კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: რა უფრო მნიშვნელოვანია გარდაცვლილის სულისთვის: მის საფლავზე გასვლა თუ ტაძარში შეკვეთილი წირვის ჩატარება?
პასუხი: რა თქმა უნდა, გარდაცვლილის სულისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ტაძარში შეკვეთილი წირვის ჩატარება. თუმცა, საფლავზე გასვლა და მასზე ზრუნვა ჭირისუფლის მოვალეობაა.
კითხვა: ჩემი ოჯახური პირობებიდან გამომდინარე, კათოლიკურ სკოლაში ვასწავლი ხელოვნებას. ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება უცხო აღმსარებლობის გარემოში მოღვაწეობა?
პასუხი: სათნოების, სიყვარულისა და ხელოვნების სწავლება ბავშვებისთვის ცოდვად არ ითვლება. ამით მათ კეთილშობილური სულის ჩამოყალიბებაში დაეხმარებით. ეკლესია ასეთი საარსებო წყაროს შოვნას არ კრძალავს, ოღონდ, არ გაიზიაროთ უცხო აღმსარებელთა ცხოვრების წესი და, რაც შეიძლება ხშირად იარეთ მართლმადიდებლურ ტაძარში.
კითხვა: როგორ უნდა მოიქცეს ქრისტიანი, როდესაც მას მოწყალებას კი არ სთხოვენ, ძალას ატანენ, მოწყალება გაიღოს?
პასუხი: ზოგადად, მოწყალება ნებაყოფლობითია და ძალდატანების დროს ის თავის შინაარსს კარგავს. ვინც გასცემს წრფელი გულით, სიყვარულით უნდა გააკეთოს ეს, ხოლო მიმღებმა მადლიერებით მიიღოს. თუ მოწყალების გაღება ამგვარ ზნეობრივ ჩარჩოებს გასცდება, მაშინ მას აღარ აქვს ქრისტიანული სახე.
კითხვა: გამიგია, გველის მოკვლა ოჯახის კეთილდღეობაზე მოქმედებს და უბედურება მოაქვსო. ეს ქრისტიანული შეხედულებაა?
პასუხი: ეს წარმართული ტრადიციაა და არაფერი აქვს საერთო ქრისტიანობასთან. ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამგვარ ცრურწმენებს.

скачать dle 11.3