კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: მაწუხებს თავში შუილი, თუ არსებობს მკურნალობის რამე საშუალება და ვის მივმართო?
პასუხი: თავში შუილის მიზეზები ყველაზე ხშირად შემდეგია: ყურის ან სასმენი ნერვის ანთებითი დაავადებები, თავის სისხლძარღვების შევიწროება, კისრის მალების ოსტეოქონდროზი. დიაგნოზის დასადგენად, სასურველია, თანმიმდევრობით, გამორიცხვის მეთოდით მიმართოთ სპეციალისტებს: ყელ-ყურის, ნევროპათოლოგს, სისხლ-ძარღვთა ქირურგს.
კითხვა: როდიდან არის გადამდები ჩუტყვავილა?
პასუხი: ჩუტყვავილა გადამდებია გამონაყარის გაჩენამდე 48 საათის განმავლობაში და გამოყრის მთელი პერიოდი, სანამ ყველა გამონაყარი ფუფხით არ დაიფარება, ანუ, საშუალოდ გამონაყარის გაჩენიდან 3-7 დღე.
კითხვა:  მშობიარობის შემდეგ ჭარბთმიანობა დამეწყო. როგორ მოვიქცე და ვის მივმართო?
პასუხი: ჭარბთმიანობა  შემთხვევების უმეტესობაში ჰორმონული დარღვევებით არის გამოწვეული. გაიკეთეთ სისხლის ანალიზი ტესტოსტერონის შემცველობაზე და მიმართეთ ენდოკრინოლოგს.
კითხვა:  მაქვს თირეოიდიტი. შეიძლება თუ არა მთელი ცხოვრება L-თიროქსინის სმა  და რამდენად უსაფრთხოა მისი ასეთი სისტემატური მიღება?
პასუხი: თირეოიდიტი, ანუ, ფარისებრი ჯირკვლის ანთება,  ხშირად ჯირკვლის მიერ ჰორმონის გამომუშავების მკვეთრ დაქვეითებას იწვევს, რის გამოც აუცილებელი ხდება ჰორმონული პრეპარატის ხანგრძლივად, მთელი სიცოცხლის განმავლობაში  მიღება. ამ შემთხვევაში უმოქმედობა უფრო საშიშია, ვიდრე მკურნალობა.
კითხვა:  მართალია თუ არა, რომ ზაფხულში არ შეიძლება ძუძუს გაშრობა და ბავშვისთვის მავნებელია წოვისთვის თავის დანებება? რატომ?
პასუხი: ზაფხულში ძალიან დიდია ნაწლავური ინფექციების რისკი, ხოლო დედის რძე იცავს ბავშვს ამ დაავადებებისგან. ასეთი თვისება არ აქვს არც ერთ საკვებს.
კითხვა: მყავს 14 წლის ქალიშვილი. მენსტრუაცია ჯერ არ დასწყებია. დაგვიანებული ხომ არ არის?
პასუხი: მენსტრუაციის დაწყების ასაკი ინდივიდუალურია და საშუალოდ ის 12-14 წლის ასაკში იწყება. პათოლოგიურად მიიჩნევა მისი დაწყება 8 წლამდე და 15 წლის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, მიზეზის დასადგენად სპეციალისტს უნდა მიმართოთ.
კითხვა: რას ნიშნავს კარდიონევროზი?
პასუხი: კარდიონევროზი  არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს აქვს გულის დაავადებისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგრამ, კვლევების შედეგად ყოველგვარი კარდიოლოგიური დაავადება გამოირიცხება. ხშირად ამ შეუსაბამობას პაციენტები დაუმსახურებლად მიაწერენ ექიმის დაბალ კვალიფიკაციას.
კითხვა: პაპილომავირუსი მხოლოდ სქესობრივი გზით არის გადამდები თუ არსებობს ამ ვირუსით დაავადების სხვა გზაც?
პასუხი: გენიტალიური პაპილომავირუსი გადადის სქესობრივი გზით ნებისმიერი კანისმიერი კონტაქტისას და არა მხოლოდ სქესობრივი აქტით. აღსანიშნავია, რომ პრეზერვატივი ბოლომდე ვერ იცავს ადამიანს ამ ვირუსისგან, რადგან, გენიტალიურ ორგანოებს სრულად ვერ ფარავს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი

скачать dle 11.3