კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიქცა ანასტასია თოფურიძის ქორწილი კონცერტად

12 ივლისს ანასტასია თოფურიძისა და ირაკლი გაბაშვილის წყვილმა, რომელიც უკვე ერთი წელია, ერთად ცხოვრობს, ჯვრისწერითა და ულამაზესი ქორწილით დააგვირგვინა ოჯახის შექმნა. ეკა კახიანის მშვენიერი ქალიშვილი – ანასტასია, რომელიც, მართალია, იშვიათად დგება პოდიუმზე, მაგრამ, მის ყოველ გამოსვლას განსაკუთრებული ოვაციები ახლავს, ამ დღეს ყველაზე ლამაზი და განსაკუთრებული იყო.
ანასტასია თოფურიძისა და ირაკლი გაბაშვილის სიყვარულის ისტორია ექვსი წლის წინ დაიწყო. ხუთი წლის შემდეგ მათ ხელი მოაწერეს და ერთად დაიწყეს ცხოვრება, თუმცა ზღაპრული დღე, რასაც ქორწილი ჰქვია, არ ყოფილა. ხელის მოწერიდან ერთი წლის შემდეგ კი ჯვრისწერაც გადაწყდა.
პატარძლების უმრავლესობა ქორწილის დღეს ბავშვურ ოცნებას იხდენს და რაც შეიძლება დიდსა და ფუშფუშა კაბას იცვამს, ანასტასიამ კი არჩევანი მოკლე, კოქტეილის კაბაზე გააკეთა; ღრმა დეკოლტე ძალიან ნაზად და დახვეწილად უსვამდა ხაზს პატარძლის იდეალურ ფორმებს. ეს კაბა ანასტასიას ქართველმა დიზაინერმა, ირაკლი რუსაძემ შეუკერა. დიზაინზე მათ ერთობლივად იმუშავეს და შედეგი მართლაც საოცარი მიიღეს, რასაც ყველა სტუმარი აღნიშნავდა. საინტერესოა პატარძლის თაიგულიც, რომელიც ასევე განსხვავებული იყო.
ანასტასია: მინდოდა, სტანდარტული, ჩვეულებრივი არ ყოფილიყო და მოვიფიქრეთ სხვადასხვა ქსოვილისგან დამზადებული პეპლების თაიგული...
პეპლები თითქოს ნაზად დაფარფატებდნენ ულამაზესი პატარძლის გარშემო. თუმცა, აუცილებელი საქორწილო რიტუალის შესასრულებლად ანასტასიას სხვა ყვავილების თაიგული ჰქონდა, რომელიც მისმა მეგობარმა დაიჭირა.
ახლა, რაც შეეხება თვითონ ქორწილს: მაყარმა ანასტასიას ბებია-ბაბუის აგარაკზე, მცხეთაში მიაკითხა. მართალია, წყვილმა გასული წლის 29 ივნისს მოაწერა ხელი, მაგრამ ქორწილის დღისთვის ყველაფერი ტრადიციულად მოხდა – სიძე, მეგობრებთან ერთად, საცოლის წამოსაყვანად ოჯახში მივიდა. მათ სვეტიცხოველში დაიწერეს ჯვარი, შემდეგ კი რესტორან „მცხეთის დარბაზში” გადაინაცვლეს, სადაც ღია ცის ქვეშ გაიმართა ულამაზესი ქორწილი. სხვათა შორის, ქორწილი სულ რაღაც სამი კვირით ადრე დაიგეგმა.
ანასტასია: მინდოდა, ჯვრისწერა და ქორწილი სექტემბერში გვქონოდა, მაგრამ, ეკას რჩევით, გადავწყვიტეთ ზაფხულში გაგვეკეთებინა. ყველაფერი სამ კვირაში დაიგეგმა და გაკეთდა.
რაც შეეხება წყვილის მეჯვარეებს, ისინი დიდი რაოდენობით იყვნენ წარმოდგენილი. ანასტასიას მეჯვარეები არიან: ნინი ნებიერიძე, ელენე მათითაშვილი, ნუცა შანიძე და ნინუცა სობჩინსკი; ხოლო, გაბროს (როგორც ირაკლი გაბაშვილს ეძახის ყველა) მეჯვარეები იყვნენ: ნიკუშა ფერაძე, გუკა რჩეულიშვილი, აჩიკო ქავთარაძე და ლადო ზეინკლიშვილი. პატარძლის მეჯვარეებს პასტელის ვარდისფერი კაბები ეცვათ, რაც, ასევე, ანასტასიას თხოვნა იყო. „მეჯვარე ბევრი გვყავდა, ამ შუა ზაფხულში კი, შეიძლება, ძალიან ავჭრელებულიყავით და ამიტომ, ოთხივეს ვთხოვე, ერთ ტონალობაში შეეკერათ კაბები, რაც ძალიან ლამაზი გამოვიდა.”
 ეკა კახიანი ულამაზეს ვერცხლისფერ კაბაში იყო გამოწყობილი, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, თამუნა ინგოროყვას შეკერილია, ნინი ბადურაშვილს კი ჰაეროვანი წითელი კაბა ეცვა, რომელიც მის გარუჯულ სხეულს ძალიან უხდებოდა.
მკითხველს ნამდვილად არ გაუკვირდება, თუ ვიტყვი, რომ ქორწილი კონცერტად გადაიქცა. ანასტასიას დამ, ნინი ბადურაშვილმა, მეგობრებთან – თაკო გაჩეჩილაძესთან და ქრისტინე იმედაძესთან ერთად, არაჩვეულებრივად გაართო სტუმრები. ქორწილში იყვნენ: „ქართული ხმები”, მაია ჯაბუა,  ქართული შოუ-ბიზნესის ძალიან ბევრი ვარსკვლავი და ალბათ, წარმოგიდგენიათ, რა მხიარულება იქნებოდა. როგორც ანასტასიამ მოგვიყვა, კულმინაცია იყო ძვალის სიმღერა. მისი და მაია კაჭკაჭიშვილის ჰიტმა – „თბილისი” – ყველა ააცეკვა.  ქორწილში თამადა იყო პატარა იმედა კახიანი – დიდი იმედას ძმისშვილი.
წყვილი აგვისტოში საქორწილო მოგზაურობაში წასვლასაც გეგმავს, თუმცა, მიმართულება ჯერ არ აურჩევიათ.

скачать dle 11.3