კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ადვოკატი გირჩევთ

კითხვა: შვილს გავუკეთე ბინის ჩუქება, მაგრამ, ახლა მინდა, ეს გადაწყვეტილება გავაუქმო. შეიძლება თუ არა ეს და როგორ უნდა მოვიქცე ამ შემთხვევაში?
პასუხი: გაცნობებთ, რომ გაჩუქებული ნივთის დაბრუნება ნებისმიერ შემთხვევაში არ ხდება, თუმცა, გარკვეული პირობების არსებობისას შეიძლება დაბრუნებულ იქნეს გაჩუქებული ნივთი. კერძოდ, ჩუქება შეიძლება გაუქმდეს, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მჩუქებლის ან მისი ახლო ნათესავის მიმართ. იმ შემთხვევაში თუ ჩუქება გაუქმდება, გაჩუქებული ქონება შეიძლება გამოთხოვილ  იქნეს მჩუქებლის მიერ; ასევე, თუ ჩუქების შემდეგ მჩუქებელი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და არ შეუძლია საკუთარი თავის ან მის კმაყოფაზე მყოფი პირების რჩენა, მას უფლება აქვს დასაჩუქრებულს მოსთხოვოს გაჩუქებული ნივთი, თუ ეს უკანასკნელი რეალურად არსებობს და დაბრუნება დასაჩუქრებულს არ ჩააყენებს მძიმე მდგომარეობაში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ გაჩუქებული ნივთის გამოთხოვა არ შეიძლება, თუ გამჩუქებელმა განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩაიგდო თავი მძიმე მდგომარეობაში. 
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ზოგადად, რას ნიშნავს სამოქალაქო ურთიერთობებში შუამავლობა და რა შემთხვევაში ჩაითვლება შუამავლობა არსებულად?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისთვის, ვალდებულია, გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ არის, შეთანხმებულად ითვლება ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ან პირველი და მეორე წინადადებებისგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია და შუამავლობად არ ჩაითვლება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ ხდება სამკვიდროს გაყოფა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სამკვიდროს გაყოფა ხდება სამკვიდროს მიმღები მემკვიდრეების შეთანხმებით იმ წილის კვალობაზე, რაც თითოეულ მათგანს კანონით ან ანდერძით ერგება.
კითხვა: მშობლისგან შვილებს მემკვიდრეობით დარჩათ ერთი ოროთახიანი ბინა. მაინტერესებს როგორ არის ამ შემთხვევაში შესაძლებელი, ოროთახიანი ბინა გაიყოს თანაბარ სამ წილად, რადგან მემკვიდრეები სამნი არიან?
პასუხი: მოცემულ შემთხვევაში თანამემკვიდრეთა შეთანხმებით, დასაშვებია მთელი სამკვიდროს გაყიდვა და მემკვიდრეთა შორის ფულის განაწილება მათი წილის კვალობაზე. ასევე, თანამემკვიდრეთა შეთანხმებით, შესაძლებელია მთელი სამკვიდროს გადასვლა ერთ თანამემკვიდრეზე, რომელიც, თავის მხრივ, მოვალეა, სხვა თანამემკვიდრეებს მისცეს შესაბამისი კომპენსაცია.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ იმ საქმიანობებისა თუ მოქმედებების ჩამონათვალი, რომლებისთვისაც  გათვალისწინებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სახელმწიფო ბაჟი გადაიხდევინება: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ საქმეებზე; საერთო სასამართლოებში განსახილველ სასარჩელო ან სხვა განცხადებებზე და საჩივრებზე; მეზღვაურის წიგნაკისა და ავიასპეციალისტის მოწმობის გაცემისთვის; საქართველოს ტერიტორიაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისთვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ დოკუმენტების აპოსტილით დამოწმებისა;  საქართველოს სახელმწიფო სასაზღვრო-გამტარ პუნქტებში საქართველოს ორდინარული ვიზის გაცემისთვის; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ დოკუმენტების გამოთხოვისთვის;  დოკუმენტების ლეგალიზაციისთვის, გარდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საქართველოში შედგენილი დოკუმენტების ლეგალიზაციისა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, რამდენია სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე?
პასუხი: გაცნობებთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე, საჩივარზე – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია, სახელმწიფო ბაჟის განაკვეთი შეადგენს 50 ლარს, ხოლო, თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 150 ლარს.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ზოგადად როგორია ადვოკატის ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები, ასევე, სამართლებრივი მდგომარეობა სისხლის სამართლის საქმეში, როდესაც ის ახორციელებს ბრალდებულის დაცვას?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, პირველ ყოვლისა, სისხლის სამართლის საქმეში მონაწილეობისთვის დასაშვებად ადვოკატი წარადგენს ორდერს და თავის მოწმობას. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს, მაგრამ, ადვოკატს უფლება არ აქვს, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს, ასევე, არ აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის ნაწილში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებული არასრულწლოვანია ან აქვს ისეთი ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. ადვოკატს უფლება აქვს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით გაეცნოს ბრალდების მხარის მტკიცებულებებს, მიიღოს მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების ასლები, აგრეთვე, ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ უფლებებით, რომლებითაც, თვით ამ უფლებათა ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება, მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს. ადვოკატი ვალდებულია, დროულად გამოცხადდეს საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილზე და სასამართლოში.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, რას ნიშნავს ბრალდებულის სავალდებულო დაცვის უფლება და რა შემთხვევებშია სავალდებულო ბრალდებულის დაცვა? 
პასუხი:  განგიმარტავთ, რომ სავალდებულოა ბრალდებულს ჰყავდეს ადვოკატი: თუ იგი არასრულწლოვანია; თუ არ იცის სისხლის სამართლის პროცესის ენა; თუ აქვს ფიზიკური ან ფსიქიკური ნაკლი, რაც ხელს უშლის მის მიერ საკუთარი დაცვის განხორციელებას; თუ გამოტანილია განჩინება (დადგენილება) სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ; თუ ჩადენილი ქმედებისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა უვადო თავისუფლების აღკვეთის სახით; თუ მასთან მიმდინარეობს მოლაპარაკება საპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე; თუ სისხლის სამართლის საქმეს იხილავს ნაფიც მსაჯულთა სასამართლო; თუ ბრალდებული თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას; თუ გააძევეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან; თუ არაიდენტიფიცირებული პირია.

скачать dle 11.3