კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ იყვნენ რუსთაველის სახელობის თეატრის ხელმძღვანელები და რა მიზეზით ტოვებდნენ ისინი დაკავებულ თანამდებობებს

გიორგი ცქიტიშვილი: რუსთაველის თეატრის ლამის დაარსებიდანვე იდგა ხელმძღვანელების გაშვების პრობლემა – სამხატვრო ხელმძღვანელებსა და მთავარ რეჟისორებს ვგულისხმობ. თვითონ თეატრს უფრო მეტი ხნის ისტორია აქვს. მაგრამ,  რაც რუსთაველის სახელი მიენიჭა, უკვე მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან, პირველი კოტე მარჯანიშვილი გაუშვეს თანამდებობიდან, რომელმაც ეს თეატრიც და, საერთოდ, ქართული თეატრი, ახალ სიმაღლეზე აიყვანა.
კოტე მარჯანიშვილს ძალიან ტრაგიკული ისტორია აქვს. ის ახალგაზრდობაში წავიდა რუსეთში და იქ დაიწყო მოღვაწეობა ჯერ როგორც მსახიობმა, შემდეგ – რეჟისორმა. დიდი სახელიც მოიპოვა, როგორც რეჟისორმა. 1922 წელს ჩამოვიდა მოწვევით თბილისის რუსულ თეატრში (დღევანდელი გრიბოედოვის სახელობის თეატრი რომაა), შემდეგ კი ქართულ თეატრში მიიწვიეს. აქ მან უამრავი სპექტაკლი დადგა. ქართული თეატრი ახალ სიმაღლეზე, ევროპული თეატრის დონეზე აიყვანა.
– რამდენი წლის განმავლობაში ეკავა მარჯანიშვილს რუსთაველის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა?
– სულ ოთხი წლის განმავლობაში – 1922-დან 1926 წლამდე.
–  მის მიერ ამ თანამდებობის დატოვების მიზეზი რა გახდა?
– კონფლიქტის შედეგად დატოვა მან ეს თანამდებობა. იცით, როგორ არის? ძირითადად, შიდა კონფლიქტები ხდებოდა რეჟისორებსა და მსახიობებს შორის. ორად ორი შემთხვევაა ამ თეატრის ისტორიაში, როცა ხელისუფლებამ გაუშვა თანამდებობიდან სამხატვრო ხელმძღვანელი. ესენი არიან სანდრო ახმეტელი და რობერტ სტურუა. დანარჩენები თანამდებობას ტოვებდნენ კონფლიქტის შედეგად. მაგალითად, მარჯანიშვილი წავიდა მსახიობებთან, კორპორაცია „დურუჯთან” და სანდრო ახმეტელთან მომხდარი კონფლიქტის შედეგად 1926 წელს. შემდეგ თანამდებობაზე მოვიდა სანდრო ახმეტელი, რომელსაც, როგორც გითხარით, მთავრობის გადაწყვეტილებით დაატოვებინეს თანამდებობა.
– ამ შემთხვევაში რა იყო მიზეზი, ეს ხომ რეპრესიების ახლო პერიოდია?
– ახმეტელის შემთხვევაში უფრო დიდი მიზეზია, კომპლექსური. ერთი, კონკრეტული, რაც საფუძვლად დაედო სანდრო ახმეტელის თანამდებობიდან გათავისუფლებას, იყო აკაკი ხორავასა და აკაკი ვასაძის თეატრიდან გაშვება. თუმცა, რეალურად, შორსმიმავალი დაპირისპირება იყო პირადად ლავრენტი ბერიასა და სანდრო ახმეტელს შორის. სანდრო ახმეტელი არ იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც დაიმორჩილებდა ხელისუფლება და თავის სამსახურში ჩააყენებდა. მას ვერ  გააკეთებინებდნენ იმას, რასაც დაავალებდნენ, უმართავი კაცი იყო. ის 1935 წელს მოხსნეს და 1937 წელს დახვრიტეს.
სხვადასხვა პერიოდი გაიარა რუსთაველის თეატრმა: 1935 წლიდან მას ხორავა-ვასაძე ედგნენ სათავეში, შემდეგ – ცნობილი ქართველი რეჟისორი დიმიტრი ალექსიძე, რომელიც 1960-იანი წლებიდან გაუშვეს თეატრიდან ისევ შიდა კონფლიქტის საფუძველზე. მსახიობების გარკვეულმა ნაწილმა საჭიროდ ჩათვალა დიმიტრი ალექსიძის თანამდებობიდან წასვლა, რადგან, სხვა თეატრალური ესთეტიკის დამკვიდრება სურდათ.
შემდეგ მოვიდა მიხეილ თუმანიშვილი, რომელიც, მას შემდეგ, რაც იმდროინდელი თეატრალური ინსტიტუტი დაამთავრა, ამ თეატრში მუშაობდა, ოღონდ, დამდგმელ რეჟისორად. როგორც ცნობილია, მეოცე საუკუნის 50-იან წლებში იწყება ახალი ეტაპი ქართული თეატრის განვითარებაში და მიხეილ თუმანიშვილი გახლდათ ერთ-ერთი ლიდერი იმ მოძრაობისა, როდესაც თეატრალური მოღვაწეები შეეცადნენ ძველი თეატრალური ესთეტიკის მსხვრევას. გმირულ-ჰეროიკული თეატრი, რაც ხორავას, ვასაძის დროს იყო, რაც ახმეტელის თეატრიდან გადმოჰყვა, ანუ ჰეროიკული სპექტაკლების მასობრივი სცენების, პომპეზური და პათეტიკური წარმოდგენების  ნაცვლად, თუმანიშვილი ამბობდა, რომ სცენაზე უნდა იდგეს ჩვეულებრივი ადამიანის პრობლემა; მაყურებლისთვის ნაცნობი პერსონაჟი უნდა იყოს სცენაზე და არა აუცილებლად მეფე ან გმირი. თუმანიშვილი ქმნიდა თეატრს, სადაც ნაჩვენები იყო ჩვეულებრივი ადამიანის განცდები, ტკივილი, კომპრომისზე წასვლა, სიყვარული, სიძულვილი – ათასი რამ, რაც ჩვენს ყოველდღიურობაშია. ასეთ თეატრს ამკვიდრებდა ის და ამიტომ, მისი თანამოაზრეების ჯგუფი, „შვიდკაცა“ რომ შეერქვა შემდეგ, დაუპირისპირდა წინა თაობას – აკაკი ვასაძეს, აკაკი ხორავას... შემდეგ ისე მოხდა, რომ მთელ ქართულ თეატრში დაიწყო მოძრაობა. ეს ძალიან ფართო პროცესი იყო, რომელიც არ ეხებოდა მხოლოდ თუმანიშვილსა და რამდენიმე ადამიანს. მიხეილ თუმანიშვილმა მოიტანა ქართულ თეატრში განახლების აუცილებლობა. ხელოვნებაში ყოველთვის მტკივნეული იყო გარდაქმნები, მით უმეტეს ქართველებს შორის. მოგეხსენებათ, ჩვენ უკიდურესობების ხალხი ვართ. თუმცა კი, ეს ბუნებრივი პროცესია – მარტო თეატრში არ არის ასე. რაღაცა ჩაისახება, ვითარდება, კულმინაციას აღწევს და შემდეგ ქვევით-ქვევით მოდის, დეგრადაცია იწყება. შემდეგში რუსთაველის სახელობის თეატრში მოვიდა რეჟისორთა სხვა თაობა, რომელმაც სხვა ესთეტიკა მოიტანა. შედეგად, წლების მერე, მიხეილ თუმანიშვილიც იძულებული გახდა, წასულიყო ამ თეატრიდან. საერთოდ, ის ბუნებით იყო თეატრის ფანატიკოსი – ამ სიტყვის კარგი გაგებით. არ ცნობდა არაფერს, თეატრის გარდა. ამბობდა, რომ ცხოვრებაშიც ბევრ რამეზე უნდა თქვას უარი ადამიანმა თეატრის გამო, ასე კი, ბუნებრივია, ყველა ვერ იცხოვრებს. ამიტომ, კონფლიქტები იბადებოდა. თუმანიშვილს ძალიან საინტერესოდ აქვს აღწერილი რუსთაველის თეატრიდან წასვლა თავის წიგნში – „რეჟისორი თეატრიდან წავიდა”. სხვა რეჟისორები წამოვიდნენ, სხვა ესთეტიკა მოიტანეს და რაღაცეებს თუმანიშვილი სხვანაირად ხედავდა, სტურუა – სხვანაირად. ისევე, როგორც თავის დროზე ალექსიძისგან განსხვავებით ხედავდა თუმანიშვილი. ასეთი რაღაცეები ხდება ხელოვნებაში. მარჯანიშვილი და ახმეტელი რაზე ვერ შეთანხმდნენ, გასაყოფი რა ჰქონდათ?! ის, რომ ის სხვანაირ თეატრს ქმნიდა, ეს – სხვანაირს და ერთ ჭერქვეშ ვერ გაძლო ამ ორმა დიდმა რეჟისორმა.
– თუმანიშვილი ვინ შეცვალა?
– სარეჟისორო კოლეგიამ. ერთხანს მსახიობი სერგო ზაქარიაძეც ედგა თეატრს სათავეში. მოგვიანებით, 70-იანი წლების მეორე ნახევარში, რობერტ სტურუა ხდება რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელი. შემოქმედებითი თვალსაზრისით არ გაუშვიათ იგი თეატრიდან, ისევე, როგორც ახმეტელი.
მოკლედ, ასეთი ისტორიაა ამ საკითხის ირგვლივ, თუმცა, რეალობას ბევრი ლეგენდა, მითი და ჭორიც ახლავს.
– მაგალითად?
– მაგალითად,  ცნობილი ფაქტია და ძალიან მტკივნეული, რაც მე გამიგია და ჩემთვის მოუყოლიათ იმ პერიოდიდან, როდესაც სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა დიმიტრი ალექსიძეს ეკავა. როცა იგი მეორე დღეს უკრაინაში მიდიოდა სპექტაკლის დასადგმელად,  წინა საღამოს მასთან ერთად იქეიფეს მსახიობებმა და თანამშომლებმა. ბევრი აქეს და გრძელ-გრძელი სადღეგრძელოები მიუძღვნეს, შემდეგ გააცილეს სადგურამდე, მეორე დღეს კი წავიდნენ და მაშინდელ „ცეკაში„ ხელი მოაწერეს ალექსიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნას – ასეთი რამეებიც ხდება.
– რა შეგიძლიათ თქვათ დასკვნის სახით?
– დასკვნის სახით იმას ვიტყვი, რომ ისტორიის რაც უნდა დიდი მაგალითები გვქონდეს, მაინც  იგივე განმეორდება ალბათ მომავალშიც. რადგან, ისტორია გვიჩვენებს, რომ ვერაფერს ვერ ვსწავლობთ, თან, მარტო თეატრში კი არა... სამწუხაროდ, ეს რაღაც მარადიული ციკლივით არის – ტრიალებს და იგივე მეორდება, გვარები იცვლება მხოლოდ. მე ამას ტკივილით ვამბობ...

შოთა რუსთაველის სახელი „ქართული დრამის თეატრს” ოფიციალურად 1921 წლის 25 ნოემბერს მიენიჭა, თუმცა, რუსთაველის თეატრის ისტორია იმ დღიდან იწყება, როდესაც ილია ჭავჭავაძემ და აკაკი წერეთელმა რუსეთის იმპერიის ანტიქართული პოლიტიკის შედეგად დახურული პროფესიული ქართული თეატრის აღდგენა დაისახეს მიზნად. ეს მოხდა 1856 წელს. სწორედ ამ ადამიანების თაოსნობით შეიქმნა დრამატული კომიტეტი და ჩამოყალიბდა დრამატული საზოგადოება. 1879 წლის 5 სექტემბერი იქცა თეატრის დაარსების დღედ. პირველი სეზონი გაიხსნა ბარბარე ჯორჯაძის პიესით – „რას ვეძებდი და რა ვპოვე”. ჩვენი რესპონდენტი, თეატრმცოდნე, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი გიორგი ცქიტიშვილი ამ თეატრის ყოფილ ხელმძღვანელებზე გვესაუბრება. იმაზე, თუ რა ხდებოდა მათ მიერ თანამდებობის დატოვების მიზეზი.

 

скачать dle 11.3