კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ტიმოთე დუგლაძე – კარატეში ტურნირის ყველაზე პატარა გამარჯვებული


 საქართველოს კარატეს ეროვნულმა ფედერაციამ ამა წლის 5-დან 8 ივლისის ჩათვლით, ბათუმში ჩაატარა ტურნირი – „პრეზიდენტის თასი”, რომელსაც უკვე ტრადიციული სახე აქვს და ყოველ წელს იმართება. შეჯიბრებაში კარატეს ძალიან ბევრმა კლუბმა მიიღო მონაწილეობა – როგორც საქართველოს, ისე თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინისა და რუსეთის ნაკრებმა გუნდებმაც. მაგრამ, ტურნირის ნამდვილი ლიდერი კლუბი „ლიდერი” იყო, რომლის ხელმძღვანელიც გიორგი ბოჭორიშვილია და ეს მართლაც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და მრავალრიცხოვანი კარატეს კლუბია არა მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ, კავკასიის რეგიონში. ტურნირზე „ლიდერმა” ყველაზე მეტი მედალი მოიპოვა. გუნდურ კომიტეტში კლუბს მხოლოდ ორი გუნდი ჰყავდა: 10-11-წლიანები და 12-13-წლიანები. ორივე გუნდმა პირველი ადგილი მოიპოვა და საქართველო ასახელა.
განსაკუთრებით უნდა გაესვას ხაზი ყველაზე პატარა ჩემპიონის – ტიმოთე დუგლაძის წარმატებას, რომელიც ჯერ მხოლოდ 6 წლისაა, ჯერ სკოლაშიც არ დადის და კარატეში, სულ რაღაც, რვა თვეა რაც ვარჯიშობს. პატარა ტიმოთეს საოცარი წარმატებები აქვს და მასზე დიდ იმედებს ამყარებენ. ტურნირის ბოლოს საუკეთესო მოასპარეზედ კვლავ კლუბ „ლიდერის” ლიდერი, 11 წლის ალექსანდრე ტყვაცირია დასახელდა, რომელმაც ფინალურ ორთაბრძოლაში უკრაინელ მოწინააღმდეგეს სძლია. 

скачать dle 11.3