რივალდო გაქურდეს
2002 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ფეხბურთში, ბრაზილიელი რივალდო ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა. მისი ბინა ანგოლაში გაქურდეს და მრავალი ნივთი წაიღეს. „გამქურდეს და ბევრი ნივთი წაიღეს, თუმცა მაცივარი დამიტოვეს” დაწერა თავის „ტვიტერზე” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა. 40 წლის სპორტსმენი ამჟამად ანგოლის „ქაბუკსპორის” ღირსებას იცავს. კლუბს რუსი მწვრთნელი ჰყავს და ანგოლის ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე იმყოფება. ასაკის მიუხედავად რივალდო აქტიური სპორტის დატოვებას არ გეგმავს.