*** – ალო‚ პატრულია? ორი ხულიგანი ჩემს ქმარს სცემს‚ ჩქარა!.. თუმცა‚ არ არის საჭირო‚ უკვე ჩემი ქმარი სცემს ორივეს...
თვითმფრინავი ჩამოვარდა... არავინ იცის‚ რა მოხდა, მხოლოდ შავი ყუთის იმედიღაა. გახსნეს შავი ყუთი და უკანასკნელი ჩანაწერი სტიუარდესას ნათქვამი ფრაზა აღმოჩნდა:
– ნახე‚ მე რა შემიძლია!
***
– მამი‚ ქუჩაში წითელ შუქზე გადასვლა შეიძლება?
– შეიძლება. ოღონდ, გადასვლისას ხელები მაღლა ასწიე.
– ეგ რატომ?
– მორგში მაიკა რომ ადვილად გაგხადონ.
***
ვიწყებთ გადაცემას „კულინარიული რჩევები“. ახლა გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი გუფთის სუპი: აიღეთ პელმენები და მოაცალეთ ცომი...
***
სამედიცინოზე გამოცდა მიმდინარეობს. აუდიტორიაში ადამიანის ჩონჩხი დგას. გამოიძახა პროფესორმა ერთ-ერთი სტუდენტი‚ მიუთითა ჩონჩხზე და ეუბნება: ჩამოთვალეთ ადამიანის ორგანოები და აჩვენეთ, რომელი რა ადგილზე ჰქონდა...
დაიწყო სტუდენტმა: – აქ იყო ტვინი‚ აქ ფილტვი‚ გული‚ ღვიძლი‚ ნაღვლის ბუშტი‚ ელენთა‚ ნაწლავები...
პროფესორი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს.
ჩავიდა სტუდენტი „დელიკატურ“ ადგილზე და ამბობს: აქ იყო პენისი...
პროფესორმა თავი არ დააქნია და სტუდენტმა გაიმეორა: – ბატონო პროფესორო‚ აქ იყო პენისი....
– აქ იყო კი არა‚ იყო ხოლმე პენისი... ეს ქალია‚ ახალგაზრდავ‚ ქალი!..
***
ადამიანები კოსმოსში გაფრინდნენ. იქ აღმოაჩინეს‚ რომ ბურთულიანი კალამი უწონობაში არ წერს... დაიწყეს კვლევა და გამოიგონეს კალამი‚ რომელიც ასეთ მდგომარეობაში დაწერს... რუსებმა კი, ისევ ფანქრით განაგრძეს წერა...
***
– ძალიან მიყვარს სენაკი – მასთან არის დაკავშირებული ჩემი ცხოვრების საუკეთესო მოგონებები...
– იქაური ხარ?
– არა, ჩემი ცოლია იქაური და ხშირად მიდის ხოლმე....
***
– სად მუშაობ?
– არსად.
– აბა‚ რას აკეთებ?
– არაფერს.
– ო‚ კარგი საქმიანობაა?
– ჰო, მაგრამ, მაგარი კონკურენციაცაა...
***
– როგორ გამხდარხარ! შენი შემხედვარე იტყვი‚ რომ ქვეყანაში შიმშილობაა...
– შენი შემხედვარე კი იტყვი‚ რომ შიმშილობა შენ გამოა...
***
ახალგაზრდა ხელის სათხოვნელად მივიდა სასიმამროსთან...
– მე მგონი‚ თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ ოჯახის შექმნისთვის.
– რატომ? უკვე 25-ის გავხდი.
– განათლება გაქვთ რამე?
– უმაღლესის დიპლომი მაქვს‚ ვმუშაობ კიდეც...
– კი‚ მაგრამ‚ ჩემი გოგონა ისეთი უმწიკვლოა... გახდით ბედნიერს?
– როგორ არა, დღეს უკვე ორჯერ გავაბედნიერე...
***
– შეამჩნიე? პროფესორმა მწვანე ფურცლებზე დაწერილი ბილეთები მოიტანა...
– ჰო‚ ესე იგი, ლარებს არ აიღებს...
***
თუ მამაკაცი მზადაა‚ ქალისთვის ყველაფერი გააკეთოს‚ ესე იგი, მას ის უყვარს.
თუ ქალი მზადაა, მამაკაცისთვის ყველაფერი გააკეთოს‚ ესე იგი‚ ის ამ კაცის დედაა.
***
იმდენად უიღბლო კაცი იყო‚ რომ ცხოვრებაში დადებითი მხოლოდ შიდსის ტესტი ჰქონდა.
***
მთავარი ექიმი შემოვლაზეა:
– აბა‚ როგორაა საქმე‚ კმაყოფილი ხართ ჩვენი მომსახურებით‚ საკვებით?
– ექიმო‚ ვერაფერს გიპასუხებთ‚ სკლეროზი მაქვს...
– ხედავ? ყველა დაავადებას თავისი კარგი მხარე აქვს.
***
– ექიმო‚ გემოს შეგრძნება დავკარგე‚ მიშველით რამეს?
– მიაწოდეთ პაციენტს 19 ნომერი სინჯარა... აბა‚ მოსვი...
– ფუ‚ ეს ხომ შარდია?!
– აი‚ გემოს შეგრძნებაც მოგივიდა.
გავიდა დრო‚ იგივე მამაკაცი იმავე ექიმთან მიდის:
– ექიმო‚ მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები მაქვს.
– მიაწოდეთ პაციენტს ¹19 სინჯარა!
– ექიმო‚ იქ ხომ შარდია!
– ო‚ უკვე მახსოვრობაც წესრიგში გაქვთ...
***
ბარმენმა შენიშნა‚ რომ ერთ-ერთ სტუმარს ცარიელი ჭიქა უდგას.
– მეორე ჭიქას ხომ არ ინებებთ?
– მეორე ცარიელი ჭიქა რა ჩემ ფეხებად მინდა?!
***
თუ მამაკაცები საუბრობენ‚ ვერ იტყვი‚ რომ ისინი აუცილებლად მეგობრები არიან‚ მაგრამ, თუ ქალები საუბრობენ‚ დარწმუნებით შეგიძლია, თქვა‚ რომ ისინი მტრები არიან.
***
ოლიგარქი წამოწოლილია პლაჟზე‚ ხედავს – ოქროს თევზი მოცურავს, სასწრაფოდ წაავლო ხელი და ეუბნება:
– აბა‚ ჩქარა მოიფიქრე ორი საუკეთესო სურვილი!
***
მდიდარი ბიზნესმენი მეგობარს ეკითხება:
– მგონი, შეყვარებული ვარ. ის 25 წლისაა‚ მე‚ როგორც იცი‚ 65-ის. როგორ ფიქრობ‚ შანსები რომ გავზარდო, ხომ არ ვუთხრა, 55 წლის ვარ-მეთქი.
– არა‚ ჯობია, უთხრა‚ ვითომ 75 წლის ხარ.
***
ექიმთან:
– ექიმო‚ რა უნდა გავაკეთო‚ რომ დიდხანს ვიცოცხლო?
– არ მოწიოთ‚ არ დალიოთ‚ ივარჯიშეთ‚ მოკლედ, ჯანმრთელი ცხოვრების წესს მიჰყევით.
– და დიდხანს ვიცოცხლებ?
– ყოველ შემთხვევაში, ამის შეგრძნება ნამდვილად გექნებათ.