კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის მოსდის ოთო ნემსაძეს საკუთარ თავთან კონფლიქტი და რატომ არის ის მუდმივად „პურზე ჩასულივით“

„ჯეოსტარში“ გამარჯვების შემდეგ ოთო ნემსაძემ „ჯეოსელისგან“ საჩუქრად მიიღო ალბომის ჩაწერა, რაზეც „ბრავო რეკორდსში“ აქტიურად მუშაობს. ოთოს პირველ ალბომში ოთარ რამიშვილის ათი სიმღერა შევა – როგორც ნაცნობი, ასევე, უცნობი. დამიჯერეთ‚ მათ, ვინც ამ ალბომის პატრონი გახდება, საოცარი სიამოვნება ელის.

ოთო ნემსაძე: რეპეტიციები უკვე დავამთავრე, ეს ჩემთვის ერთ-ერთი დიდი ბედნიერება იყო, რადგან, ვმუშაობდი ზვიად ბოლქვაძესთან, შაკო გელეყვასთან, ლევან აფშილავასთან და ამირან დიასამიძესთან ერთად. ამ პროექტში ჩემი ახლო მეგობარი, ზურა მოსიავა, ფლეიტაზე დაუკრავს. წინასწარ მინდა გითხრათ: მოემზადეთ!
– ანუ მოლოდინს გადააჭარბა?
– ჩემთვის გადააჭარბა, თუმცა‚ თავიდანვე ვიყავი ამაში დარწმუნებული. გენიალურ მუსიკოსებთან მიწევს მუშაობა, არაჩვეულებრივ სტუდიაში და თავად პროექტსაც გენიალურად მივიჩნევ, რადგან, ალბომში შევა ოთარ რამიშვილის სიმღერები. რაც მთავარია‚ დარჩა მისი ხელწერა, თუმცა‚ ბევრი რამ შეიცვალა. იქნება სახალისო სიმღერებიც, ღრმა მუსიკაა და გამიმართლა, რომ ზვიდთან ერთად ვმუშაობ, რადგან მის მუსიკაში ყოველთვის ბევრი სიღრმეა. ეს ადამიანი არც ერთ ნოტს, ბგერას არ იღებს ისე, რომ მასში სული და გული არ ჩადოს – ამაში ჩვენი იდეები დაემთხვა. მეც მიყვარს მუსიკაში სულისა და გულის ჩადება, ზვიადს რომ უყვარს – ეს ხომ ისედაც ცხადია. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა „ჯეოსელს“ და ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში მიდგას დღემდე; ასევე‚ გორის გამგეობას, რადგან გორიც ყოველთვის გვერდითაა – ძალიან მიყვარხართ, გორელებო! ყველა მენატრებით და გპირდებით, რომ მალე გელოდებათ სიურპრიზი. ასევე‚ მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მარინა ბერიძესა და „რუსთავი 2-ის“ მთელ შემადგენლობას – ისინი რომ არ ყოფილიყვნენ, მეც ვერ შევდგებოდი და ეს ალბომიც არ იქნებოდა.
– რამდენი სიმღერა შევა ალბომში?
– 10 სიმღერა, ყველა ოთარ რამიშვილის იქნება, როგორც ცნობილი, ასევე, ბევრისთვის უცნობი, მაგრამ, ძალიან კარგი სიმღერები. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი იყო გენია, რადგან, მისი სიმღერები ისეა დაწერილი, ნებისმიერ სტილში შეგიძლია გაკეთება. მადლობა მინდა ვუთხრა ოთარ რამიშვილის ოჯახს, რომელმაც უფლება მომცა, ეს სიმღერები გამომეყენებინა.
– ძალიან მოგიხდა მისი სიმღერები.
– მგონი‚ მომიხდა, რადგან, ოთარ რამიშვილი იყო ის ადამიანი, რომელიც სუფთა, წრფელი გულით მღეროდა და მართალი კაცი იყო. სულ ვამბობ, რომ‚ როდესაც სცენაზე დგახარ, რაღაცას მღერი ან წერ, ანუ, საქმე შემოქმედებას ეხება, მართალი უნდა იყო უპირველეს ყოვლისა საკუთარ თავთან და შემდეგ – ხალხთან. მიმაჩნია, რომ ეს ადამიანი ასი პროცენტით მართალი იყო საკუთარ თავთან და შემდეგ იმას აკეთებდა, რასაც გრძნობდა. მგონი, მეც მართალი კაცი ვარ და ეს ცოტა ხანში გამოჩნდება, ამას ვერ მოგახვევთ თავზე. ყოველთვის ვცდილობ‚ არ მოვიტყუო, მით უმეტეს – სცენაზე. სცენაზე არასდროს მომიტყუებია, შეიძლება‚ „ფალშები“ მქონია, მაგრამ, ისინიც გულიდან ყოფილა წამოსული და ვერ შეუმჩნევიათ. სცენაზე‚ ჩემ თვალწინ, რაღაც კარგი იხურება და საკუთარ თავთან მარტო ვრჩები. თუ შენ არ გსიამოვნებს სცენაზე დგომა, სიმღერა, შენი გაკეთებული ნებისმიერი ნიუანსით, დამიჯერე‚ ვერავის ასიამოვნებ. ჩემთვის ასე იდგმება შოუ.
– თუმცა‚ არის მომენტები, როდესაც თავად არ ხარ ამ ყველაფრის ხასიათზე ან აუდიტორია არ გიწყობს ხელს.
– მქონია ძალიან ცუდი პერიოდიც, მაგრამ, მაინც ავსულვარ სცენაზე და მაინც მიმღერია – ამას ყოველთვის გამოვყავარ, რადგან, ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს. გარემოებებიდან გამომდინარე‚ ყოფილა რაღაც მომენტები და, მერე რომ მეკითხებიან, რატომ მღერი თავჩაღუნულიო, აი, ამიტომ ვმღერი.
– თავს ადვილად ხრი თუ ამას არასდროს აკეთებ?
– მარტივად შემიძლია, ბოდიში მოვიხადო, ოღონდ, მეორე დღეს. თავს არ ვხრი, რადგან, ყველას თვალებში ვუყურებ. თავდახრილიც იმიტომ ვმღერი, რომ‚ უბრალოდ‚ არ მინდა, იმ დროს ვინმეს თვალებში ვუყურო.
– ხშირად არის შენს ცხოვრებაში რთული პერიოდები?
– კი, მქონია, როცა ბებია გარდამეცვალა, თან, იმ დღეს ჩემი დაბადების დღე იყო, მაგრამ, მაინც ვიმღერე. სხვა გზა არ მქონდა და‚ თან‚ ამან მდგომარეობიდან გამომიყვანა. პირიქით‚ ასეთი რაღაცეები ძალიან მეხმარება ბევრი რამის გადატანაში. მიხარია, რომ სცენაზე ვდგავარ, ხალხს ვუყვარვარ და მეც ძალიან მიყვარს ისინი.
– რთული ხასიათიც გაქვს?
– საკმაოდ რთული ადამიანი ვარ, მაგრამ, ვცდილობ გავმარტივდე, რადგან, ზედმეტი სირთულეები ცხოვრებასაც მირთულებს. მგონი‚ ადამიანებთან ურთიერთობაში არ ვარ რთული, თუმცა‚ შეიძლება ვინმეს რთული მოვეჩვენო, მაგრამ, მიმაჩნია, რომ ძალიან მარტივად ვამყარებ კონტაქტს. როდესაც რთული ხასიათი გაქვს, ეს‚ უპირველეს ყოვლისა‚ საკუთარ თავთან მირთულებს ურთიერთობას – ხშირად ვეწინააღმდეგები საკუთარ თავს: ეს ასე არ უნდა გამეკეთებინა-მეთქი. ალბათ‚ საკუთარ თავთან კონფლიქტში იბადება სწორი აზრი, ამიტომ, ხშირად ვეჩხუბები და ვეკამათები, მაგრამ ასეთ დროს არ გაბედოთ და არ შემაწყვეტინოთ ჩემს თავთან საუბარი. არის ასეთი გენიალური ნათქვამია: „სანამ დაიძინებ‚ არსებობს ერთი გარდამავალი წამი, როდესაც ხვდები‚ ვინ ხარ შენ“. ასეთი წამები კი არა, საათები მაქვს. საერთოდ არ მძინავს: მთელი დღე სტუდიაში ვარ, შემდეგ – მეგობრები, მერე ჩემი საქმეები და ამიტომაც, სამი-ოთხი საათი მრჩება ძილისთვის. ჯერჯერობით ჩაკ ნორისივით ვარ – ახალი გმირის სახე მოვირგე. მამაშიკერსაც ვურტყამ ბზრიალში.
– ალბომი, რომელზეც მუშაობ‚ საჩუქარი იყო. თუ ხარ ცხოვრების, ადამიანების მხრიდან განებივრებული საჩუქრებით, სიურპრიზებით?
– ეს „ჯეოსელის“ საჩუქარი იყო, კიდევ, „რუსთავი 2-მა“ მაჩუქა მანქანა, ჩეკების გათამაშებაში 50 ლარი მოვიგე... მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში მიმართლებს, რადგან, საჭირო დროს ყოველთვის საჭირო ადგილას ვხვდები და‚ ალბათ‚ ამიტომაც მოვედი აქამდე. ეს ყველაფერი მხოლოდ შენზე არ არის დამოკიდებული, გარემო პირობები წყვეტს ბევრ რამეს. ამიტომაც გამიმართლა, რომ მოვხვდი „ჯეოსტარზე“, რომ ჩავაბარე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში და რომ მყავს ასეთი კარგი მეგობრები. ახლა ვაბარებ მაგისტრატურაში, მარკეტინგის განხრით.
– საკუთარ თავი თუ წარმოგიდგენია კაბინეტში, ოფიციალურად ჩაცმული – შარვალ-კოსტიუმითა და ჰალსტუხით?
– ადრე ბანკში ვმუშაობდი. სიმღერის გარეშე არ შემიძლია არსებობა, მაგრამ, არც იმის გარეშე, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებდი და რასაც ვსწავლობდი – მომენატრა სწავლა. საქმიანი ოთო წარმომიდგენია, მაგრამ, ოთოს ჰალსტუხში ვერასდროს ნახავთ. შარვალ-კოსტიუმში იშვიათად მხედავენ, პირიქით‚ სულ პურზე ჩასულივით ვარ. რაც მაქვს‚ ის მაცვია ყოველთვის და მომწონს.
– არც საკუთარ ქორწილში ჩაიცვამ?
– რა დროს ჩემი ქორწილია, პატარა ვარ ჯერ. ამ ეტაპამდე არასდროს მივსულვარ, მეუღლე და მამა ოთო ნემსაძე ვერ წარმომიდგენია. ღმერთმა ქნას, რომ ამ ეტაპთან მალე მივიდე, რადგან, ეს მაინც ცხოვრების რიტმის შეცვლასთან, ახალ შეგრძნებებთან არის დაკავშირებული, ახლის გაკეთების უფლებას გაძლევს. როცა დრო იქნება‚ ალბათ‚ მივალ, ჯერ არ ვარ ამისთვის მზად. ამ ეტაპამდე რომ მივიდე‚ ამისთვის კიდევ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. დაგეგმილად არაფრის კეთება არ მჩვევია, ძალიან სპონტანური ვარ – შეიძლება, რაღაცამ დამარტყას თავში და ის გავაკეთო.
– როგორი იყო ის ოთო, რომელიც გორში ცხოვრობდა?
– სულ სწავლობდა, თანაც‚ კარგად და „ბირჟაზეც“ იდგა. სკოლაშიც და საბავშვო ბაღშიც პრივილეგიებით ვსარგებლობდი, რადგან აქტიური ბავშვი ვიყავი: ვცეკვავდი, ვმღეროდი. ჩემ გარშემო ბევრი რაღაც ხდებოდა. ცელქიც ვიყავი – შემომხედე, სულ დაშრამული ვარ, კიდევ‚ ფეხისგული მაქვს თავიდან ბოლომდე გადაჭრილი და კარგა ხანს ვერ დავდიოდი. ნიკაპი მაქვს გახეთქილი, თავი – ერთი შვიდგან. ვერც ერთი ნესტოდან ვერ ვსუნთქავ. ხიფათიანი ვიყავი, თუმცა‚ დიდი ხანია‚ არაფერი დამმართნია.
– არ იყავი ბაღში შეყვარებული?
– ვიყავი, ოღონდ, ერთდროულად რამდენიმე გოგონა მიყვარდა და იმათ ჩემ გამო ჩხუბი მოსდიოდათ. ეს პერიოდი არ მახსოვს, დედაჩემმა იცის კარგად, რადგან, ჩემი პედაგოგი იყო, ამიტომ‚ მე უფრო მეტად ვისჯებოდი. მკაცრი დედიკო მყავს, თუმცა‚ დღეს თუ რამეს წარმოვადგენ, ეს მისი, მამაჩემისა და მთელი ოჯახის დამსახურებაა. ძმასთან დღესაც ვჩხუბობ. მულტფილმი „ბანანა“ თუ გინახავს, იქ არის ასეთი მომენტი: პატარა ბანანა რაღაცას უსმენს, უხარია; მოვა უცებ უფროსი ბანანა, გაისვრის სადღაც ამ პატარას და თვითონ დაიწყებს მოსმენას – აი, ასე ხდება ჩვენთან.
– რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში? თბილისში ჭორები დადის,  ხან ვისთან გაწყვილებენ, ხან კიდევ – ვისთან, განსაკუთრებით კი ჯეოსტარელებთან.
– პირად ცხოვრებაში სიმშვიდეა, რადგან, არ მცალია – ჯერ საკუთარი თავისთვის ვერ მოვიცალე. „ჯეოსტარი“ ერთი დიდი ოჯახია, ყველასთან ვმეგობრობ და არ შეიძლება რაღაცეების გაბუქება, ამაზე რაღაცეების მიწერა, რასაც ბევრი აკეთებს.

скачать dle 11.3