კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საუმრავლესო მისტერიები

ყვავის უცეცხლოდ მომხარშავები

საქართველოს მეშვიდე მოწვევის პარლამენტი საზაფხულო არდადეგებზე აგერ უკვე მეორედ გავიდა (კახეთში სტიქიური უბედურების გამო, რაკი ბიუჯეტში ცვლილებები გახდა შესატანი, ხალხის რჩეულები კვლავ ერთად შეყარეს). რჩეულებმა ცვლილებებს მხარი, ჩვეულებისამებრ, ერთხმად დაუჭირეს და საგაზაფხულო სესიაც კიდევ ერთხელ დახურეს, ბუნებრივია, ქვეყნის ჰიმნის თანხლებით.
თუმცა, პარლამენტის თავმჯდომარეს აღარ დაუკონკრეტებია, ეს ბოლო რიგგარეშე სხდომა იყო თუ კიდევ ერთი-ორსაც მოიწვევენ. აღარ, რადგან, როგორც თავადვე ბრძანა, ცუდად დაუცდია (მომყავს ციტატა: „აღარ გეტყვით, ბოლო სხდომაა თუ არა, იმიტომ, რომ ცუდად გვაქვს დაცდილი. უბრალოდ, ვიტყვი, რომ რიგგარეშე სესია დღეს დახურულია“).
მეორე მხრივ, გასულ კვირასვე არანაკლებ მისტერიული განმარტებები გააკეთა ბ-ნი ბაქრაძის მოადგილემ, ბ-ნმა მაჭავარიანმა, ოღონდ, სრულიად საპირისპირო თემაზე. კერძოდ, ახლა უკვე „აი არ აის“ მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის თანახმადაც, „ენ დი აის“ კვლევასთან შედარებით არჩევნებზე „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერთა ოდენობა დაკლებულია (43-პროცენტამდე). ამ შემცირებას სტაჟიანი პარლამენტარი და არანაკლებ სტაჟიანი გენერალური მდივანი (ბ-ნი მაჭავარიანი „მოქკავშირსაც“ გენმდივნობდა და „ნაცმოძრაობასაც“ გენმდივნობს, იმიტომ რომ, ის „იგივეა მარად და მარად“?!) შემდეგნაირად ხსნის: „სტაბილურად, შეიძლება, მხოლოდ მკვდარი იყოს. პოლიტიკა ცოცხალი ორგანიზმია და ეს ყველაფერი მოძრაობს.“ მეორე მხრივ, ისიცაა, მკვდარსაც გააჩნია, რადგან, თუ ვაჟას დავესესხებით, „ათას ცოცხალსა ბევრჯელა ათჯერ სჯობს ერთი მკვდარია“.
ერთი სიტყვით, ასეა თუ ისე, რაკი ამ ჩვენს უმრავლესობას ცრურწმენების სენი შეჰყრია და არჩევნების წინ გარემოც დაძაბულია, არც ისაა გამორიცხული, ოქტომბრამდე ყვავის უცეცხლოდ მოხარშვის რიტუალსაც დავესწროთ.

скачать dle 11.3