კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

კითხვა: მაინტერესებს, რა საშუალებით უნდა დავიცვა ცხოველი სითბური გადახურებისგან?
პასუხი: პასუხი მარტივია: ნუ გაიყვანთ თქვენს ცხოველს გარეთ მაღალი ტემპერატურის დროს, ნუ დატოვებთ მას თაკარა მზის ქვეშ. არც ის არის მიზანშეწონილი, რომ ცხელ ამინდში ფიზიკურად ავარჯიშოთ, განსაკუთრებით – გრძელბეწვიანი და ის ძაღლები, რომლებსაც აწუხებთ გულის უკმარისობა. ასევე, თუ ცხოველი გყავთ ქალაქგარეთ ეზოს პირობებში, მისი ბინა აუცილებლად უნდა იყოს ჩრდილში და მუდმივად ჰქონდეს წყალი. სითბური დარტყმის პროფილაქტიკის რამდენიმე ძირითადი პუნქტი შეიძლება გამოვყოთ. ესენია: სუფთა ჰაერი, წყალი, ჩრდილი, შესაბამისი დატვირთვა. თუ თქვენ მაინც ვერ დაიცავთ ამ პირობებს და ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ ძაღლს სიცხის დროს, მაშინ დიდი ალბათობაა, რომ მას სითბური დარტყმა განუვითარდეს. ამ შემთხვევაში კი აუცილებელია სპეციალური მკურნალობის ჩატარება, რისთვისაც უნდა მიმართოთ ვეტერინარს.
კითხვა: რომელ ძაღლებში იჩენს თავს ყველაზე ხშირად ფილტვის კიბო?
პასუხი: ფილტვის კიბო ვითარდება უფრო ხშირად ასაკოვან ძაღლებში, რომელიც გამოწვეულია ფილტვის ქსოვილში მეტასტაზების მოხვედრით.
კითხვა: რა ვაქცინები არსებობს ძაღლებისთვის?
პასუხი: არსებობს მონო-ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მხოლოდ ერთი დაავადების საწინააღმდეგოდ; ასევე, კომპლექსური ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ერთდროულად რამდენიმე დაავადების საწინააღმდეგოდ. ვაქცინაციის მიზანია, შევუქმნათ ლეკვებს აქტიური ვაქცინის შემდგომი იმუნიტეტი, რაც ადრეული ასაკიდანვეა შესაძლებელი. დედისგან მიღებული იმუნიტეტი ქვეითდება და ქრება 9-12 კვირის ასაკში. ამიტომ, სასურველია, თუ ამ პერიოდისთვის უკვე დაწყებული გვექნება ლეკვისთვის აცრები. ადრეულ ასაკში დაწყებული ვაქცინაცია უზრუნველყოფს ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას ორგანიზმში, რაც უზრუნველყოფს დაავადებისგან ძლიერ დაცვას.
კითხვა: ჩემი ძაღლი ბოლო დროს თითქოს მალე იღლება და ქოშინს იწყებს. რისი ბრალი შეიძლება იყოს ეს? ასაკს ვერ დავაბრალებ, რადგან ის ჯერ მხოლოდ 4 წლის არის.
პასუხი: ზეპირად დიაგნოზის დასმა რთულია, ჯობია, თქვენი ძაღლი ვეტერინარმა ნახოს და ჩაუტაროს გამოკვლევა. საერთოდ, თუ ცხოველს აღენიშნება ქოშინი, ხანდახან წამოახველებს და  კიბეზე ასვლისას ან ხანგრძლივი სეირნობისას ულურჯდება ენა, ეს მიუთითებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის  დაავადებებზე. ამ დროს აუცილებელია ვეტერინართან ვიზიტი, რადგან აღნიშნული სიმპტომებით მიმდინარეობს გულის ბევრი დაავადება, როგორიცაა, მაგალითად,  გულის სარქველოვანი აპარატის ენდოკარდიოზები, სხვადასხვა კარდიომიოპათია, გულის კუნთის გადაგვარება.
კითხვა: მყავს 5 წლის გერმანული ნაგაზი, რომელიც ძალიან კარგი მჭამელი იყო, მაგრამ ბოლო დროს დღე ისე გადის, რომ, შეიძლება, მხოლოდ რამდენიმე ლუკმა შეჭამოს. ვერ გავიგეთ, რა სჭირს.
პასუხი: მიაქციეთ ყურადღება თქვენი ძაღლის პირის ღრუს მდგომარეობას. თუ მას უჭირს მშრალი საკვების მიღება, აქვს პირიდან არასასიამოვნო სუნი, ეს მიუთითებს იმაზე, რომ თქვენს ძაღლს აქვს კბილის ქვები, რაც აუცილებლად უნდა მოაშოროს. სპეციალისტმა. დიდი ყურადღება უნდა მიექცეს კბილის ქვებს, რადგან ამ დროს ხშირია ღრძილების ანთებები და პარადონტოზებით გართულებები, რასაც მეტად სავალალო შედეგამდე მივყავართ. ამიტომ, დროულად მიმართეთ ვეტერინარს.

скачать dle 11.3