რა მოხდა ამ დღეს
30 ივლისი
1838 – ლონდონში მოვიდა ბაყაყების წვიმა.
1898 – უილ კოლოგმა გამოიგონა „პოპ-კორნი“.
1935 – გამომცემლობა Penguin-მა პირველად გამოსცა თხელყდიანი იაფფასიანი, მცირეფორმატიანი წიგნი, რომელმაც პოპულარული და კლასიკური ნაწარმოებების მასობრივი ტირაჟით გამოცემით რევოლუციური გადატრიალება მოახდინა საგამომცემლო საქმეში.
31 ივლისი
1928 – კინოსტუდია „მეტრო-გოლდენ-მაიერის“ ლოგოში პირველად დაიღრიალა ლომმა, რამაც სათავე დაუდო ხმოვან კინოს.
1965 – დიდ ბრიტანეთში აიკრძალა სიგარეტის რეკლამა ტელევიზიით.
1 აგვისტო
1291 – შეიქმნა შვეიცარიის სახელმწიფო.
1589 – საფრანგეთში დამკვიდრდა ბურბონების დინასტია.
1774 – ინგლისელმა მეცნიერმა ჯოზეფ პრისტლიმ პირველად მიიღო სუფთა ჟანგბადი.
1790 – გამოცხადდა ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის პირველი აღწერის შედეგები. მაშინ იქ ცხოვრობდა 3 929 214 ადამიანი (აქედან 697 624 – მონა).
1981 – გაიხსნა მუსიკალური არხი MTV.
2 აგვისტო
1769 – დაარსდა ქალაქი ლოს-ანჯელესი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1865 – გამოვიდა ლუის კეროლის „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.
1909 – ამერიკის შეერთებულ შტატებში არმიაში შეიტანეს პირველი სამხედრო თვითმფრინავი.
1962 – საკუთარ ოთახში მკვდარი იპოვეს მერლინ მონრო.
1987 – ლუის რეინა გახდა პირველი მატადორი, რომელმაც თავის ტანსაცმელზე რეკლამა განათავსა.
3 აგვისტო
1596 – ასტრონომმა დევით ფაბრიციუსმა აღმოაჩინა პირველი ცვალებადი ვარსკვლავი.
1778 – მილანში გაიხსნა „ლა სკალას“ ოპერა.
1926 – ლონდონში, პიკადილის მოედანზე, დაიდგა მსოფლიოში პირველი შუქნიშნები.
1949 – დაარსდა NBA – კალათბურთის ნაციონალური ასოციაცია.
4 აგვისტო
1693 – ფრანგმა ბერმა დონ პირინიონმა გამოიგონა შამპანური ღვინის დამზადების წესი.
1777 – ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი ცირკი.
1870 – ბადენ-ბადენში ჩატარდა პირველი მსოფლიო ტურნირი ჭადრაკში.
5 აგვისტო
1789 – საფრანგეთში გაუქმდა ბატონყმობა.
1884 – დაიწყო „თავისუფლების ქანდაკების“ მშენებლობა (ამერიკის შეერთებული შტატები).
1962 – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში დააპატიმრეს ნელსონ მანდელა. მან ციხეში 1990 წლამდე დაყო.
1967 – გამოვიდა ჯგუფ „ფინქ ფლოიდის“ პირველი ალბომი – „ზი ფეიფერ ეთ ზი გეითს ოფ დაუნ“.