითაა, ამას არავის ვაპატიებ და აუცილებლად კრუხის პრინციპით, თვალებს და ენას ამოვკორტნი ყველას. მაგრამ, თუ სადღაც რაღაცას ვხვდები, რომ იქ სიმართლის მარცვალი არის, მაშინ გავჩუმდები და საერთოდ არ ჩავერევი საქმეში. არ ვაპატიე, როცა ნინუცაზე აგორდა და დავრეკე იქ, სადაც საჭირო იყო და მოვაგვარე. იგივე გავაკეთე შენთან მიმართებაშიც. გასაგებია, შეიძლება, მე 70-80 წლის საყვარელი მყავდეს და ეს არავის საქმე და გასარჩევი არ არის. მაგრამ, როცა ადამიანი ისტორიას თხზავ, რომელიც საერთოდ ახლოს არ არის სიმართლესთან და მხოლოდ შენს ინტერესებში შედის ის, რომ ნაფტალინიდან ამოიღო ვიღაც და ხელახლა გამოამზეურო – რეკლამა გაუკეთო სახელს და გვარს ჩემს ხარჯზე, აი, აქ უკვე, ყველაფერი მთავრდება. ამიტომ, გეუბნები, რომ ისედაც, ყოველთვის იქნება რაღაც უსიამოვნო ჭორები და ისე ნუ მოიქცევი, კიდევ დამატებითი საჭორაო გაუჩინო ვინმეს. ამ ჭორს მერე მიება შენი და გიორგის დაშორების ამბავი და შენ გადარეული ბღაოდი, ტიროდი და იყავი ერთ ამბავში. ასეთ შემთხვევაში არც ერთი დედა არ მეგულება, ვინც გულხელდაკრეფილი დაჯდება და დაელოდება, როდის მორჩება მისი შვილი გოდებას. შენ ყველა ჭორს ძალიან რთულად აღიქვამ და განიცდი. შეხედე შენს დას, როგორი ტაში-ტუშია. ერთ ყურში უშვებს, მეორედან ატარებს. ახლაც რომ ზიხარ და ნერვიულობ ამ ტელევიზიასთან აგორებულ ჭორზე, რა განერვიულებს? იმაზე თავის ატკიება ღირს, რომ აბსურდული ჭორის გამო პროექტიდან მოგხსნეს?
– როგორ არ ღირს, როგორი საქმეა, არაფრის გამო, სრულიად დაუმსახურებლად, სულელური ჭორის გამო პროექტში მონაწილეობაზე უარს რომ გეტყვიან?
– სანთელ-საკმეველი თავის გზას რომ არ დაკარგავს, ხომ იცი? ადრე თუ გვიან, ყველაფერს თავისი სახელი რომ დაერქმევა, ეგეც ხომ იცი? ამიტომ, მოეშვი რა ყველაფერს და შენს თავთან იყავი მართალი. აგერ ცხელ-ცხელი ჭორი გავრცელდა, რომ თურმე, ირაკლისთან გაქვს რომანი, რომელიც შენი უახლოესი მეგობარია. მაგრამ, რას იზამ, ხვალ წაბლის ხესთან დამდგარი რომ დაგინახონ, შეიძლება, რცხილა შეგაყვარონ.
– რა მაგის პასუხია და რას ეძახი „ანტიფრონცკ“ გოგოებს?
– „კუმუშკებს“, მაგრამ ქართულად კარგად არ ჟღერს. იცი, როგორი გოგოები არიან „კუმუშკები“? ჭორაობის მეტს რომ არაფერს აკეთებენ, ოღონდ ვის რა აცვია, როგორი მანიკიური აქვს, რაღაც „სვეცკებსა“ და გოიმებს შორის რომ არიან გაჭედილები. სხვათა შორის, შენც ბევრი „კუმუშკა“ მეგობარი გყავს და ეს კარგიც არის. რაც უფრო ჭრელა-ჭრულა მეგობარი გეყოლება, მით უკეთესი შენთვის. ადამიანის პიროვნება მის სისადავეშია. რაც უფრო უბრალო ხარ და შეგიძლია, ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, განურჩევლად სქესისა, ორიენტაციისა, რელიგიური მრწამსისა და ეთნიკურობისა, მით უფრო დაფასებული ხარ.
– შენ რატომ აიღე ხელი კარიერაზე მაშინ, როცა ბევრი რამის გაკეთება შეგეძლო და შეგიძლია?
– კარიერაზე კი არა და ლამის თავზეც ამაღებინეს ხელი (იცინის). მას შემდეგ, რაც „მეტეხის თეატრი“ დაგვიხურეს, სოფიკო ჭიაურელმა შემიკედლა. სოფიკოს გარდაცვალების შემდეგ დავრჩი ასე, ცაში გამოკიდებული. ამ დრომდე არც არავის დაუხევია კალთები და არც მე მქონია მცდელობა, ვინმეს კალთების დახევის. არც კარიერას მივტირი და არც დეპრესია მაწუხებს. გადასარევად ვგრძნობ თავს ოჯახისა და მეგობრების გარემოცვაში. აგერ საქართველოს ორი უკვე გავუზარდე და მესამეს მეოთხეც (შვილიშვილი) წამოეწევა და მერე რაღა გამიჭირდება ან რა მექნება სანერვიულო? მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ჩემს სათქმელს ქართულ თეატრში კიდევ ვიტყვი. მე ხომ ჯერ ისევ შუშპარა და მჩქეფარე ვარ. ძარღვებში ახლა უფრო მეტი სისხლი მიჩქეფს. ვემზადები ქართულ შოუბიზნესში შესასვლელად და ეს შესვლა შოკის მომგვრელი იქნება ყველასთვის. პირველად ვამბობ, ამას და ვდებ პირობას, რომ ძალიან მალე ბომბი გასკდება ჩემი სახით ქართულ შოუ-ბიზნესში. კიდევ მინდა, 20 მილიარდი, ოღონდ არ ვიცი, რატომ 20. თუმცა, ვიცი, რომ ოცი მინდა და ისიც ვიცი, როგორ გამოვიყენებ. ჩემთვის მხოლოდ მილიონს დავიტოვებდი და დანარჩენს იმას მოვახმარდი, თბილისში შეწუხებული სახე აღარ მენახა. როგორ იწერება ციფრებით ოცი მილიონი ეგეც არ ვიცი, მაგრამ მინდა.

скачать dle 11.3