რა მოხდა ამ დღეს
16 ივლისი
1054 – მოხდა საბოლოო განხეთქილება კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის.
1439 – ინგლისში ოფიციალურად აიკრძალა კოცნა (მიზეზი იყო ჭირის ეპიდემიის გავრცელების საშიშროება).
1945 – ალმოგორდოში (ამერიკის შეერთებული შტატები) გამოსცადეს პირველი ბირთვული ბომბი.
1950 – მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ბრაზილიაში მარაკანაზე შეიკრიბა მაყურებელთა რეკორდული რაოდენობა – 199 854.
1979 – ერაყის პრეზიდენტი გახდა სადამ ჰუსეინი.
17 ივლისი
1453 – დასრულდა „ასწლიანი ომი“ საფრანგეთსა და ინგლისს შორის.
1868 – იაპონიის დედაქალაქი გადავიდა კიოტოდან ქალაქ ედოში, რომელსაც ტოკიო ეწოდა.
1918 – ეკატერინბურგში კომუნისტებმა დახვრიტეს ნიკოლოზ მეორე და მისი ოჯახი.
1954 – დაიწყო პირველი „დისნეილენდის“ მშენებლობა.
18 ივლისი
64 – დაიწყო დიდი ხანძარი რომში, ქალაქის 14 უბნიდან 10 დაიწვა.
1925 – პირველად გამოიცა ადოლფ ჰიტლერის „მაინ კამპფი.“
1968 – დაარსდა კომპანია INTEL.
1986 – ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „უცხო“.
19 ივლისი
1900 – გაიხსნა პარიზის მეტროს პირველი ხაზი.
1908 – დაარსდა საფეხბურთო კლუბი როტერდამის „ფეინოორდი“.
1946 – მერლინ მონროს პირველი კინოგადაღება.
20 ივლისი
1924 – დაარსდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანიზაცია – „ფიდე“.
1944 – ფაშისტურ გერმანიაში განხორციელდა ჰიტლერის მკვლელობის წარუმატებელი მცდელობა.
1969 – ადამიანმა პირველად დადგა ფეხი მთვარეზე.
21 ივლისი
1633 – გალილეო გალილეიმ ინკვიზიციის ციხეში ამოჰყო თავი.
1880 – პედი რაიანმა კრივში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული წაართვა ჯო გოსს... 87-ე რაუნდში.
1913 – ამერიკელი ჯორჯია ბროდუიკი იყო პირველი ქალი, რომელიც პარაშუტით გადმოხტა თვითმფრინავიდან.
1975 – ეკრანებზე გამოვიდა სტივენ სპილბერგის ფილმი „ყბები“.
22 ივლისი
1796 – დაარსდა ქალაქი კლივლენდი (ამერიკის შეერთებული შტატები).
1898 – სოფელ შუშენსკოეში შედგა ვლადიმირ ლენინისა და ნადეჟდა კრუპსკაიას ქორწილი.
1918 – იუტაში (ამერიკის შეერთებული შტატები) ელვამ ამოწყვიტა მთელი ცხვრის ფარა (504 სული).
1960 – საფრანგეთი გახდა ბირთვული იარაღის მფლობელი.