კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ „დაბრონეს“ იანვრის „ფეშენ ვიკისთვის“ „კელვინ ქლაინმა“ და „ვერსაჩემ“ თამთა შედანია


მშვენიერი თამთა შედანია საკმაოდ წარმატებულად მოღვაწეობს სამოდელო სფეროში. ის გარკვეული ხნის განმავლობაში უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობდა და ცნობილ სამოდელო სახლებთან თანამშრომლობდა. ის დღეს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და წარმატებული ქართველი მოდელია.


თამთა: „ელიტის“ კონკურსისთვის ჩამოვედი და დავრჩი. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში უსაქმოდ არ ვყოფილვარ, როგორც იცით, „მედის“ სახე ვარ და კლიპები გადავიღეთ, რომელიც სხვადასხვა ტელევიზიის ეთერში გადის. ასევე, „მედიში“ ადმინისტრატორად დავიწყე მუშაობა, მაგრამ, ალბათ, მომიწევს სამსახურისთვის თავის დანებება, რადგან იანვარში მივემგზავრები ჰონკონგში, „ფეშენ ვიკიში“ მონაწილეობის მისაღებად – „კელვინ ქლაინმა“ უშუალოდ მიმიწვია. ადრეც გამოვედი მის „ფეშენ შოუზე“, სადაც გავიცანი კიდეც, ძალიან მოვეწონე. ახლა დაურეკა ჩემს ბუქერს, „დააბრონინა“ ჩემი თავი და ერთი კვირის განმავლობაში მის „ფეშენ შოუში“ ვიქნები დაკავებული. გარდა „კელვინ ქლაინისა“, ამ შოუში ასევე მიიღებენ მონაწილეობას „სტელლა მაკარტნი“, „ვერსაჩე“. ჰონკონგში საოცრად კარგად არის ეს სფერო განვითარებული, არაფრით ჩამოუვარდება ის ნიუ- იორკსა და ევროპის ცნობილ ქალაქებს. „ფეშენ შოუ“ გაიმართება ძალიან დიდი 120-სართულიან შენობაში და ყველა სართულზე სხვადასხვა სამოდელო სახლის „ფეშენ შოუ“ იქნება.

– მარტო „კელვინ ქლაინის“ „ფეშენ შოუში“ მიიღებ მონაწილეობას?

– ჩემმა „ბუქერმა“ გაგზავნა ჩემი ვიდეორგოლები. მე არ ვარ დამწყები მოდელი, პროფესიონალური „ბუქი“ მაქვს, სადაც თითქმის ყველა ბრენდის ფოტო მიდევს, ამიტომ, დამწყები მოდელებისგან განსხვავებით, რომლებიც „ზარას“, „მანგოსა“ და ასეთი ტიპის „ფეშენ შოუებში“ მიიღებენ მონაწილეობას, მე უკვე „დაბრონილი“ მაქვს „კელვინ ქლაინისა“ და „ვერსაჩეს“ „ფეშენ შოუები“. სხვათა შორის, მათთან მუშაობა ჩემთვის არ არის რთული, უკვე მივეჩვიე ამ საქმეს და მსიამოვნებს, როდესაც ასეთი ბრენდი აკეთებს ჩემზე არჩევანს. პრეტენზიულებიც არიან და ამის უფლებაც აქვთ, მაგრამ ზოგი მოდელი ამას უკადრისობს, რაც კონფლიქტებს იწვევს. არადა, კლიენტს იმიტომ აჰყავხარ სამუშაოდ, რომ შენი სამსახურებრივი მოვალეობები შეასრულო.

– შენ ხშირად გიწევს სხვადასხვა ქვეყნებში გარკვეული ხნით ცხოვრება, მუშაობა. იოლად ახერხებ ადაპტირებას, ცხოვრების განსხვავებულ ტემპში აქტიურად ჩაბმას?

– როდესაც პირველად ჩავედი ჰონკონგში, გარკვეულწილად მქონდა შიშის მომენტი, მაგრამ მერე, როცა ყველაფერი შევისწავლე, გონზე მოვედი, უკვე შევეგუე იქაურობას. ანუ, როდესაც უცხოეთში ჩავდივარ, პირველი ერთი კვირა მიჭირს, ასე ვარ თბილისშიც. თუმცა მონატრების შეგრძნება ყოველთვის მაქვს სადაც უნდა ვიყო, სულ მინდება თბილისში ყოფნა, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თბილისში უფრო კარგად ვგრძნობ თავს და სხვაგან – არა. რა თქმა უნდა, იქ უფრო დატვირთული რიტმი მაქვს, მაგრამ, როდესაც თბილისში ვარ, მაშინაც ვცდილობ, არ მოვდუნდე, ვივარჯიშო.

– თბილისში საკმაოდ პოპულარული ხარ, გცნობს ხალხი. მათი ყურადღება გაკომპლექსებს თუ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შენი ქცევების გაკონტროლება გიწევს?

– ხშირ შემთხვევაში, ვცდილობ, ჩემი ქცევები, საუბარი გავაკონტროლო, თუნდაც სახლში, რადგან, თუ სახლში შემეშლება რაღაც, მერე ეს საზოგადოებაშიც გამეპარება. როდესაც ადამიანი წარმატებულია, მისგან ხალხი კარგს ელოდება. შესაბამისად, როდესაც შენში რაღაც ცუდს დაინახავენ, მერე შენზე უკვე ცუდი შთაბეჭდილება რჩებათ. თუმცა არასდროს ვთამაშობ, ყოველთვის ის ვარ, რაც ვარ, არასდროს არ მაქვს „დაყენებული“ მანერები. უბრალოდ, ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, რომ გავიზარდო და დავიხვეწო.

– ძალიან ნაზი და ქალური ხარ. სულ ასეთი იყავი?

– დიახ, ბავშვობაშიც ასეთი ნაზი ვიყავი, არასდროს ვყოფილვარ ცელქი. ქუჩაში რომ გამოვდიოდი, მაშინვე ვექცეოდი ყურადღების ცენტრში. მშობლების მხრიდანაც ძალიან ვიყავი განებივრებული, ბავშვობიდან დამოუკიდებელ პიროვნებად მზრდიდნენ და ეს ძალიან დამეხმარა. ძალიან მიზანმიმართული ადამიანი ვარ. როდესაც რაღაცის მიღწევა გინდა, თუ არ შეგხვდა წინააღმდეგობა, ისე მის ფასს ვერ გაიგებ. მე საკმაოდ ბევრი დაბრკოლება შემხვდა ცხოვრებაში, მაგრამ ამას ჩემზე ცუდად არ უმოქმედია, ასეთ მომენტებში სულ ვცდილობ, ბარიერი გადავლახო, რადგან ვიცი, რომ წინ უფრო დიდი წარმატება მელოდება. რაც მთავარია, მე კარგად ვიცი ჩემი ძალები, შესაძლებლობები და ყოველთვის ისეთ მიზანს ვისახავ, რაც აუცილებლად გამომივა.

– როგორც ვიცი, თაყვანისმცემლების მხრიდანაც ძალიან ხარ განებივრებული.

– ყველა მანდილოსანს ჰყავს თაყვანისმცემელი, შესაბამისად, მეც მყავს, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ისინი მაწუხებენ. ალბათ იმიტომ, რომ მათ ახლოს არ ვუშვებ, ან ისინი ვერ ბედავენ ჩემთან მოსვლას. ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როგორ არ გყავს შეყვარებული, თაყვანისმცემლები საჩუქრებს არ გჩუქნიანო. ეს მეც მიკვირს, თუმცა ვიცი, რომ ბევრი თაყვანისმცემელი მყავს, მაგრამ ისინი ვერ მოდიან ჩემამდე, ეს ბევრ რამეზე არის დამოკიდებული. როდესაც გოგონა თავქარიანი და ქარაფშუტაა, მასთან ბევრი რამ გასდით, მაგრამ მე არ ვარ ასეთი და ეს კარგად იციან, ამ მხრივ უფრო უკარება ვარ, თან წინ ძალიან დიდი გეგმები მაქვს.

– ისე, თუ გახსოვს, პირველად როდის მოგეწონა ბიჭი?

– ადრეც და ახლაც არსებობს ერთი პიროვნება, რომელიც მომწონს, მასაც მოვწონვარ, მაგრამ ამის იქით არ წასულა ჩვენი ურთიერთობა. ვნახოთ მომავალში, როგორ განვითარდება ყველაფერი, ღმერთი როგორ ინებებს. ჯერჯერობით მასთან სერიოზული ურთიერთობის დამყარებას არ ვაპირებ, არ მინდა რამე იმედი მივცე, ან მან მომცეს იმედები, იმიტომ, რომ ჯერჯერობით საკუთარ კარიერაზე ვარ გადართული და მასზე საყვარელი ადამიანის გამოც კი არ ვიტყვი უარს.

– როგორ მოგაწონა თავი?

– ის ძალიან ჭკვიანი, ჩამოყალიბებული პიროვნებაა, ჭკუადამჯდარი და არა ცანცარა. ნამდვილად ვიცი, ჩემი მეორე ნახევარი არ იქნება პურის მცხობელი, დურგალი, თუმცა მე შეურაცხყოფას არ ვაყენებ ამ პროფესიებს, უბრალოდ, ჩემი მეორე ნახევარი აუცილებლად იქნება განათლებული, ჭკვიანი, სიმპათიური ბიზნესმენი, ან – ფეხბურთელი. ჩემს წარმოსახვაში ყოველთვის არის პიროვნება, რომელსაც ვადარებ იმ ადამიანს, რომლითაც შემდეგში ვინტერესდები. ალბათ იმ ადამიანს აღმოაჩნდა ისეთი თვისებები და ამიტომაც მომეწონა. როდესაც ეს პიროვნება გავიცანი, მომეწონა, ჩემს ცხოვრებაში ისეთი ეტაპი იყო, რომ მთლიანად, მთელი ფიქრებით კარიერაზე ვიყავი გადართული. ასე რომ არ ყოფილიყო, ალბათ, სხვა თვალით შევხედავდი და მისთვის ბევრ რამეს დავთმობდი. არც ის და არც მე ნაცნობობის, მოწონების იქით არ წავსულვართ, მას კარგად ესმის ჩემი და მე მისი. მასაც თავისი ცხოვრება, კარიერა აქვს. ვნახოთ რა მოხდება მომავალში, შეიძლება, მეგობრებადაც დავრჩეთ, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ერთმანეთის მიმართ სიმპათიები გვაქვს და ერთმანეთს ვეცნობით.

– თუ არიან შენი თაყვანისმცემლების სიაში ცნობილი ადამიანები?

– დიახ, ძალიან ბევრი, არა მარტო საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, ანუ უცხოეთში ცნობილი ადამიანები, მაგალითად, ფეხბურთელები არიან ჩემი თაყვანისმცემლების სიაში. ძირითადაც ისეთ სიტუაციებში მიწევს გამოსვლა, რომ იქ სულ ცნობილი და წარმატებული ადამიანები არიან. უცხოელები ძირითადად შორიდან მადევნებენ თვალს, მათ კარგად ესმით, რომ, თუ არ მოგწონს, შეგიძლია იმეგობრო, ქართველები კი ამას ვერ იგებენ.

– საჩუქრებსაც გიკეთებენ?

– დიახ, ძალიან ხშირად. მაგალითად, პარიზში უცხო ადამიანმა გამომიგზავნა ყვავილების თაიგული, დათუნიებსაც მჩუქნიან, ჰონკონგშიც მანებივრებენ საჩუქრებით.

– რა სჭირდება თამთა შედანიას, რომ ბოლომდე იყოს ბედნიერი?

– ბედნიერი რომ იყოს, თამთა შედანია, შეეცდება, პირადი ცხოვრება და კარიერა ერთმანეთს შეუსაბამოს. ჯერ მყარად დავდგები მიწაზე და, როდესაც მივხვდები, რომ პირადი ცხოვრების მოსაწყობად მზად ვარ, მერე გადავდგამ ამ ნაბიჯს. ბევრი ადამიანი სიყვარულის დახმარებით იწყობს კარიერას, მაგრამ მე არ მინდა, ჩემს საქმეში ვინმე დამეხმაროს, თუმცა, გვერდით მინდა ისეთი ადამიანი, რომელიც ხელს შემიწყობს და ჩემს პროფესიას პატივს სცემს, თანაც, მე მხოლოდ მოდელობაზე გაჩერებას არ ვაპირებს და წინ უფრო დიდი გეგმები მაქვს.


скачать dle 11.3