კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იზრდებოდა მშობლების გარეშე „პირველი ვიცე-მის მსოფლიო“ მაიკო საყვარელაშვილი და როდის აპირებს ის ოჯახის შექმნას

სულ ახლახან პრაღაში ყრუ და სმენადაქვეითებულთა სილამაზის კონკურსი – „მის მსოფლიო“ გაიმართა, სადაც „პირველი ვიცე-მის მსოფლიო“ მაიკო საყვარელაშვილი გახდა. მისმა ამხელა წარმატებამ‚ ალბათ‚ არც ერთი ქართველი დატოვა გულგრილი. 20 წლის მაიკო ძალიან ხალისიანი, უშუალო და ღიმილიანი გოგონაა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და, რაც მთავარია‚ მისთვის შეუძლებელი არაფერია. მაიკოს ამ კონკურსზე გამგზავრების მთელი ხარჯები ყრუთა კავშირმა საკუთარ თავზე აიღო‚ მათ შეურჩიეს მაიკოს საღამოს თეთრი კაბა, რომელმაც ის კიდევ უფრო ლამაზი და მომხიბლავი გახადა. მაიკოსთან ინტერვიუს ჩაწერაში დახმარება გამიწია თარჯიმანმა, ესმერალდა იაკობაშვილმა, რისთვისაც მას დიდ მადლობას ვუხდი.

მაიკო საყვარელაშვილი: 20 წლის ვარ, ვმუშაობ სილამაზის სალონ „პოლინაში“ სტილისტად – ეს საქმე ყოველთვის მომწონდა. ჯერ კიდევ მაშინ‚ როდესაც სკოლა-ინტერნატში ვიზრდებოდი, გოგონებს ხან თმას გავუკეთებდი ლამაზად, ხან მაკიაჟს და, ბოლოს მივხვდი, რომ ეს ჩემი საქმეა. თავიდან‚ როდესაც სწავლა დავიწყე, მეგონა‚ კარგად ვიცოდი ეს საქმე, მაგრამ, აღმოჩნდა, რომ ბევრი რამის სწავლა მჭირდებოდა. ცოტა არასწორად ვაკეთებდი რაღაცეებს. ექვსი თვის განმავლობაში ვსწავლობდი და ვაკვირდებოდი, ახლა კი უკვე ჩემი საკუთარი კლიენტებიც მყავს და ვიცი‚ როგორ ვიმუშაო.
– მომიყევი შენ შესახებ, როგორ იზრდებოდი, ვინ არიან შენი მშობლები, რამ გამოიწვია ის პრობლემა, რაც შენს სმენას უკავშირდება?
– დაბადებიდან ცოტათი მესმოდა, მაგრამ,  სკოლაში რაღაც მძიმე დამეცა და იმის შემდეგ აღარ მესმის. თუმცა, ამას ჩემთვის არანაირი პრობლემა არ შეუქმნია, ყველაფერი შემიძლია. 2 წლის ვიყავი‚ როდესაც მამა გარდამეცვალა. შემდეგ სპეციალურ სკოლა-ინტერნატში მიმიყვანეს‚ სადაც ვიზრდებოდი, 14 წლის რომ ვიყავი‚ დედაც გარდამეცვალა და დავრჩი მარტო, დედმამიშვილებიც არ მყავს. ჩემზე მზრუნველობა სკოლის ადმინისტრაციამ ითავა. 16 წლის რომ გავხდი‚ სკოლის მასწავლებელმა‚ ნანა ხარატმა აიღო ჩემზე მეურვეობა. 18 წლამდე ჩემი მეურვე იყო და, თან‚ მომნათლა კიდეც. სკოლა დავამთავრე და დღემდე მასთან ერთად ვცხოვრობ.
– მომიყევი, როგორ გადაწყდა „მის მსოფლიოზე“ შენი გამგზავრება და როგორ ემზადებოდი ამ კონკურსისთვის?
– ყრუთა კავშირში ყოველთვის ტარდება ამ კონკურსის შიდა შესარჩევი კონკურსი. შარშან მკითხეს‚ თუ მივიღებდი მონაწილეობას და, რა თქმა უნდა‚ დავთანხმდი. 12 მონაწილე იყო, მესამე ადგილი ავიღე და „მის სიმპათია“ გავხდი. წელს ყრუთა კავშირმა გადაწყვიტა, რომ მე მიმეღო ამ კონკურსში მონაწილეობა. რომ გავიგე‚ პრაღაში მივემგზავრებოდი, ძალიან გამიხარდა, უპირველეს ყოვლისა‚ იმიტომ, რომ მანამდე საქართველოს საზღვრებს იქით არასდროს ვყოფილვარ, არც მიფრენია. ანუ, პირველი შეგრძნება და სიხარული იყო მოგზაურობა. როდესაც თვითმფრინავში ჩავჯექი, მერე უკვე კონკურსის გამო დავიწყე ღელვა. ვიცოდი 48 ქვეყნიდან ჩამოდიოდნენ გოგონები და ძალიან საპასუხისმგებლო საქმეზე მივფრინავდი, მაგრამ,  ეს მხოლოდ ფრენის დროს გავაცნობიერე, მანამდე სულ მოგზაურობაზე ვფიქრობდი. როგორც კი ავედი თვითმფრინავში, მაშინვე ვითხოვე, არასდროს მიფრენია და ფანჯარასთან მე დამსვით-მეთქი. სულ ფანჯრიდან ვიყურებოდი, ღრუბლებს ვათვალიერებდი, ყველაფერი მაინტერესებდა. ჩემთან ერთად ფლორაც იყო – ყრუთა კავშირის კულტურის სექტორის უფროსი. საქართველოდან 30 ივნისს გავფრინდით, 3 რიცხვამდე უნდა ჩამოსულიყვნენ დანარჩენი გოგონები. ჩაფრენისას მხოლოდ ჩვენ ვიყავით და პარაგვაის წარმომადგენელი. ერთმანეთი გავიცანით და ბევრი ვისაუბრეთ, 3 ივლისს კი უკვე ორმოცდარვავე ქვეყნის წარმომადგენელი ჩამოვიდა. კონტაქტის მხრივ‚ არანაირი სირთულე არ ყოფილა, თითქოს ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში ვიცნობდით. როდესაც ყველა გოგონა ჩამოვიდა, კრება ჩაგვიტარეს და დაგვინიშნეს დღის განრიგი: ვარჯიშები, ვახშამი... ანუ, ფინალის დღემდე სულ დატვირთულები ვიყავით, ვვარჯიშობდით. 6 ივლისს გვქონდა პრაღაში ექსკურსია, ძალიან მომეწონა ეს ქალაქი, სუპერ... ძალიან ლამაზია.
– რამე გეკრძალებოდათ?
– დღის განმავლობაში გვქონდა აკრძალვები, მაგრამ, საღამოს 7 საათის შემდეგ თავისუფლები ვიყავით, თუმცა, 10 საათზე უკვე საწოლში უნდა ვყოფილიყავით. თავისუფალ დროს ხან აუზში ვცურავდით, ხან ვჭორაობდით გოგონები, რაღაც თამაშები მოვიგონეთ და იმას ვთამაშობდით. ფინალის შემდეგ თავისუფლები ვიყავით, ქალაქში გავედი, ვიშოპინგე, დისკოთეკებზეც ვიყავით – სრული თავისუფლება გვქონდა.
– როგორ ემზადებოდით ფინალისთვის?
– ფინალის დღეს დილიდანვე ვარჯიშები გვქონდა, ამიტომ, თითქოს ვერ ვიგრძენი, რა დღე იყო. საღამო რომ მოახლოვდა, ნერვიულობა დავიწყე და განცდები დამეუფლა, გულის ფართხალი დამეწყო, როგორ ჩაივლიდა ყველაფერი. შემდეგ აგვიხსნეს‚ ვინ სად დადგებოდა. ძალიან გამიხარდა, რომ დიდი განათების გამო აუდიტორიის ემოციებს ვერ დაინახავდი – ეს ჩემთვის კარგი იყო, მაგრამ, ცოტათი მაინც მეშინოდა. ჩემი სლოგანია: „ყველაფერი კარგად იქნება“, ამიტომ, ეს ძალიან დამეხმარა. ფინალის დღეს, პირველი გამოსვლისას ყველა გოგონას თითქმის ერთნაირი კაბები გვეცვა; შემდეგ გვქონდა თავისუფალი ნომერი, სადაც ვიცეკვე; მესამე იყო ბიკინით გამოსვლა, ხოლო მეოთხე – უკვე ფინალური კაბით, რომელიც ყრუთა კავშირმა მომცა. თავიდანვე გაგვაფრთხილეს: დიდი მონიტორია, მას უნდა უყუროთ, გაიღიმოთ და თავი აქეთ-იქით არ უნდა ატრიალოთო. გამოაცხადეს „მის სიმპათია“, „მის ევროპა“, „მეორე ვიცე-მისი“ და, ბოლოს‚ როდესაც „პირველი ვიცე-მისი“ გამოაცხადეს, არავინ გავიდა. იმხელა განათება იყო, მონიტორს ვერ ვხედავდი, თან ფოტოგრაფები ფოტოებს იღებდნენ. უცებ, უკანა რიგებში დავინახე‚ როგორ აფრიალდა საქართველოს დროშა და, მაშინ მივხვდი, რომ მე  გავხდი „პირველი ვიცე-მის მსოფლიო“. საოცარი ემოციები დამეუფლა, რაღაც იმედი მქონდა, მაგრამ მაინც არ მჯეროდა, რომ მე ამირჩიეს.
– ძალიან ლამაზად იცეკვე. როგორ მოამზადე?
– რვა წელია‚ ქართულ ცეკვებს ვცეკვავ. ვფიქრობდი: კონკურსისთვის ქართული ცეკვა მარტომ რომ ვიცეკვო‚ მოსაწყენი არ იყოს-მეთქი და, ამიტომ, ბიონსეს მუსიკა და ცეკვა შევარჩიე. ძალიან მიყვარს ეს მომღერალი. ინტერნეტში მოვძებნე მისი ცეკვები, ავარჩიე, გადმოვწერე დისკზე და ყრუთა კავშირში მოვიტანე. მერე დავიწყე ცეკვაში მომზადება, ფლორა მეხმარებოდა, თვლაში ვვარჯიშობდი. დარბაზს ძალიან მოეწონა, ფეხზე ადგა ჟიური. აეროპორტში ყრუთა კავშირმა გიჟური დახვედრა მომიწყო, უცხო ხალხიც მოდიოდა ჩემთან, ფოტოებს მიღებდნენ, მილოცავდნენ, მეგობრებიც იყვნენ, ძალიან გამახარეს.
– შეყვარებული გყავს?
– სამი წელია‚ შეყვარებული მყავს, ერთ სკოლაში ვსწავლობდით და ქართულსაც ერთად ვცეკვავდით. მალე ნიშნობაც გვექნება. ძალიან გაუხარდა ჩემი გამარჯვების ამბავი. რომ მივდიოდი, მითხრა, თუ მოიგებ, აეროპორტში ყვავილების გარეშე დაგხვდები და, თუ წააგებ – ყვავილებითო. უზარმაზარი თაიგულით დამხვდა აეროპორტში. განსაკუთრებულად ამაყობს ჩემით, მაგრამ, რაც ჩამოვედი, მეუბნება: როდის მორჩება შენი ინტერვიუები და აქეთ-იქით სირბილი, ვეღარ იცლი ჩემთვისო. ადრე სულ ერთად ვიყავით – სამსახურში გამომივლიდა, სახლში მიმაცილებდა, ახლა კი სულ ვეუბნები: „არ მცალია, არ მცალია“... მაგრამ, მალე მოვიცლი მისთვის.
მაია მეტონიძე (ყრუთა კავშირის ვიცე-პრეზიდენტი): ეს კონკურსი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მანამდე‚ 2009 წელსაც‚ ჩვენმა გოგონამ, ნინო დავითინიძემ მოიპოვა „მის ევროპის“ ტიტული. ყრუთა კავშირი მათი სახლია, ამ სახლში საუბრობენ ჟესტების ენაზე, სწავლობენ კომუნიკაციას. ეს კონკურსი საერთაშორისო პროექტია და, 4 წელია‚ ჩვენც ვართ ჩართულები. შიდა შესარჩევ კონკურსს ვატარებთ, მერია ფინანსურად გვიჭერს მხარს. აქვე მინდა აღვნიშნო ჩეხეთში ჩვენი ელჩის, ნინო ნაკაშიძის დიდი მხარდაჭერა. თავად პედაგოგებიც სმენადაქვეითებულები არიან, ქორეოგრაფი დგამს ნომერს. ჩვენ ყოველთვის ვითვალისწინებთ იმას‚ თუ რა უნდა თავად გოგონას. მაიკომ ცეკვას ძალიან კარგად გაართვა თავი,  თანაც, ეს ცეკვა ევროპელი საზოგადოებისთვის უფრო მეტად მისაღები იყო. შარშან ამ კონკურსზე ვიყავით მიპატიჟებული, ძალიან კარგად უვლიან ბავშვებს – მაღალი დონის სასტუმროში ცხოვრობენ, ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ათი დღის განმავლობაში. ამ პროექტში ისიც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჟესტების ენის პროპაგანდა ხდება. ენის სტატუსისკენ რამდენიმე ნაბიჯი უკვე გადადგმულია. არის ენები, რომლებმაც მიიღეს სტატუსი და, იმედია‚ ჩვენც ვიქნებით მათ სიაში.

скачать dle 11.3