კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს, რით არის სასარგებლო თეთრი ყურძენი კანისთვის?
პასუხი: თეთრ ყურძენში შედის ნივთიერება პოლიფენოლი, რომელიც ააქტიურებს სისხლის მიკროცირკულაციას და აუმჯობესებს კანის ფერს.
კითხვა: რა სიხშირით შეიძლება თმაზე ნიღბის გაკეთება?
პასუხი: იმისთვის, რომ თქვენი თმა გახდეს აბრეშუმივით რბილი და გაგიმაგრდეთ თმის ძირები, ნიღაბი უნდა გაიკეთოთ კვირაში 2-ჯერ.
კითხვა: რა კოსმეტიკური საშუალებები უნდა გამოვიყენო თმის დახვევის დროს?
პაñსუხი: თმის დახვევისას დაგჭირდებათ მუსი ან მსუბუქი კრემი – თმისთვის მოცულობის მისაცემად და საშუალო ფიქსაციის ლაკი.
კითხვა: როგორი ტონალობის მაკიაჟი მოუხდება ქერათმიან და ძალიან თეთრი სახის კანის მქონე ქალს, რომელმაც 40 წელს გადააბიჯა?
პასუხი: ასეთ ქალბატონს მოუხდება მაქსიმალურად ბაცი, ცივი ტონალობის მაკიაჟი, თანაც, მცირე რაოდენობით. თუ ფერები ზედმეტი მოგივიდათ, ამით ვიზუალურად მოგემატებათ ასაკი და თანაც ვულგარული გახდებით.
კითხვა: ჩემი შვილი გარდატეხის ასაკშია და სახეზე აქვს წვრილი, ჩირქოვანი გამონაყარი, რასაც საშინლად განიცდის. რამდენიმე დღის შემდეგ ნათესავის ქორწილში დაგვპატიჟეს და არ მომყვება – ასე ვის უნდა დავენახოო. მაინტერესებს, არსებობს თუ არა რაიმე კოსმეტიკური საშუალება, რომელიც 1-2 დღეში გაუქრობს გამონაყარს?
პასუხი: საერთოდ, უმჯობესია, შვილი მიიყვანოთ გამოცდილ კოსმეტოლოგთან, რომელიც მკურნალობას დაუნიშნავს. მაგრამ, რადგან თქვენ შედეგი ძალიან სწრაფად გჭირდებათ, გამოიყენეთ სპეციალური, სწრაფად მოქმედი საშუალებები (სხვადასხვა ბრენდის არსებობს), მაგალითად, გელი-აპლიკატორი გამონაყარის საწინააღმდეგოდ, რომელიც იძლევა წარმოუდგენლად სწრაფ შედეგს – 4 საათში კანი გაცილებით უკეთ გამოიყურება. ხოლო, იმისთვის, რომ დააზღვიოთ შვილი ახალი ჩირქოვანი წერტილების გაჩენისგან, დღის განმავლობაში 2-ჯერ მაინც გაუწმინდეთ სახე (კანიდან ცხიმისა და მტვრის მოსაშორებლად) სპეციალური გამწმენდი ხელსახოცებით