კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფრთააწყობილთა დაბრუნება

ანუ, ჩემი მისამართი დემოკრატიული საქართველოა

იმ მარტივი მიზეზით, რომ ძალა აღმართს ხნავს, დასასვენებლად ფრთააწყობილ კანონმდებლებს კვლავ მოუწიათ სამუშაო პულტებთან დაბრუნება, თანაც, ნახევრად გაყიდულ შენობაში (მოგეხსენებათ, პარლამენტის თბილისური შენობა იცლება და, ამიერიდან, მურტალოს მსგავსად, ჩვენი კანონშემოქმედთა მისამართი მთელი არაოკუპირებული, ესე იგი, დემოკრატიული საქართველო იქნება). მოუწიათ და დაბრუნდნენ, სამშობლოს წინაშე ვალიც კიდევ ერთხელ და, შესაძლოა, უკანასკნელადაც მოიხადეს (სავარაუდოდ, უკანასკნელად სკამზე დამსხდრებმა, რადგან, აწი, ჯორკო რაა, იმაზეც ვერსად ჩაიმუხლებენ).
მართალია, საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი კაბინეტების დაცლას არ აპირებს, მაგრამ, ალბათ, მაინც მოუწევთ, რადგან, მოარული ხმებით, შენობა უკვე გაყიდულია. მეტიც, სავარაუდოდ, იქ სასტუმრო განთავსდება.
თუმცა, რაც უნდა განთავსდეს, იმედია, იმის მარად სახსოვრად, რომ იქ ერთ დროს უძველესი პროფესიის წარმომადგენლები იღვწოდნენ, ერთ-ერთ კართან წითელ ფარანს მაინც დაჰკიდებენ?!

скачать dle 11.3