კოსმეტოლოგის რჩევები
კითხვა: ვარ ქერათმიანი, ხორბლისფერი კანით. როგორი მაკიაჟი უნდა გავიკეთო საღამოს წვეულებაზე წასვლისას?
პასუხი: თქვენ მოგიხდებათ მაკიაჟი ცივ ტონალობებში: მთელ სახეზე წაისვით მკრთალი რუჯის ეფექტის მქონე ტონალური კრემი ან პუდრი, ღაწვებზე კი – ჩამქრალი ვარდისფერი რუჯი.
ზედა ქუთუთოებზე, წარბების გასწვრივ, წაისვით ბაცი ფერის, მბრწყინავი „ჩრდილი“.
წამწამების ძირში, თვალის შიდა კუთხიდან გარე კუთხემდე, გაიკეთეთ კონტური შავი ფანქრით (ან ლაინერით), გარე კუთხეში კი აუცილებელია პატარა „ისარი“ – ეს თქვენს მზერას უფრო იდუმალსა და ვნებიანს გახდის. ბოლოს წაისვით შავი ტუში.
ტუჩებისთვის შეარჩიეთ ბეჟი ფერის „ბლესკი“, კონტური კი კაკაოსფერი ფანქრით გაიკეთეთ.
კითხვა: რის მიხედვით შევარჩიოთ შამპუნი, რომ თმას არ ავნოს?
პასუხი: უპირატესობა მიანიჭეთ იმ შამპუნებს, რომელთა შემადგენლობაში შედის ხილისა და ბოსტნეულის ექსტრაქტები.
კითხვა: მაინტერესებს, შეიძლება თუ არა მზეზე დაწოლა რუჯის მისაღებად, მზისგან დამცავი კრემის წასმისთანავე?
პასუხი: თუ გსურთ, რომ ნარუჯი იყოს თანაბარი და დაჰკრავდეს ოქროსფერი, სასურველია, მზისგან დამცავი კრემი პლაჟზე გასვლამდე 20 წუთით ადრე წაისვათ, რომ კანმა მისი სრულყოფილად შეწოვა მოასწროს.
კითხვა: ჩემი მეგობარი თხოვდება და მე მეჯვარე უნდა ვიყო. ქორწილი შუა ზაფხულში დანიშნეს. მაინტერესებს, როგორი კოსმეტიკა უნდა გამოვიყენო, რომ სიცხეში მაკიაჟი სახეზე არ „ჩამომალღვეს“?
პასუხი: უნდა გამოიყენოთ გამჭვირვალე, მდგრადი ტონალური კრემი – ის არ „ლღვება“ და კარგად „იჭერს“ პუდრსა და რუჟს.
კითხვა: როგორ საპონს მირჩევთ ხელების მოსავლელად? ზოგიერთი საპონი (ცნობილი ბრენდისა და ძვირად ღირებულიც კი) ძალიან მიშრობს ხელებს და მიუხეშებს კანს.
პასუხი: თქვენ ძალიან მოგიხდებათ გლიცერინიანი ან გვირილის შემცველობის მქონე საპონი.
კითხვა: გამიგია, რომ კოსმეტოლოგიაში ფართოდ გამოიყენება მცენარე კასია. თუ შეიძლება, მომაწოდეთ მცირეოდენი ინფორმაცია ამ მცენარის შესახებ.
პასუხი: კასია (ლათინურად – Cassia Tora) – ერთწლიანი მცენარეა, რომელსაც მკვეთრი ყვითელი ყვავილები აქვს. მის სამშობლოდ ითვლება ინდოეთი და ჩინეთი. ხარობს საქართველოშიც. პირველად მოხსენიებულია წყაროებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2 700 წელს. ეს მცენარე ოდითგანვე ცნობილი იყო სამკურნალო (მატონიზებელი და დეტოქსიკაციის მქონე) თვისებებით.
კარგია თმის ძირების გასამაგრებლად, თუ ამ ყვავილების ნახარშით კვირაში ერთხელ მაინც დაიბანთ თავს.