კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დავეხმაროთ ცხიმიან კანს

ზაფხულის დადგომასთან ერთად, განსაკუთრებით აქტუალური ხდება ცხიმიანი კანის მოვლა, რადგან სიცხის დროს ასეთი კანი ავტომატურად აღმოჩნდება ხოლმე „განსაკუთრებულ მდგომარეობაში“.
ცნობილია, რომ ჰაერის ტემპერატურის აწევისას ძლიერდება კანიდან ოფლისა და ცხიმის გამოყოფა, რადგან, კიდევ უფრო ფართოვდება ისედაც ფართო ფორები. შედეგად კი, კანში ადვილად ჯდება მტვერი და ჭუჭყი, რაც ახალი პრობლემების წარმოქმნას უწყობს ხელს.
ზაფხულში ცხიმიანი კანის გაწმენდის საუკეთესო ვარიანტია ნატურალური ან ბუნებრივი PH (მჟავატუტოვანი) საშუალებები. უმჯობესია, სახე (და მთელი სხეულიც) დაიბანოთ მცენარეული ნახარშებით (მუხის ქერქი, გვირილა, სალბი, პიტნა) და წყაროს წყალი გადაივლოთ.
ზაფხულის სეზონზე, ასევე, რეკომენდებულია, გამოიყენოთ სპირტის შემცველი ლოსიონები, ოღონდ, ყურადღება მიაქციეთ, რომ მასში აუცილებლად შედიოდეს ანტისებორეული კომპონენტები და ანტიანთებითი დანამატები. ლოსიონით გაწმენდის შემდეგ წაისვით სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი გელი, რათა თავიდან აიცილოთ კანის ზედმეტად გამოშრობა. უმჯობესია, თუ დროებით გვერდზე გადადებთ იმ კრემებს, რომლებსაც წელიწადის სხვა სეზონებზე იყენებდით და გელებს მიმართავთ. მაგრამ, თუ იგრძენით, რომ კანი დაგეჭიმათ ან მზემ გამოაშრო, აუცილებლად წაისვით თქვენი კანის შესაფერისი მკვებავი კრემი.
ცხიმიან კანს უხდება მზის აბაზანები, ოღონდ, მცირე დოზებით. ასევე, ძალიან სასარგებლოა ზღვის წყალი. მაგრამ, თუ მზეზე წოლამ გაგიტაცათ, იცოდეთ, რომ თქვენი კანი ადვილად გაღიზიანდება და დაიწყება ანთებითი პროცესი, რომლის მოგვარებაც ნამდვილად გაგიჭირდებათ.
სახეზე T ზონის დასატენიანებლად გამოიყენეთ წყლის ფუძეზე დამზადებული საშუალებები, რომლებიც არ შეიცავს ცხიმს. კარგი იქნება, თუ თქვენი კრემის შემადგენლობაში იქნება მზისგან დამცავი საშუალება, რათა არ მოახდინოს ცხიმის გამოყოფის პროვოცირება ამ ზონაზე.
და, კიდევ ერთი: სასურველია, თუ ყველა რჩევას, რაც მოგაწოდეთ ცხიმიანი სახის კანის მოსავლელად, გაითვალისწინებთ და გამოიყენებთ მთელი სხეულისთვის, განსაკუთრებული ყურადღება კი მაინც პრობლემურ ზონებს მიაქციეთ.

скачать dle 11.3