კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მგრძნობიარე ადამიანებს კუჭის წყლული ემუქრებათ


ხშირად, ადამიანის სულიერი განცდები სტრესის სნეულებებით ინიღბება. შედეგად კი, შესაძლოა, ინფარქტი ან კუჭის წყლული განვითარდეს.

სტრესულ სიტუაციებში გარკვეული ტიპის ადამიანების კუჭში მარილმჟავას კონცენტრაცია მატულობს და ფერმენტ გასტრინ-17-ის გამოყოფა ძლიერდება. ნერვიულ ფონზე აღმოცენებული კუჭის დაავადებები ძირითადად მელანქოლიკებს აწუხებთ, რომლებიც თვითგვემისკენ არიან მიდრეკილნი და სასოწარკვეთაშიც ხშირად ვარდებიან. ასევე, იმასაც, ვინც იბოღმება და ხშირად ბრაზობს.

დამტკიცებულია, რომ საჭმლის მომნელებელ სისტემასა და ემოციებს შორის პირდაპირი კავშირია. აგრესია და ბოღმა საკვების კუჭში გავლას ძალიან აჩქარებს, შიში, დეპრესია კი, სპაზმების გამო, საჭმლის მონელების პროცესს აფერხებს.

კუჭის წყლულოვანი დაავადებები ემუქრება მასაც, ვინც მუდმივად სხვაზე ზრუნავს, გულთან ახლოს მიაქვს ყველაფერი და საკუთარ თავზე ბევრ დატვირთვას იღებს.

თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გაჩენის დიდი ალბათობა აქვთ ცხარე საკვების მოყვარულ ადამიანებს, ასევე, იმპულსურებს. ისინი ყოველთვის ცდილობენ, იმაზე უკეთესები იყვნენ, ვიდრე არიან. როცა ეს არ გამოსდით, დეპრესიაში ვარდებიან, იბოღმებიან და შური მათ ჯანმრთელობასაც არყევს.

დეპრესიისა და სტრესის დროს ადამიანთა უმრავლესობას ცხარე საკვების, ყავის, ალკოჰოლისა და სიგარეტის მოთხოვნილება უჩნდება. ეს კი მდგომარეობას კიდევ უფრო ამძაფრებს და ამძიმებს. უნდა შევძლოთ, თავად ამოვიცნოთ, რა არის კუჭის დაავადების მიზეზი.

ნამდვილი კუჭის წყლულის დროს ტკივილები კონკრეტულ, ფიზიოლოგიურ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. თუ ადამიანი შესაფერის საკვებს არ იღებს, სვამს ალკოჰოლს და ეწევა სიგარეტს, მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. ჩივილები კი ასე გამოიხატება: ავადმყოფს მკვეთრად გამოხატული ტკივილი აქვს; ტკივილი ქრება ანტაციდების და სხვა გამაყუჩებლის მიღების შემდეგ.

ნერვული წყლულის დროს კი, აღინიშნება ტკივილი სტრესულ მდგომარეობაში. მას შეტევის ვეგეტატიური დარღვევებიც ერთვის, მაგალითად, შიში, ოფლიანობა, ფორიაქი; აღინიშნება ტკივილი ღამის საათებში, უძილობა; კუჭისთვის განკუთვნილი პრეპარატების მიღებისას, მდგომარეობა არ უმჯობესდება. სამაგიეროდ, ტკივილი ყუჩდება, თუ ავადმყოფი ვოლოკორდინს, კატაბალახას წვეთებს და მსგავს დამამშვიდებელ საშუალებას მიიღებს.


скачать dle 11.3