კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ იყო „ვალენტინოს” ზღაპარი კონკიებისა და ბროლის ფეხსაცმელების გარეშე

დიდი მაესტრო მოდიდან წავიდა! ალბათ, წარმოუდგენელია მოდა ივ სენ ლორანის, კრისტიან დიორის, კოკო შანელის, ვალენტინოს გარეშე. ვალენტინო ცოცხალია, უბრალოდ, მრავალწლიანი ჭორები იმის შესახებ, რომ ეს პატარა იტალიელი მოდის სახლს ტოვებს და მას ულამაზესი მოდელების გვერდით, დეფილეებზე ვეღარ დავინახავთ, საბოლოოდ გამართლდა. ის წავიდა მოდიდან, მაგრამ, დატოვა სახელი, რომელიც კიდევ მრავალი წელი აუჩქარებს გულს და დააწყებინებს კანკალს მაღალი მოდის ყველა მოყვარულს. „ვალენტინოს“ ხაზს ერთი წლის განმავლობაში ალექსანდა ფასინეტი აგრძელებდა, მოულოდნელად კი ის ორმა დიზაინერმა გრაცია კიურიმ და პიერ პაოლო პიკიოლიმ შეცვალა. სწორედ მათ წარმოადგინეს „ვალენტინოს” 2010 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია პარიზში 2009 წლის 6 ოქტომბერს. ეს კოლექცია რადიკალურად განსხვავდებოდა მათი სადებიუტო კოლექციისგან, რომელიც ექვსი თვით ადრე წარმოადგინეს. როგორც თავად დიზაინერების დუეტმა განაცხადა, მათ აქვთ სურვილი და ამბიცია, გაზარდონ ახალი „ვალენტინოს” თაობა, რომელიც სრულიად ახალ ერას დაიწყებს მოდის სამყაროში. ლამაზ, ოდნავ „თოჯინურ” კაბებზე, დიზაინერები სიმოკლეს ნამდვილად არ მორიდებიან. „ჩვენ გვსურს, ახალი ზღაპარი მოვყვეთ, – განაცხადა პიკიოლიმ დეფილეს დაწყებამდე, – ჩვენ, რა თქმა უნდა, ვამაყობთ, მოდის სახლის მდიდარი მემკვიდრეობით, მაგრამ, გვინდა, საკუთარი ხედვა, საკუთარი დამოკიდებულება ვაჩვენოთ”. მაგრამ, დეფილეს შემდეგ გაირკვა, რომ მოდის კრიტიკოსებმა ძალიან კრიტიკულად შეაფასეს დიზაინერების ამბიცია და  ვერაფერი ახალი ვერ აღმოაჩინეს მათ კოლექციაში. პიკიოლის განცხადებები ძალიან სასაცილოდ ჟღერდა იმ ფონზე, რაც მან პოდიუმზე გამოიტანა. როგორც ჩანს, ის მხოლოდ ერთ რამეში არ ხუმრობდა – პოდიუმზე არც ერთი წითელი კაბა არ გამოჩენილა. აგრესიული, თვალისმომჭრელი, „ვალენტინოსეული“ წითელის ნაცვლად, მან და კიურიმ აჩვენეს კოლექცია, სადაც დომინირებდა მშვიდი, ნაზი ფერები – რძისფერი, ვარდისფერი, ბაცი იისფერი, ოქროსფერი და „სიშიშვლისფერი” – როგორც მას მოდის კრიტიკოსებმა შეარქვეს. ანუ, კანისფერი, ქსოვილი ისე ედებოდა სხეულს, თითქოს მისი გაგრძელება იყო. ეს ყველაფერი პოდიუმზე ფერების ერთ დიდ „ზღაპრად” გადაიქცა. საინტერესოა, რომ დიზაინერების განსაკუთრებულმა ტექნიკამ, ისე გაელამაზებინათ ორგანზას კაბები, თითქოს სხეულს როგორც ცეცხლის ალი, ისე ედებოდა – ვერ მოხიბლა დამსწრე საზოგადოება, განსაკუთრებით კი – მოდის კრიტიკოსები. საინტერესო იყო და მართლა ორიგინალურად გამოიყურებოდა ანტიკური მაქმანის სტილში შესრულებული, რომანტიკული, ნაზი ბლუზები და მაისურები, რომლებმაც აბრეშუმის შორტის თანხლებით სადღესასწაულო იერი შეიძინა და ამიტომ არაჩვეულებრივი ანსამბლი იქნება ნებისმიერი წვეულებისთვის, სადაც თქვენ გარდა ყველა ქალბატონი კოქტეილის კაბით გამოცხადდება. კიური და პიკიოლი ნამდვილად აჰყვნენ მოდის ფეხის ხმას ორგანზას სიყვარულში  და ის წარმოადგინეს როგორც ბლუზების, ისე გამჭვირვალე ზედებისა და, თქვენ წარმოიდგინეთ პიჯაკების სახითაც კი. განსაკუთრებით საინტერესო იყო ტყავის ქურთუკები, რომლებიც შიფონისა და ორგანზას ცეცხლის ალები უცნაურ იერს აძლევდა. ამ „ზღაპარში“ ბროლის ფეხსაცმელი ნამდვილად არ ფიგურირებდა, მაგრამ, ლონდონელი მილიონერი ფილიპ ტრეისი საშინლად აღაშფოთა დიზაინერების მიერ წარმოდგენილმა „ფანტასტიკურმა”, კაპრიზულმა ფეხსაცმელმა მაქმანებითა და ფრთებით, რომელიც თითქოს ქუსლებიდან ცდილობდა მოდელის ზემოთ  აწევას. მოახერხეს თუ არა „ვალენტინოს” მოდელებმა იმ დღეს გაფრენა, არ ვიცით, მაგრამ, პირველ რიგში მსხდომი „პირველი კლასის” საზოგადოების გულისწყრომა კი გამოიწვიეს. საერთო ჯამში, ეს კოლექცია მაინც შეფასდა დიზაინერების წინ გადადგმულ ნაბიჯად, რომლებმაც ის მაინც შეძლეს, რომ ტენდენციებიდან არ ამოვარდნილიყვნენ.

скачать dle 11.3