კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

ილია მართალი: ადამიანი და, ნამეტნავად –  ერი, არა მარტო „პურითა ცოცხალ არს“. მართალია, მშიერი დიდს მანძილს ვერ გაივლის ამ მადლისა და ბოროტის ჭიდილის გზაზე, მაგრამ, უმადლოდაც, როგორც ხორცი უსულოდ, არაფრის მაქნისია. ცხოვრება ერთიანი მდინარეა ორის დიდის ტოტისა: ერთს რომ ხორცისათვის მოაქვს საზრდო, მეორეს – სულისათვის. თუ ან ერთი დაშრა, ან მეორე – გვამი ერისა მკვდარია, ვითარცა უსულოდ ხორცი და უხორცოდ სული, სააქაოსათვის მაინცა. ამიტომაც, ვინცა ჰჩივის და ჰღაღადებს სახორციელო პურისათვის, ის ამდენადვე, თუ არ მეტად, უნდა იღვწოდეს სასულიერო პურისათვისაც. ადამიანი თუ მთელი ერი, იმისათვის კი არ არის გაჩენილი, რომ პური სჭამოს, არამედ პურსა სჭამს იმიტომ, რომ კაცურ-კაცურად იცხოვროს და აცხოვროს თავის შთამომავალი.
ეპიფანე თეოდოროპულოსი: ადამიანები იმარჯვებენ ორი თვისებით: თავმდაბლობითა და სიყვარულით.
ალექსი ბერი: კაცი, რომელიც არ ებრძვის თავის უწესო თვისებებს, სიბრძნისგან ყოვლად ცარიელ არს და ცხოვრება მისი ამაო არს. ბრძოლა თავის თავთან დიდ-სულობაა და მებრძოლი იგი ახოვანების ბაირაღით შევალს უვნებლობის საყდარში, სადაც განისვენებს მეუფება მადლისა. ადამიანი მარადის უნდა იყოს აღჭურვილი საბრძოლველად თავის სიბოროტესთან, ვინაიდან ყოველი ვნება მას შინა შესისხლხორცებული იზიდავს მას მონებად და ამ მონებითა კარგავს იგი კაცობრივ მაღალ სიმტკიცესა და ღირსებას და ერთვის ბუნებასა პირუტყვისასა.
ნიკოდიმოს ათონელი: ამპარტავნება – უგუნური ვნებაა, რომელიც, თუ ადამიანს დაეუფლება, შთააგონებს აზრს, რომ თითქოს ის ბევრად უკეთესია, ვიდრე სინამდვილეში და რომ სხვები მასზე სწორედ იმას ფიქრობენ, რაც თავად ჰგონია. ამიტომაც, ამაყი ადამიანი საკუთარი თავის გარდა არავისზე ფიქრობს. როგორც ობობა აბლაბუდას ცენტრში, ასევე ასეთი კაცი თავის თავს ყველაფრის სათავეში წარმოიდგენს. ისევე, როგორც ობობა ქსოვს ქსელს საკუთარი თავისაგან, ისევე ამპარტავანი ადამიანი, როდესაც ფიქრობს ან აკეთებს რამეს, საკუთარი თავი ყოველთვის ყველაფრის თაოსანი და საფუძველი ჰგონია. მსახურებს – პირუტყვებად, მათ უფროსებს კი – თავის მსახურებად მიიჩნევს; ნათესავებს ისე ექცევა, თითქოს არასდროს იცნობდა, თანამოქალაქეებს კი – როგორც მაწანწალებსა და გადამთიელებს.
იოანე დამასკელი: ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს ხოლმე, რომ იგი სიძვა-მრუშების ცოდვაში ჩავარდეს და სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმაჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქუდი მოიხადოს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით.

скачать dle 11.3