კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმეტოლოგის რჩევები

კითხვა: ფრჩხილებზე პერიოდულად მიჩნდება თეთრი წერტილები. რისი ბრალია ეს და როგორ მოვუარო ფრჩხილებს?
პასუხი: ფრჩხილებზე თეთრი წერტილების გაჩენის მრავალი მიზეზი არსებობს. ეს შეიძლება, იყოს: ნუნების ზომაზე მეტად ღრმად მოჭრა, ფრჩხილების გაპრიალებისას მათ ზედაპირზე ზედმეტად დაჭერა, ფრჩხილის ტრავმა, ინფექციური დაავადებები, სტრესები და ასე შემდეგ. ზედაპირული, გრძივი თეთრი ლაქების გაჩენა გამოწვეულია საკვები ნივთიერებების ნაკლებობით. ასეთ დროს მკურნალობა უნდა დაიწყოთ დაზიანებული ფრჩხილებისთვის განკუთვნილი მკვებავი კრემით, რომლის შემადგენლობაშიც უნდა შედიოდეს აქტიური კომპონენტები (ამინომჟავები, პროტეინები, A და E ვიტამინები, B ჯგუფის ყველა ვიტამინი). ასეთ კრემს აქვს უნარი, შეაღწიოს ფრჩხილის ცოცხალ ქსოვილში და მოახდინოს ახალი უჯრედების წარმოქმნის ნორმალიზება. წრიული მოძრაობით შეიზილეთ კრემი ფრჩხილებზე, ნუნებიდან 2 მილიმეტრის დაშორებით და 10 წამის განმავლობაში დაიმასაჟეთ. უფრთხილდით იმ საშუალებებს, რომლებიც მომენტალურ სამკურნალო ეფექტს გპირდებათ. ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენის მინიმალური ვადა 6 კვირაა.
კითხვა: რას ნიშნავს „მანიკიურ-პედიკიური ოთხ ხელში“?
პასუხი: ეს არის პოპულარული სალონური პროცედურა, რომელიც მოეწონება ყველას, ვინც დროის სიმცირეს განიცდის: ორიოდე საათში ორი პროფესიონალი ოსტატი ერთდროულად გაგიკეთებთ მანიკიურსა და პედიკიურს.
კითხვა: რამდენიმე დღეა, ზღვაზე ვარ და პლაჟზე ყოფნისას ძალიან ვცდილობ, რომ სახე და ყელი ერთნაირად გამიშავდეს, მაგრამ, არაფერი გამომდის – სახე გაცილებით უფრო მუქი მაქვს, ვიდრე ყელი. რას მირჩევთ?
პასუხი: შეგიძლიათ, ყელზე და დეკოლტეს ზონაზე წაისვათ სპეციალურად ტანისთვის განკუთვნილი რუჯის ლოსიონი და ამით გაითანაბროთ ფერი. სასურველია, არ გამოიყენოთ ავტორუჯი, რადგან, ლოსიონისგან განსხვავებით, ის მომენტალურად ღებავს კანს და, შესაძლოა, პირიქით მოხდეს – ყელი და დეკოლტე არაბუნებრივად გაგიყავისფრდეთ. თუ ზღვაზე დიდხანს აპირებთ ყოფნას და, თან, საამისოდ ნებისყოფაც გეყოფათ, რუჯის მიღებისას სახეზე დაიფარეთ რაიმე თხელი ნაჭერი და ისე დაწექით, რომ მზე უშუალოდ ყელზე განათებდეთ. რამდენიმე დღის შემდეგ ფერი აუცილებლად  გათანაბრდება.
კითხვა: ყოველთვის, როცა ფრჩხილებზე ლაკს ვისვამ, მესვრება ნუნები და შემდეგ ძალიან ვწვალობ მათ გაწმენდაზე. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ლაკის წასმამდე ნუნებზე წაისვით ხელის ცხიმიანი კრემი – ის არ მისცემს კანს საშუალებას, რომ ლაკი შეიწოვოს. როცა წასმული ლაკი ფრჩხილებზე შეგაშრებათ, ბამბის ან დოლბანდის პატარა ტამპონით ან ბამბიანი ჩხირით გაიწმინდეთ ნუნები.
კითხვა: რა არის აკუპრესურა და რისთვის გამოიყენება ის?
პასუხი: აკუპრესურა გამოიყენება ოფლიანობის წინააღმდეგ. ეს არის ყურების უკან მდებარე წერტილების („ბრუ-მაეს“) მასაჟი, რომელიც ხსნის სტრესით გამოწვეულ ოფლიანობას.

скачать dle 11.3