კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი მამაკაცი მსახიობის სხეული მიაჩნიათ ყველაზე სექსუალურად ჰოლივუდში და რა აკავშირებს ჩენინგ ტატუმს მარლონ ბრანდოსთან

„ძვირფასი ჯონი”, „კობრას გადასროლა”, „მეცხრე ლეგიონის არწივი”, „ნაბიჯი წინ” და ეკრანებზე სულ ახლახან გამოსული „სუპერ მაიკი”... ამერიკელი მსახიობი ჩენინგ ტატუმი ამ ფილმებით გახდა ჰოლივუდის ვარსკვლავი და გაითქვა სახელი როგორც ახალი თაობის ნიჭიერმა მსახიობმა, რომელსაც მძაფრსიუჟეტიან, მელოდრამატულ და კომედიურ ფილმებში თანაბარი ქარიზმით ძალუძს მთავარი გმირების განსახიერება და რომელსაც თანამედროვე ჰოლივუდის „ახალ მარლონ ბრანდოს” უწოდებენ.
ჩენინგ ბრაიან ისააკ  ტატუმ ანდერსონი ალაბამის შტატის პატარა ქალაქ კალმენში დაიბადა 1980 წელს. მის მშობლებს, ავიაკომპანიის თანამშრომელ ქეისა და მშენებელ გლენ ტატუმს, ირლანდიური, ფრანგული და ძირძველი ამერიკული წარმომავლობა ჰქონდათ. მოგვიანებით ოჯახი მისისიპის შტატში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც ჩენინგი მდინარე მისისიპის ნაპირზე, სოფელში გაიზარდა. სკოლაში სწავლის პერიოდში ის გატაცებული იყო სპორტით და სხვადასხვა სახეობებში ვარჯიშობდა: რაგბი, ფეხბურთი, მძლეოსნობა, ბეისბოლი და აღმოსავლური ორთაბრძოლები, ძირითადად კუნ-ფუ იყო მისი ინტერესების სფერო.
სკოლის დამთავრების შემდგომ ჩენინგი ფლორიდაში, ტამპაში გადაბარგდა, სადაც ახალგაზრდობის წლების დიდი ნაწილი გაატარა. იგი „გეიზერს ჰაი სქულში” სწავლობდა, რის შემდეგაც სწავლა კერძო სამხედრო სკოლაში განაგრძო, სადაც ადგილობრივი საფეხბურთო გუნდის წევრი გახდა. ჩენინგს საფეხბურთო კარიერის პროფესიონალურ დონეზე გაგრძელებას ურჩევდნენ და საკმაოდ მომგებიან კონტრაქტებსაც სთავაზობდნენ, თუმცა, მან უარი განაცხადა სპორტულ კარიერაზე და სახლში დაბრუნდა, სადაც სხვადასხვა სფეროში დაიწყო მუშაობა. ჩენინგ ტატუმი სხვადასხვა დროს მუშაობდა: მშენებლად, საიპოთეკო ბროკერად, შინაური ცხოველების სამკურნალო ცენტრის თანამშრომლად, გამყიდველად ტანსაცმლის მაღაზიაში და სტრიპტიზის მოცეკვავედაც კი. ჟურნალი „US უიკლი” წერდა, რომ ტატუმი „ეგზოტიკური ცეკვებით” იყო დაკავებული სტრიპტიზ-კლუბში და  სცენაზე გამოდიოდა ფსევდონიმით – ჩენ კროუფორდი. 2010 წელს მსახიობმა დაადასტურა, რომ წარსულში სტრიპტიზს ცეკვავდა და გამოთქვა სურვილი, რომ თავისი ცხოვრების ამ ეტაპის შესახებ სიამოვნებით გადაიღებდა ფილმს. ფილმი „სუპერ მაიკი”, რომელიც სულ ახლახან გამოვიდა მსოფლიოს ეკრანებზე, მათ შორის საქართველოშიც, სწორედ ტატუმის ცხოვრებაზეა გადაღებული. ცნობისთვის, ამ ფილმში მასთან ერთად განთქმული მეთიუ მაკონაჰი, ალექს პეტიფერი და მეთიუ ბომერი თამაშობენ. ფილმის რეჟისორია ოსკაროსანი სტივენ სოდერბერგი, ხოლო პროდიუსერი – თავად ჩენინგ ტატუმი.
სამსახიობო კარიერაზე ჩენინგ ტატუმს თავდაპირველად არც კი უოცნებია. იგი მაიამიში გადასახლდა და სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, სანამ ის სამოდელო აგენტმა ქუჩაში არ შეამჩნია. პირველად, როგორც მოდელი, ის გამოჩნდა რიკი მარტინის კლიპში „ში ბენგს,” სადაც თავისი საცეკვაო ნიჭი გამოავლინა. კლიპში მონაწილეობისთვის მისმა ჰონორარმა 400 დოლარი შეადგინა და იმ დროს ეს თანხა ტატუმისთვის დიდი ფული იყო. მარტინის კლიპში გამოჩენას მოჰყვა შემოთავაზებები მოდის ინდუსტრიიდან და მოკლე ხანში ტატუმი უკვე ისეთ ცნობილ ბრენდებთან თანამშომლობდა, როგორებიცაა „არმანი” და „აბერკრომბი”. გარდა ამისა იგი სარეკლამო რგოლებშიც მიიწვიეს „მაუნთინ დიუესა” და „პეპსის” რეკლამირებისთვის. 2002 წელს ტატუმმა კონტრაქტი გააფორმა სამოდელო სააგენტო „ფეიჯ 305-თან“ და იმავე წელს მისი ფოტოები პირველად გამოჩნდა ჟურნალებში: „ვოგი”, „კონტენტს”, „აუთ მაგაზინ” და „ელეგანს”. ჩენინგი მონაწილეობას იღებდა „ნაუტიკას”, „დოლჩე და გაბანას”, „ამერიქან იგლის”, „ემპორიო არმანისა” და სხვათა ჩვენებებში; ასევე, კონტრაქტები ჰქონდა გაფორმებული მსოფლიოში ცნობილ სამოდელო სააგენტოებთან მილანსა და ნიუ-იორკში. მოგვიანებით ტატუმმა სამოდელო კარიერის შესახებ  შემდეგი კომენტარი გააკეთა: „მოდელობა ძალიან დამეხმარა იმის გარკვევაში, თუ რა მინდოდა მე ცხოვრებისგან.  მას შემდეგ, რაც მე სამოდელო სფეროში ჩავერთე, ჩემი და ჩემი ოჯახის ცხოვრება საინტერესო გახდა. მანამდე არ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა ცხოვრებაში, ახლა კი დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ: რომ არა მოდა, მე ვერ გავხდებოდი მსახიობი და მოცეკვავე. მე გამიჩნდა შანსი, რომ მსოფლიო გამეცნო და ეს შანსი გამოვიყენე”.
პირველად ეკრანზე ჩენინგ ტატუმი 2004 წელს გამოჩნდა ეპიზოდურ როლში, ტელესერიალში „დანაშაულის ადგილი: მაიამი”. ამას მოჰყვა ასევე ეპიზოდური როლი ფილმში „მწვრთნელი კარტერი”, სადაც მისი პარტნიორი გადასაღებ მოედანზე სამუელ ელ ჯექსონი იყო. ჩენინგ ტატუმს პატარა როლი აქვს შესრულებული სტივენ სპილბერგის ფილმში – „მსოფლიოთა ომი,”  თუმცა, იმდენად უმნიშვნელო, რომ სპილბერგმა ეს ეპიზოდი ფილმიდან საერთოდ ამოჭრა. 2006 წელს ტატუმმა  ჰიპ-ჰოპის მოცეკვავის მთავარი როლი შეასრულა ახალგაზრდულ ფილმში – „ნაბიჯი წინ” და ამ როლით გაიცნო ის მთელმა მსოფლიომ. ფილმი იმდენად წარმატებული გამოდგა, რომ 2008 წელს მისი გაგრძელება გადაიღეს, ხოლო ჩენინგ ტატუმი, როგორც უკვე ცნობილი სახე, ჰოლივუდში სხვადასხვა სახის სცენარებს იღებდა ცნობილი რეჟისორებისგან ფოსტით. იმ პერიოდში მან მიიღო მონაწილეობა მეტ-ნაკლებად წარმატებულ პროექტებში: „კობრას გადასროლა” და „ჯონი დ.”– განგსტერული თრილერი, სადაც ტატუმის პარტნიორი სუპერვარსკვლავი ჯონი დეპი იყო. 2010 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „ძვირფასი ჯონი” და ამ ფილმით ტატუმმა ამერიკელი თინეიჯერი გოგონების გული საბოლოოდ დაიპყრო. რომანტიკულ მელოდრამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამერიკაში. იმავე წელს ეკრანებზე გამოვიდა რომის იმპერიაზე გადაღებული ისტორიული „ბოევიკი” – „მეცხრე ლეგიონის არწივი”, სადაც ტატუმმა რომაელი მხედართმთავარი მურკუს აკვილა განასახიერა. ამ ფილმის გადაღებებისას მსახიობს არასასიამოვნო პროცედურის გავლა მოუხდა: რომაელი ჯარისკაცის საბრძოლო კოსტიუმების ტარება გადასაღებ მოედანზე საკმაოდ მძიმე იყო და ერთ-ერთმა დამხმარემ მსახიობს ურჩია, რომ კოსტიუმის გახდის წინ ზემოდან მდუღარე წყალი დაესხა და უფრო იოლად გაიძრობდა. ტატუმმა ვერ გათვალა და იმის ნაცვლად, რომ ცხელი წყალი კოსტიუმის გარედან დაესხა, კოსტუმის შიგნით ჩაისხა და მთელი სხეული დაიწვა, მათ შორის სასქესო ორგანოც. ამ ფაქტის გამო გადაღებები რამდენიმე დღით გადაიდო, ხოლო მსახიობს სპეციალური მკურნალობა დაუნიშნეს. ტატუმის ბოლო კინოროლებიდან კი აღნიშვნის ღირსია უკვე ნახსენები „სუპერ მაიკი” და „კობრას გადასროლა 2”, რომელიც მსოფლიოს კინოთეატრების ეკრანებზე სულ მალე გამოვა.
ჩენინგ ტატუმის პირად ცხოვრებაზე არცთუ ბევრი რამ არის ცნობილი: იგი 2009 წლიდან არის დაქორწინებული მსახიობ ჯენა დევინზე, რომელიც 2006 წელს, ფილმის – „ნაბიჯი წინ”  გადასაღებ მოედანზე გაიცნო. ჩენინგმა მას ხელი ჰავაის კუნძულებზე სთხოვა, ხოლო ქორწილი მალიბუში გაიმართა. მეუღლესთან ერთად ტატუმს დაფუძნებული აქვს კინოკომპანია „33 ენდაუთ პროდაქშენი”, რომელიც ძირითადად დოკუმენტური ჟანრის ფილმების გადაღებით არის დაკავებული. კომპანიის პირველი ნამუშევარი, რომელიც რუანდის პრეზიდენტის, პოლ კაგამეს ცხოვრებას მიეძღვნა, „ტრაიბეკას” კინოფესტივალზე რამდენიმე ნომინაციაში მოხვდა. სხვათა შორის, ჩენინგ ტატუმის ნავარჯიშევი სხეული ჰოლივუდში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურად მიიჩნევა მამაკაც მსახიობებს შორის.

скачать dle 11.3