კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იგავი მდოგვის მარცვალზე

„ცათა სასუფეველი მდოგვის მარცვალს ჰგავს, რომელიც აიღო კაცმა და თავის ბაღში დათესა. მდოგვის მარცვალი ყველა მარცვალზე მცირეა, მაგრამ ისე იზრდება, რომ უდიდეს ხედ იქცევა. მოფრინდებიან ფრინველები და დაიბუდებენ მის ტოტებში“.
მათე 13, 31-32.

დიდებული მცირედიდან იწყება
აღმოსავლეთში, თურმე, გასაოცრად დიდი, განტოტვილი მდოგვის ხე იზრდება, მისი მარცვალი კი პაწაწინაა, უფალი იესო ქრისტეს მოწაფეების რიცხვი მცირე იყო. ვინმეს რომ არ ეფიქრა, როგორ უნდა ასწავლოს რამდენიმე კაცმა მთელ ქვეყნიერებას ღვთის სიტყვა ან როგორ შეძლებენ ისინი ქრისტეს რჯულის დამკვიდრებასო, ცათა სასუფეველი უფალმა მდოგვის მარცვალს შეადარა.
კაცი, რომელმაც ეს მდოგვის მარცვალი თავის ბაღში დათესა – არის უფალი იესო ქრისტე. ბაღი მთელი ჩვენი სამყაროა, რომელიც ღმერთმა შექმნა. ამ სამყაროში ყველასთვის შეუმჩნევლად მოვიდა ჩვენი მხსნელი. ის მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა დაინახა და შეიცნო. ქრისტეს მოციქულები და მიმდევრები თავიდან მართლაც ცოტანი იყვნენ, მაგრამ, ღვთის წყალობით, თითქმის მთელ მსოფლიოს უქადაგეს სახარება. მცირე ქრისტიანული თემიდან ქრისტეს ეკლესია მდოგვის ხესავით აღმოცენდა და ამქვეყნად დამკვიდრდა.
უკვე ორი ათას წელზე მეტია, ქრისტიანები ფრინველებივით იბუდებენ უფლის სახლში. მარცვალ-მარცვალ იღებენ ყველაზე ტკბილ საზრდოს – ქრისტეს რჯულს და მოძღვრებას. ეკლესიაში მოსმენილ ერთ სიტყვას ათასი წაკითხული წიგნის ძალა აქვს. ღვთის სიტყვა მდოგვის მარცვალივით თუ ჩაითესა ქრისტიანის გულში, აუცილებლად აღმოცენდება მარადიული სიცოცხლის მომნიჭებელი ხე რწმენისა და სიყვარულისა.
ერთხელ უფალმა იესომ მთვარეული განკურნა. მოწაფეებმა ჰკითხეს: ჩვენ რატომ ვერ შევძელით ამ მთვარეულისგან ეშმაკის განდევნა? იესომ უპასუხა: თქვენი ურწმუნოების გამო ვერ შეძელითო. უფალმა ისევ მდოგვის მარცვალი გაიხსენა იმის საჩვენებლად, თუ რა დიდი ძალა აქვს რწმენას. მან მოწაფეებს უთხრა:
„მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და ამ მთას უთხრათ, აქედან იქით გადადიო – გადავა, და შეუძლებელი თქვენთვის არაფერი იქნება“.
ხომ ხედავ, სულ მცირე რწმენაც კი რომ ჩაისახო გულში, შენთვისაც არაფერი იქნება შეუძლებელი.

скачать dle 11.3