როგორი შედეგით გამოირჩევა გრიპოზული დაავადების მკურნალობისას „კამელინი“
ქართული პრეპარატის „კამელინის“ სამკურნალო თვისებებითა და მკურნალობის შედეგებით დაინტერესებულ მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია. დღეს კი მინდა ვისაუბროთ, თუ რა ეფექტურია მისი გამოყენება გრიპის დროს, რომელიც ზამთრის პერიოდში, განსაკუთრებულად გვიტევს.
– ბატონო კობა, რა არის გრიპი და რით არის იგი საშიში?
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის” აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): გრიპი ეს მძიმე ვირუსული დაავადებაა და ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და ხნიერი ადამიანების შემთხვევაში. გრიპის ეპიდემია ყოველ წელიწადს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, ასნებოვნებს დედამიწის მოსახლეობის თითქმის 15 პროცენტს. გრიპოზული ინფექციის დროს ზიანდება პრაქტიკულად ორგანიზმის ყველა სისტემა, განსაკუთრებით კი – იმუნური. მაგალითად, ბავშვები და მოხუცები, რომლებმაც გადაიტანეს ეს დაავადება და სისუსტეს გრძნობენ, ძალზე მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადებების მიმართ.
კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ კამელინი შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით, იდეალური საშუალებაა.
– ყველა ტიპის ვირუსი ერთნაირად საშიშია?
– გრიპის A ტიპის ვირუსი იწვევს საშუალო და ძალზე მძიმე დაავადებას. ასნებოვნებს როგორც ადამიანს, ასევე ზოგიერთ ცხოველს (ცხენი, ღორი, ფრინველები). სწორედ ეს ვირუსია უმძიმესი დაავადების გამომწვევი. ზოგ შემთხვევებში ის პანდემიის სახით გვევლინება. ამ ვირუსის სახეობა სპეციფიკურია, ანუ ცხენის ვირუსი არ ასნებოვნებს ადამიანს, ღორს, ფრინველს და პირიქით. თუმცა, უკანასკნელ ხანს არის შემთხვევები, როდესაც ფრინველისა და „ღორის გრიპის“ ვირუსმა განიცადა მუტაცია (სახეცვლილება) და ადამიანის მძიმე დაავადება გამოიწვია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში, ლეტალური შედეგით მთავრდება.
გრიპის B ტიპის ვირუსი არ იწვევს პანდემიას. მაგრამ, მათი მიზეზით ხდება ლოკალური აფეთქებები ან ეპიდემია, რომელმაც შეიძლება, ერთი ან რამდენიმე ქვეყანა. მოიცვას ამ ტიპის გრიპის ვირუსი შეიძლება, შემდგომ გახდეს A ტიპის ვირუსის მოქმედების წინაპირობა გადაზრდილი პანდემიაში. B – ტიპის ვირუსი ცირკულირებს მხოლოდ ადამიანის პოპულაციაში. ხშირად ის იწვევს ბავშვთა დაავადებას საკმაოდ მძიმე შედეგებითაც კი.
გრიპის C ტიპის ვირუსი ნაკლებად შესწავლილია. იგი იწვევს ეგრეთ წოდებულ სპორადიულ (ერთეულ, შემთხვევით) დაავადებებს. ყველაზე ხშირია ბავშვებში, მძიმე შედეგების გარეშე.
– რა მექანიზმით ხდება პრეპარატ „კამელინით” გრიპის ვირუსის განადგურება?
– მონრეალის ლედი დევისის შიდსისა და ვირუსული დაავადებების ცენტრის კვლევებით დადგინდა, რომ პრეპარატ „კამელინის” ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი მთლიანად აინჰიბირებს (აჩერებს) ზემოთ აღნიშნული ფერმენტის – ნეირამინიდაზას აქტივობას. ეს კი ვირუსის ჯანმრთელ უჯრედში შეღწევის უნარის დაკარგვას იწვევს. იმ შემთხვევაში კი, როცა ვირუსი უკვე უჯრედშია, ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შემოჭილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით, ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები, ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში.
– რა გართულებები ახასიათებს გრიპს და როგორ შეიძლება ვებრძოლოთ მას?
– გრიპის ვირუსით გამოწვეული, რესპირატორული ტრაქტის მოციმციმე ეპითელიუმის ფუნქციის მოშლა, არის უამრავი ბაქტერიული და ვირუსული დაავადების განვითარების წინაპირობა. უყურადღებობის და რაც მთავარია, არაეფექტური მკურნალობის შემთხვევაში, საკმაოდ მძიმე შედეგებია მოსალოდნელი.
1) ყველაზე ხშირად გრიპოზული დაავადების გართულება პნევმონიაა, ამასთან, როგორც წესი, ეს უკვე მეორადი ბაქტერიული ინფექციაა, რომელსაც სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები და სხვა ბაქტერიები იწვევს. როგორც კვებეკის უნივერსიტეტის, მონრეალის ლედი დევისის შიდსისა და ვირუსული დაავადებების ცენტრის, ბერნის უნივერსიტეტის, ილინოისის უნივერსიტეტის, ბრაზილიის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადგინეს, პრეპარატი „კამელინი M1” არა მარტო შესანიშნავად უსწორდება გრიპის გამომწვევ ვირუსს, არამედ პნევმონიის გამომწვევ აღნიშნულ ბაქტერიებსაც (რომლებიც მდგრადები არიან დღეისთვის ხმარებაში არსებული უმეტესი ანტიბიოტიკების მიმართ) ძალზე დაბალ კონცენტრაციებში სპობს.
2) სხვა, მეორადი ბაქტერიული ინფექციები, რომლებიც ხშირად ვითარდება გრიპის შემდგომ პერიოდში აღმოცენდება: რინიტი (ცხვირის ღრუს ლორწოვანი საფარის ანთება ანუ სურდო), სინუსიტი, ბრონქიტი, ოტიტი (ყურის ანთება), ისინი ასევე სტრეპტოკოკების გავლენითაც აღმოცენდება. ამ შემთხვევაში „კამელინი M1-ის“ გამოყენება ჩაწვეთებით თუ ინჰალაციის სახით, საუკეთესო შედეგს იძლევა.
3) რეის სინდრომი – ეს გართულება გვხვდება მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებში (ძირითადად გამოწვეულია B ტიპის გრიპის ვირუსით დაავადების შემდგომ), სალიცილატების (მათ შორის აცეტილსალიცილის მჟავას) გამოყენებისას. გამოვლინდება ძლიერი ღებინებით, რომელმაც შეიძლება კომა, ორგანიზმის ძლიერი დასუსტება, იმუნიტეტის დაქვეითება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაშიც იმუნიტეტის გასაძლიერებლად და ორგანიზმის მომძლავრებისთვის მნიშვნელოვანია „კამელინი M2-ის“ კაფსულის მიღება.
4) გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის გართულებების – მიოკარდიტისა და პერიკარდიტის (გულის კუნთის ანთებითი დაავადება, რომელმაც შეიძლება გულის უკმარისობა გამოიწვიოს) დროს, რადგან პრეპარატი „კამელინი”, როგორც კაფსულებში – „კამელინი M2”, ისე საინიექციო ხსნარის – „კამელინი M1” და სანთლების – „კამელინი მ4” (ამ ფორმას უახლოეს დღეებში იხილავს მომხმარებელი) სახით, შესანიშნავი ანტიოქსიდანტი და ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა (რომელიც დადასტურდა მოსკოვის, ლენინგრადის, კვებეკის კლინიკებსა და სამეცნიერო ცენტრებში კვლევის შედეგად), ამიტომ, წარმატებით გამოიყენება აღნიშნული გართულებების პროფილაქტიკისთვის.
5) B ტიპის გრიპის ვირუსით დაავადების შემდგომ, განსაკუთრებით ბავშვებში, ვითარდება მიოზიტი (ჩონჩხის კუნთების ანთება) და სხვა კუნთოვანი დაავადებები, რაც გამოიხატება ტკივილებსა და მოძრაობის შეზღუდვაში. ამ გართულების ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა „კამელინი M3” – მალამო. იგი ანთების საწინააღმდეგო შესანიშნავი საშუალებაა, იოლად აღწევს ანთების კერამდე და მომენტალურად აქრობს მას. ასევე შეიძლება გამოყენებული იქნას „კამელინი M1” და „კამელინი M2”, იმისდა მიხედვით, რა სიმძიმის დაავადებასთან გვაქვს საქმე.
6) მენინგიტი და ენცეფალიტი-მეორადი ბაქტერიული გართულებაა, რომელსაც ბაქტერიები იწვევს, და უმძიმესი დაავადებებია. ხშირად ლეტალურად მთავრდება. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია კომბინირებული ანტიბიოტიკების გამოყენება, რათა არ მოხდეს რეზისტენტული ბაქტერიული ფორმების გადარჩენა და შემდგომ მათი განვითარება. როგორც ბრაზილიის უნივერსიტეტში კვლევების შედეგად დადგინდა, „კამელინი M1” უძლიერესი საშუალებაა სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, ამ გართულებების თავიდან ასაცილებლად.
– დღეს ძალიან ბევრს საუბრობენ „ღორის გრიპზე”, შეიძლება თუ არა მის სამკურნალოდ „კამელინის” გამოყენება?
– რა თქმა უნდა, შეიძლება, პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოვლენები, აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დაავადების სამკურნალოდ.
P.S. სანამ „კამელინის“ შესახებ დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით, დაინტერესებულმა პირებმა დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 899 67-77-43; 899 33-10-89; 899 58-09-07; 877 73-56-51; 899 23-03-33; 98-57-78; 71-04-80; 22-26-68; 93-20-87.