კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი და ვის ეძებენ თბილისიდან ირკუტსკის მხარეში

49 წლის ზურაბ მიხეილის ძე ძლიერიშვილი ეძებს 29 წლის სერგეი მიხეევს (მამის სახელი უცნობია).
ისტორია: ვეძებ შვილს, 29 წლის სერგეი მიხეევს (მამის სახელი არ ვიცი). სერგეი დაიბადა 1983 წლის 23-24 აგვისტოს, ირკუტსკის მხარეში, ურტუდინსკის რაიონში. შვილის შესახებ ინფორმაციას მხოლოდ მისი დაბადებიდან ექვსი წლის განმავლობაში ვიღებდი. შემდეგ მიმოწერა შეწყდა და მას მერე არანაირი ინფორმაცია აღარ მაქვს. გთხოვთ, დამეხმაროთ შვილის მოძებნაში.
– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი მამა-შვილმა და როგორ მოხდა, რომ სერგეი იქ არის, თქვენ კი თბილისში ხართ?
– ჯარში სამსახური ირკუტსკში მომიწია, იქ გავიცანი სერგეის დედა – ნატალია მიხეევა (ამჟამად ნატალია 48 წლის უნდა იყოს). მოგეხსენებათ, როგორ ხდება ხოლმე. ორივე, მეც და ნატალიაც, ახალგაზრდები ვიყავით. მე ვიქნებოდი 19 წლის, ის კი – 18-ის. ერთმანეთი შეგვიყვარდა, მაგრამ, ოჯახი არ შეგვიქმნია. ჯარის დასრულების შემდეგ მე საქართველოში დავბრუნდი, ნატალია კი ირკუტსკში დარჩა. მე მაისში წამოვედი, სერგეი კი აგვისტოში დაიბადა.
– ანუ, შვილი დღემდე არ გინახავთ.
– არ მინახავს, მაგრამ, სანამ ბავშვი 6 წლის გახდებოდა, მომდიოდა წერილები და ბავშვის ფოტოები. შემდეგ კი მიმოწერა შეწყდა და ჩემი შვილის შესახებ აღარაფერი ვიცი. ამჟამად სერგეი უკვე 29 წლის უნდა იყოს, ის დედის გვარზეა. მამის სახელი რა მისცა დედამისმა, ნამდვილად არ ვიცი.
– ანუ, შვილის შესახებ ინფორმაცია 1989 წლის შემდეგ აღარ გაქვთ, აქამდე თუ ეძებდით?
– დიახ. უკვე 23 წელი იქნება, რაც მე სერგეის შესახებ არაფერი ვიცი. ჩემი აზრით, ის დღემდე ირკუტსკის მხარეში უნდა ცხოვრობდეს. ჩემთვის ცნობილია მათი ბოლო საცხოვრებელი მისამართი, მაგრამ, ვერანაირად ვერ ვუკავშირდები, ამიტომ, გადავწყვიტე, დახმარებისთვის თქვენთვის მომემართა.
– ამჟამად თუ გაქვთ ოჯახი და გყავთ შვილები?
– სერგეი ჩემი ერთადერთი შვილია.  მინდა მისი მოძებნა და ურთიერთობა. მაინტერესებს, როგორ არის ის ამჟამად, რას საქმიანობს, შექმნა თუ არა ოჯახი და, საერთოდ, რა ხდება მის ცხოვრებაში.
– სერგეის პოვნის შემთხვევაში, ჩვენ აუცილებლად ვითვალისწინებთ ორმხრივ თანხმობას, ანუ, თუ სერგეი თანახმა იქნება, მხოლოდ მაშინ დაგაკავშირებთ ერთმანეთთან.
– დიახ, ჩემთვის ეს ცნობილია და გასაგები, მაგრამ, იმედია, ასე არ მოხდება და ჩემი შვილი ჩემთან დაკავშირების წინააღმდეგი არ იქნება. მთავარია, ის ვიპოვო და დავუკავშირდე, დარწმუნებული ვარ, რომ ის ისეთივე გახარებული იქნება ამით, როგორც მე.
თუ გაქვთ რამე ინფორმაცია ამ ისტორიების შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

скачать dle 11.3