კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს მეგობრებმა ერთმანეთი და ვის ეძებენ თბილისში

60 წლის ბადრი შოთას ძე ონიაშვილი ეძებს დაახლოებით 57-58 წლის ქეთევან კაციტაძეს და დაახლოებით 59-60 წლის მზია კაციტაძეს.
ისტორია: ვეძებ დაახლოებით 57-58 წლის ქეთევან კაციტაძეს. ქეთინო თბილისში დაბადებულ-გაზრდილია, მე ის რაჭაში გავიცანი, სადაც მთელი ბავშვობა ერთად ვისვენებდით ხოლმე. 1970 წლის შემდეგ ქეთინოს შესახებ არაფერი ვიცი. ძალიან მინდა მისი პოვნა და მეგობრობის გაგრძელება. ვიცი, რომ ქეთინოს ჰყავს უფროსი და, მზია. სამწუხაროდ, მათი ფოტო არ მაქვს. იმედია, მათ პოვნაში დამეხმარებით.
– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ გაიცანით ქეთინო და რა იყო მისი დაკარგვის მიზეზი?
– მეც და ქეთინოც დასასვენებლად ყოველ ზაფხულს რაჭაში, ამბროლაურის რაიონის სოფელ ბარეულში ჩავდიოდით. მე მაშინ ბათუმში ვცხოვრობდი, ქეთინო კი თბილისიდან ჩამოდიოდა ხოლმე დასასვენებლად დასთან, მზიასთან (ქეთინოზე 2-3 წლით უფროსი იყო) და დედასთან – ნიურასთან ერთად. თუ არ ვცდები, ქეთინოს მამა არ ჰყავდა – ან გარდაცვლილი იყო, ან მეუღლეები დაშორებულები იყვნენ. ამის გამო მისი მამის სახელიც არ მახსოვს. ბავშვობიდან ერთად ვიყავით, შემდგომ კი, მოგეხსენებათ, როგორც ხდება ხოლმე, მე ჯარში მომიწია წასვლა. ლენინგრადში ვმსახურობდი, ჯარიდან ჩამოსვლის შემდეგ კი ისევ ბათუმში დავსახლდი. იქ საქართველოს სანაოსნოში, გემზე მზარეულად ვმუშაობდი. ცოლად შევირთე რუსი გოგონა, მერე კი ისე წარიმართა ჩემი ცხოვრება, რომ რაჭაში 1970 წლის შემდეგ აღარ ვყოფილვარ და მას შემდეგ აღარც ქეთინო მინახავს.
– რამდენი ხანია, რაც მეგობარს ეძებთ?
– ორი წელია, რაც ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვედი საცხოვრებლად და მას მერე  სულ ქეთინოს ვეძებ. საქმე ისაა, რომ თითქმის ყველა ჩემი ძველი მეგობარი მოვძებნე, მხოლოდ ქეთინო დამრჩა. იმედი მაქვს, თუ ქეთინოს ვერა, იქნებ მისი და, მზია მაინც ვიპოვო და მისგან გავიგო, სად არის ქეთინო, როგორ არის. ძალიან მინდა მათი პოვნა. მათთან ხომ ჩემი ბავშვობა მაკავშირებს.
– მაინც, რა ხერხებით ეძებდით მეგობარს?
– მაშინ ჯერ კიდევ „09“ იყო და იქ ვრეკავდი. მომცეს შვიდი ქეთინო კაციტაძის ტელეფონის ნომერი, მაგრამ, იმ შვიდიდან არც ერთი არ გამოდგა ჩემი მეგობარი. პოლიციაშიც ვიყავი და იქიდანაც საბოლოოდ ვერაფერი გავარკვიე. სრულიად შემთხვევით ვნახე ჟურნალ „თბილისელებში“ თქვენი რუბრიკა და დაგიკავშირდით. დიდი იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით.
– რამ გადაგაწყვეტინათ მეგობრის მოძებნა, თქვენი ბოლო შეხვედრიდან ხომ ამდენი წელია გასული?
– ჩემს მეუღლესაც ხშირად ვუყვები ქეთინოს შესახებ. ძალიან ძვირფასია ბავშვური მოგონებები და ადამიანი უნდა ცდილობდეს, არ დაკარგოს ასეთი მეგობრები. როგორც გითხარით, ყველა ჩემი მეგობარი ვიპოვე ქეთინოს გარდა.
– როგორ ფიქრობთ, ქეთინოს ახსოვხართ?
– დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ, დიდი იმედი მაქვს, რომ ვახსოვარ. შეიძლება, ის ამჟამად გათხოვილია და შვილიშვილებიც კი ჰყავს. იმედია, ვინმე მაინც გამოგვეხმაურება. მე, მაგალითად, უკვე ბაბუა ვარ, მყავს ერთი შვილი და ერთი შვილიშვილი. თუკი ქეთინო ვიპოვე, ვფიქრობ, აუცილებლად შევხვდებით ერთმანეთს და ერთად გავიხსენებთ ბავშვობის წლებს.

скачать dle 11.3