ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვიქცე, როდესაც ზაფხულში ბეგონიას ფოთლები უყვითლდება?
პასუხი: ბეგონია ძალიან ფაქიზი მცენარეა, ვერ იტანს სიცხეებს და მზის მწველ სხივებს. მცენარე ზაფხულში გარეთ გაიტანეთ და თან ისეთ ადგილას დადგით, რომ მზე ოდნავ ხვდებოდეს. არავითარ შემთხვევაში არ შეაჭრათ ფესვები და ღეროები. მცენარე გადარგეთ მხოლოდ გაზაფხულზე. გადარგვის დროს დაუმატეთ ნაკელი ნიადაგში და ისე ჩარგეთ, ხოლო ყვავილობის დროს, მიეცით ცოტაოდენი აზოტიანი მინერალი. ზამთარში შეიტანეთ სახლში და გაზაფხულამდე გარეთ არ გაიტანოთ.
კითხვა: როგორ მოვუაროთ და გავახაროთ ფინიკის პალმა?
პასუხი: ფინიკის პალმა ტროპიკული მცენარეა. ამიტომ ეცადეთ, რომ ზაფხულში მზიან ადგილას დადგათ და მორწყეთ თითქმის ყოველდღე, რომ კარგად გაიზარდოს. ფინიკის პალმა გადარგეთ მხოლოდ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ. მცენარეს მიეცით გაზაფხულსა და შემოდგომაზე მინერალური სასუქი, აუცილებლად თხევადი სახით. მას უყვარს დანამვა ყოველ საღამოს. მცენარე ყვავის 10-დან 15 წლამდე ასაკში. თუმცა, ფინიკის პალმა უყვავილოდაც ძალიან ლამაზია. ის დეკორატიული მცენარეა. მისი ღეროდან წარმოიქმნება ბოჭკო, რომელსაც იყენებენ, როგორც ქსოვილებში, ასევე, სხვადასხვა დანიშნულებით.
კითხვა: როგორ მოვუაროთ მონსტერას ბინაში ისე, რომ ზაფხულში ძლიერი სიცხის დროს თავი კარგად იგრძნოს და რა სიხშირით მოვრწყათ ის?
პასუხი: ამ მცენარეს სჭირდება ტორფიანი ნიადაგი, მასში აუცილებლად უნდა ჭარბობდეს საქართველოს მიწა. ეცადეთ, წყალი დაასხათ დიდი რაოდენობით, რადგან ტორფი სწრაფად შრება სიცხეში და ნიადაგში მიახმარეთ მინერალები. მონსტერა ტოპიკულ ლიანისებრთა ოჯახს მიეკუთვნება, ამიტომ ის ზევით, სინათლისკენ მიიწევს. გახსოვდეთ, არავითარ შემთხვევაში არ გადაჭრათ ეს მცენარე.
არსებობს ორი ტიპის მონსტერა, როგორც დამჯდარი ფორმის, ასევე, შოლტიანი, რომლის აყოლებაც შეგიძლიათ ღეროზე. მცენარეს უყვარს ნესტი და ნაკელი. ადგილი თუ გაქვთ, აივანზე ან ბაღში გაიტანეთ და იქამდე გქონდეთ, სანამ ტემპერატურა არ დავარდება 15 გრადუსამდე. ზამთარში მაქსიმალური ტემპერატურა უნდა იყოს 20-22 გრადუსი. ასეთ პირობებში მონსტერას ზრდა-განვითარება ნორმალურად მიდის.
კითხვა: არმას ფოთლები უყვითლდება, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი და როგორ ვუშველო?
პასუხი: ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მცენარეს სჭირდება გადარგვა, ანუ ქოთნის შეცვლა. მეორე მიზეზით კი, შეიძლება, არმას ნიადაგი ძალიან გამომშრალია და აუცილებლად მორწყეთ. გასათვალისწინებელია, ისიც, თუ სად გიდგათ მცენარე. აუცილებელია, არმას მოთავსება ნახევრად მზიან ადგილას. მას პირდაპირი მზე არ მოსწონს.
კითხვა: როგორ გავახარო ფორთოხალი. კურკით შევძლებ მის გახარებას?
პასუხი: კურკით ვერანაირად ვერ მიიღებთ ფორთოხალს. აქაურ კლიმატში შეუძლებელია მისი გახარება. შეგიძლიათ, შეიძინოთ დეკორატიული ფორთოხლის თესლი და ის გაამრავლოთ, თუმცა მისი ნაყოფი საჭმელად არ ვარგა.