კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

*** დედამთილი რძალთან მივიდა სახლში და თითი მოუსვა კომოდს‚ კარადას‚ პიანინოს... შემდეგ მტვრიანი თითი ცხვირთან მიუტანა და ეუბნება: – იცი‚ ამაზე გერმანული ანდაზა მახსენდება: „სისუფთავე ჯანმრთელობის საწინდარია“... – მე კიდევ‚ ქართული – „ღორი ყველგან იპოვის ჭ

– აუ‚ როგორ მეცოდება ის საწყალი ფეხბურთელი შავ ფორმაში – პასს არავინ აძლევს‚ ტყუილა დაარბენინებენ...
***
რა უცნაურები ვართ ეს ქართველები – ყველაზე ნელი რაჭველები ყველაზე ჩქარა მღერიან და ცეკვავენ.
***
თუ თქვენმა ცოლმა მოგწერათ ესემესი: „საყვარელო‚ შენ საუკეთესო ხარ“‚ – ეს იმას ნიშნავს‚ რომ გიღალატათ.
***
– შვილო‚ აბა‚ როგორაა საქმე‚ როდის გამოასწორებ ნიშნებს?
– მე კი ვცდილობ‚ მაგრამ‚ ტოვებს მასწავლებელი ჟურნალს უმეთვალყურეოდ?

***
ქალბატონი მერი ბანკში შევიდა... ხედავს‚ არანაირი რიგი‚ ყველა ოპერატორი თავისუფალია და ღიმილით ელოდება მის მიმართვას... გაიფიქრა‚ აქ საქმე არაფერი მაქვსო და... საჩხუბრად პოლიკლინიკაში წავიდა.
***
– ო‚ რა ფუმფულა ფისოა?! დედალია თუ მამალი?
– რა, ყურებით ვერ არჩევთ?
– ვერა. ეგრე შეიძლება?
– როგორ არა‚ ეს კურდღელია.
***
პატარა სანდრო ტირის.
– რა მოგივიდა?
– კაქტუსმა მიკბინა.
– ალბათ, ხელი შეახე...
– პირველად იმან დაიწყო და...
***
მიტუა ცოლთან ერთად უცხოეთში წავიდა სამუშაოდ. ერთი წლის შემდეგ დედას ურეკავს:
– დედი‚ მაყვალამ იმშობიარა‚ ოღონდ, ბავშვის სანახავად რომ მივედი‚ ზანგია... მაყვალა კიდენა, მეუბნება‚ თეთრი დაიბადა‚ მაგრამ, რძე არ მქონდა და ძუძუ ზანგმა აწოვა და გაშავდაო... შეიძლება‚ ეგეთი რამე მომხდარიყო?
– რავი‚ შვილო‚ შენ რომ გაგაჩინე‚ მეც არა მქონდა რძე‚ ძროხის რძეი გაჭმევდი‚ მაგრამა, რქები მაშინვე კი არა‚ 33 წლისას ამოგივიდა...
***
კუპეში შესული მიხო დამხვდურს გამოეცნაურა‚ დალიეს... ბოლოს უფრო ახლოს მოუნდა გაცნობა.
– რა გვარი ხარ? – ჰკითხა მიხომ.
– მეგრელი...
– გასაგებია... გვარი მითხარი‚ გვარი...
– მეგრელი-მეთქი‚ მეგრელი გვარია.
– წარმოშობით სამეგრელოდან‚ არა?
– არა‚ იმერელი ვარ...
– ცემა თუ გინდოდა‚ ჯო‚ პური რაღაი გამატეხიე შენთანა...
***
პატარა ბიჭი მიდის და ბურტყუნებს:
– ვინ იცის‚ ახლა სხვისი ტუჩები გეალერსება...
გვერდით ჩავლილმა ახალგაზრდამ გაიგონა და ღიმილით ჰკითხა:
– გოგომ მიგატოვა?
– რომელმა გოგომ? ჩუპა-ჩუპსი დავკარგე...
***
სცენარის მიხედვით, სვანი მსახიობი სპექტაკლის ბოლოს სიმაღლიდან მდინარეში უნდა გადახტეს. ავიდა მაღლა‚ დაახლოებით 5 მეტრის სიმაღლეზე‚ ემზადება‚ მაგრამ, ხედავს, ლეიბი არ დაუფენიათ. იფიქრა, იატაკზე რომ გადავხტე ხმაური იქნება‚ მაყურებელი რას იტყვისო... და ხმამაღლა‚ პათეტიკურად წარმოთქვა:
– ოჰ‚ მდინარე გაყინულა... – და, გადახტა.
***
80 წლის მდიდარი კაცი იმდენად კარგად გრძნობს თავს‚ ექიმისთვის ერთხელაც არ მიუმართავს.
– კი მაგრამ‚ რით შეიძლება ავხსნათ თქვენი ასეთი ჯანმრთელი ორგანიზმი?
– პირველ ყოვლისა‚ ჩემი მემკვიდრეების ასეთი მოთმინებით.
***
– გაინტერესებთ‚ რატომ არ ვთხოვდები?! ჰუმანური ადამიანი ვარ – მირჩევნია, ბედნიერება მოვუტანო ბევრ მამაკაცს‚ ვიდრე ერთი მათგანი უბედური გავხადო...
***
ცოლი ქმარს აღვიძებს:
– ვინ არის ეკა?
– რაა?!
– ეკა‚ ეკაო‚ – გაიძახი და, ვინ არის ეგ ეკა?
– აა‚ შენ არ იცნობ‚ სიზმარში გავიცანი...
***
ევოლუცია ბავშვებთან მიმართებაში:
– რამდენ ხანს შეიძლება ფეხბურთის თამაში‚ ცოტა ხანს ტელევიზორს მაინც უყურე!
– რამდენ ხანს შეიძლება ტელევიზორის ყურება‚ ცოტა ხანს წიგნი წაიკითხე!..
– რამდენ ხანს შეიძლება კომპიუტერთან ჯდომა‚ ცოტა ხანს ფეხბურთი მაინც ითამაშე!..
***
ბაღში რომ დავდიოდი‚ სკოლაში ყოფნას ვნატრობდი; როცა სკოლაში ვიყავი – ინსტიტუტში მინდოდა; ინსტიტუტში სამსახურზე ვოცნებობდი‚ სამსახურში – ნეტა საქმე არ მქონდეს-მეთქი... ეეჰ‚ რა არ მომწონდა ბაღში...
***
ჩუქჩა მანქანიდან გადმოვიდა და იქვე მდგომ „ღამის პეპელას“ ეკითხება:
– შენი სახელი?
– ნატაშა.
– რა ღირს შენთან ღამე?
მეძავმა ახედ-დახედა ჩუქჩას და, – 150-იო, – უთხრა.
უცებ მასთან ორი ჩუქჩა მივიდა‚ სტაცეს ხელი და მანქანაში ჩასვეს.
... გავიდა ნახევარი წელი და ზუსტად იმავე ადგილას გაჩერდა იგივე მანქანა და გადმოსვეს ნატაშა – ჭუჭყიანი‚ სუნიანი‚ თითქმის ძონძებში...
სკოლაში ცუდად სწავლობდა და რა იცოდა საწყალმა გოგომ, რომ ჩუქჩებთან ღამე პოლარულია.

скачать dle 11.3