ბანკში‚ ოპერატორის სარკმელთან დგას მამაკაცი და დიდხანს იქექება‚ რაღაცას ეძებს. – თუ შეიძლება‚ დაუჩქარეთ‚ თქვენ უკან უკვე რიგი დადგა‚ რა გნებავთ‚ ფულის გატანა თუ შემოტანა? – რა თქმა უნდა, გატანა... მაგრამ‚ სად ჯანდაბაში წავიღე პისტოლეტი?!
***
– იყიდეთ ჩვენი ფირმის ელექტროყავადანი და თქვენ უფასოდ გადმოგეცემათ ჯეზვე.
***
ექიმი ეუბნება პაციენტს:
– უნდა გითხრათ‚ რომ სიმსივნე გაქვთ – თან სკლეროზი.
– ო, მადლობა ღმერთს‚ მე კიდევ, მეშინოდა‚ კიბო არ მქონოდა...
***
წარწერა ჯიხურზე:
„ბიოლოგიური შესვენება – 15 წუთით“.
***
გამოვიდა „ვიაგრა“ შარდმდენით – აბა‚ მოახერხე უნიტაზში ზუსტად დამიზნება!
***
საღამოა. გაჩერებასთან თავმოყრილ ხალხს კორეელი მიუახლოვდა. ხელში ძაღლი უჭირავს და სათითაოდ ეკითხება:
– ეს თქვენი ძაღლია?
როდესაც ყველასგან უარყოფითი პასუხი მიიღო‚ ძაღლს თავზე გადაუსვა ხელი‚ შებრუნდა და წყნარად ჩასჩურჩულა: ხედავ‚ არავისი არ ყოფილხარ... ძალიან კარგი‚ მივალთ ახლა სახლში და შენგან მშვენიერ სადილს მოვამზადებ.
***
– რა საშინელებაა!.. ჩემი ქმარი ყველა კაცზე ეჭვიანობს‚ რომელსაც კარადაში ნახავს!
***
ეკონომიკის ნამდვილი დამღუპველი – ველოსიპედია. მისი მფლობელი არ ყიდულობს ავტომობილს და, თავისთვად‚ კრედიტსაც არ იღებს; არ ყიდულობს ბენზინს; არ სარგებლობს ავტოტექმომსახურებით და ავტოსამრეცხაოებით; არ აზღვევს; არ იყენებს ავტოსადგომებს; არ სუქდება და ჯანმრთელიცაა. ჯანმრთელი ხალხი კი ეკონომიკას არ სჭირდება – ისინი არ ყიდულობენ წამლებს‚ არ დადიან კლინიკებში‚ არ იკეთებენ ოპერაციებს... ასე რომ‚ ველოსიპედი ძირს უთხრის შიდა ეკონომიკას.
***
ამერიკის შეერთებული შტატების შექმნასთან ერთად, ამ ქვეყნისკენ ხალხი მსოფლიოს ყველა ადგილიდან მიისწრაფოდა, თუმცა ყველას არ ჰყოფნიდა ამისთვის სახსარი. აი‚ ამ შემთხვევაში აფრიკელებს გაუმართლათ...
***
ბოლო ზარზე ფიზკულტურის მასწავლებელი და შრომის მასწავლებელი წაიჩხუბნენ. გაიმარჯვა შრომის მასწავლებელმა – კარატე კარატეა‚ მაგრამ, ჩაქუჩი მაინც სულ სხვაა...
***
– ღამეა. კარზე კაკუნი გაისმა. ცოლი საწოლიდან წამოხტა:
– უი‚ საყვარელი დაბრუნდა მივლინებიდან!
***
ბოშას ჰკითხეს‚ რას ინატრებდიო. მილიარდ დოლარსო. მერე‚ რას გააკეთებდი ამ ფულითო?
– ვიყიდდი დიდ სასახლეს‚ მარმარილოთი‚ სარკეებით‚ აუზებით‚ სარდაფით‚ რომელშიც მორჩენილ ფულს შევინახავდი. ვიცხოვრებდი ერთ კვირას‚ მერე ჩავიდოდი სარდაფში‚ მოვიპარავდი ფულს და გავიქცეოდი, ვიყიდდი წვრილმანებს და გასაყიდად დავადგებოდი გზას...
***
რესტორანში ახალი ოფის-მენეჯერი დანიშნეს.
– მაგიდის შეკვეთა გვინდა, – ეუბნება ქალთან ერთად მისული მამაკაცი.
– ბოდიში‚ ბატონო‚ მაგრამ, ჩვენ ავეჯს არ ვამზადებთ‚ ეს რესტორანია...
***
ფიქრები ავტომობილის მართვისას:
20 წლის – მივიდე ლამაზად;
30 წლის – მივიდე სწრაფად;
50 წლის – მივიდე უსაფრთხოდ;
70 წლის – მივიდე...
***
– მაკა მასწ. კიდევ მასწავლეთ, რა, რამე!
– დავიღალე‚ სანდრო‚ ჯობია‚ ავდგეთ საწოლიდან და მათემატიკას მივხედოთ.
***
რესპექტაბელური მამაკაცი მაგარი მანქანიდან გადმოვიდა‚ მაღაზიაში აპირებდა შესვლას‚ რომ მასთან ჩამოძონძილი‚ ჭუჭყიანი კაცი მივიდა და ფული სთხოვა.
კაცმა საფულე გახსნა‚ ფულის ამოღება დააპირა‚ შემდეგ შეჩერდა და ეკითხება:
– დავუშვათ‚ მოგეცი ფული. არაყს იყიდი‚ ალბათ.
– არა‚ როგორ გეკადრებათ‚ კარგა ხანია‚ აღარ ვსვამ.
– აბა‚ ტოტალიზატორში დადებ?
– არა‚ რას ამბობთ‚ აზარტული ნამდვილად არ ვარ.
– აჰა‚ ქალთან წახვალ...
– რა ქალთან‚ ეგღა მაკლია‚ რამე ავადმყოფობა ავიკიდო...
– მაშინ‚ ჩემთან ავიდეთ‚ ცოლი რამე გემრიელს გააკეთებდა...
– რას ამბობთ‚ ასეთ ვიდზე როგორ ამოვალ?
– სწორედ ასეთ ვიდზე უნდა გნახოს‚ რომ გაიგოს‚ რა ემართება კაცს‚ რომელიც არც სვამს‚ არც თამაშობს და არც ქალებში დადის...
***
ვიღაცამ ქუდში ბენჯამენ ფრანკლინის 100 წლისთავის საიუბილეო დაჭმუჭნილი მწვანე ქაღალდი ჩამიგდო... რა ჩემ ფეხებად მინდა!..
***
– ეს რა ხალხია! როცა ჩემთან მამაკაცმა ღამე გაათია‚ მეზობლებმა ყველა დეტალი იცოდნენ‚ მაგრამ, როცა გამქურდეს‚ ყველას მაგრად ეძინა...
***
– რძალო‚ საქონელი დააპურე?
– არა‚ დედა‚ თქვენს შვილს ჯერ ისევ სძინავს.
***
– კაცო‚ აღარ მოვა ე გლობალური დათბობა?.. ვბერდები და ამ წვიმებში ძვლები მეყინება...
***
სიყვარული – ეს სტადიაა ქალისა და მამაკაცის ურთიერთობისა‚ როდესაც ჯერ არ შეუძლიათ, ან, უკვე აღარ შეუძლიათ... სექსი და მაინც ერთად არიან.
***
– მიმოიხედეთ ირგვლივ – ყველა არსება ორგაზმის შედეგია...
***
ტიპი ძმაკაცთან ერთად ტოტალიზატორში ზის‚ უცბად, საათს დახედა‚ წამოხტა და კარისკენ გავარდა.
– ზურა‚ საით?
– სამსახურში...
– კი მაგრამ‚ რა დროს სამსახურია?
– ჩემმა ცოლმა მანქანით უნდა მომაკითხოს...