მესი უნგრელებს უჩივის
„ბარსელონას” არგენტინელი ვარსკვლავი ლიონელ მესი უნგრულ სპორტულ გამოცემას „კეპეს სპორტს” სასამართლოში უჩივის. საქმე ისაა, რომ ჟურნალში დაიბეჭდა ინტერვიუ ლიონელ მესისთან, სადაც ის საუბრობდა, რომ ბავშვობაში მის თანაგუნდელებს – სესკ ფაბრეგასსა და ხერარდ პიკეს ის ყრუ-მუნჯი ეგონათ, რადგან ხმას არ იღებდა. მესის თქმით, ყველაფერი, რაც ინტერვიუში წერია სრული აბსურდია და ფეხბურთელი ცილისწამებისთვის ჟურნალს სასამართლოში უჩივის.