კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ვერ მოხსნა როლანდ ოქროპირიძემ ცოლს ვარდისფერი სათვალე და როდის „აირია” მათი ურთიერთობა

საკმარისია, ერთმანეთს თვალებში შეხედონ და შენც იმ წამსვე ხდები მათი სიყვარულის თანამონაწილე, იმ წუთშივე დგები რომანტიკულ განწყობაზე... როლანდ ოქროპირიძე და სოფო გორელაშვილი ახლაც ზუსტად ისე უყურებენ ერთმანეთს, როგორც ქორწილის დღეს. ბევრსაც ჩხუბობენ, თუმცა, მათ ჩხუბზე მხოლოდ მეღიმებოდა, ისეთი სავსე იყო ეს ყველაფერი ერთმანეთის სიყვარულით.

როლანდი: 23 სექტემბერს ორი წელი ხდება ჩვენი ჯვრისწერიდან და, თამამად ვიტყვი, ამ დროის განმავლობაში, ის თავგადასავლები, რომელიც მანამდე იყო, ისევ გრძელდება და ეს მხოლოდ კარგია.
– როგორია ოჯახური ცხოვრება?
სოფო: არ მომწონს ეს სიტყვა და სტატუსი – ცოლ-ქმარი, ცოლქმრული ცხოვრება, მთრგუნავს. თან, შეყვარებულებიც ხომ აღარ გვერქმევა. მაგრამ ეს ტერმინები იმდენად არ მომწონს, რომ სულ გავურბივარ მის თქმას. თითქოს მეტ ვალდებულებას გაკისრებს, მეტად გსვამს ჩარჩოებში, გზღუდავს, არადა, გირჩევნია იმიტომ კი არ აკეთებდე საქმეს, რომ ცოლი ხარ, არამედ, იმიტომ, რომ, უბრალოდ, გიყვარს და გსიამოვნებს. „ცოლმა უნდა“... „ქმარმა უნდა“... – ეს ჩემთვის კატასტროფაა. 
როლანდი: ამასაც არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, თვითონ რა დატვირთვას აძლევ ამა თუ იმ სიტყვას, შენ რას დებ სიტყვაში, რა დამოკიდებულება გაქვს. ჩვენთვის ეს სიყვარულია. ერთად ცხოვრება ბევრად საინტერესოა, თან – რთულიც. ბევრ ახალს ვპოულობთ ერთმანეთში, ბევრს ვალაგებთ, ბევრიც ირევა. ადრე თუ რაღაცას ყურადღებასაც არ ვაქცევდით, ახლა აღმოჩნდა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ადამიანები ბევრი წელი ცხოვრობენ ერთად, შემდეგ და შემდეგ სულ ახალ და ახალ კარს შეაღებ და საოცარ რაღაცეებს აღმოაჩენ საყვარელ ადამიანში.
სოფო: მგონია, რომ ადამიანის გაცნობას, შეცნობას ფსკერი არ აქვს. თუ ეს შეცნობისა და აღმოჩენის პროცესი გაჩერდა, ურთიერთობებიც ფუჭდება და უკან მიდის. ან სიღრმისკენ უნდა წავიდეს, ან – უარესობისკენ, ასე მგონია.
– როგორი ორსული იყო სოფო, ჭირვეული?
როლანდი: საკმაოდ. ალბათ, ისე, როგორც ყველა გოგო. ცოტა მაბრაზებდა. მეგონა, რომ ორსულობა, ქალური ამბავი, თვითონ დაალაგებდა ყველაფერს, მაგრამ, სოფოს კიდევ უფრო მეტად გაურთულდა ხასიათი. ორსული ხარ, შენ გემართება ეს ამბავი და შენი გადასატანია. გენეტიკაში რაც დევს, იმას ორსულობა თავისთავად უგრეხს კისერს.
– არადა, პირიქით, ხასიათის ყველა სირთულეს ეხება და ართულებს.
სოფო: როლანდს არ ჰქონდა ეს გამოცდილება, რას ნიშნავს ორსულობა, ორსული ცოლი... შორიდან ყურება ერთია, მაგრამ, როდესაც შენს სახლში ხდება ეს ამბავი – სულ სხვაა. ვერ ხვდებოდა იმას, რომ ქალისთვის ამ დროს სხვანაირი მზრუნველობა, ყურადღება და მოთმენა იყო საჭირო. ის, რომ რაღაც მწყინდა, თუნდაც ძალიან ელემენტარული, ეს ბუნებრივი იყო, მისთვის კი – გაუგებარი. ასეთ დროს სხვანაირ მდგომარეობაში ხარ, შენი ცხოვრების წესი, გარეგნობა, ხასიათი იცვლება, ყველაფერი გაღიზიანებს საკუთარ თავში, გინდა, რომ სულ კომპლიმენტები გითხრან, მაგრამ, არა ხელოვნურად (იცინიან). ანუ ბევრი ფიქრი სჭირდება ქმარს იმისთვის, რომ ორსულ ცოლს ნერვები მეტ-ნაკლებად მშვიდად ჰქონდეს. რაღაც რომ გეწყინება და მერე ამიტომ გეუბნება კომპლიმენტს – ეს კიდევ უფრო გაგიჟებს.
– შეიძლება, ზუსტად ისე რომ მოგექცნენ, როგორც გინდა და წარმოგიდგენია, ამანაც გაგაღიზიანოს – ძალით აკეთებო, უთხრა.
– არ ვიცი, შეიძლება. ის რასაც ამ პერიოდში განიცდი, ალბათ არასდროს დაგავიწყდება, ყველაფერს მნიშვნელობას ანიჭებ. თავი განსაკუთრებული გგონია და, გინდა, ეს გარშემო მყოფებმაც აღიარონ. იმის თქმა მინდა, რომ, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში არაფრით არ გამაღიზიანებდა, ორსულობაში საშინლად მაბრაზებდა. თან, როლანდს ჰქონდა ის მომენტები, რომ ამბობდა: ეს ყველაფერი ბუნებრივია, ოდითგანვე ყველა ქალი ასე იყო და სულ ასე იქნებაო... ჩემთვის ეს იგივე იყო, რომ ტკივილის დროს ადამიანს არ თანაუგრძნო „ყველას სტკივას“ პრინციპით.
– თან გგონია, რომ ორსულობის ყველა სირთულე მშობიარობასთან ერთად მთავრდება, მაგრამ, მერე იწყება „მეორე სერია“ – უძილო ღამეები, გადაღლილობა...
– არა, ორსულობა იმდენად საშინლად მახსოვს, რომ არა ეს ცხრა თვე, ალბათ, ძალიან ბევრ ბავშვს გავაჩენდი. იმ ყველაფრის მერე მეიოლა პატარას გაზრდა. პირველი სამი თვე მხოლოდ მე ვუვლიდი, მარტო. მერე, სწავლა რომ დავიწყე, დედა დამეხმარა ძალიან და დღემდე ასე გრძელდება. სულ გული მწყდება იმაზე, რომ ვერ ვატარებდი ბავშვთან იმდენ დროს, რამდენიც საჭიროა.
– როლანდი გეხმარებოდა?
როლანდი: ისე აქტიურ მონაწილეობას ვერ ვიღებ, როგორც მინდა, უფრო ვასეირნებ, ვეთამაშები...
სოფო: თავიდან უფრო აქტიურად იყო ჩართული – აჭმევდა, აბანავებდა, უვლიდა. ახლა ასე აღარ არის. მერე უკვე ბევრი ქალი ჩაერთო ამ ამბავში – დედა და ბებია მეხმარებიან და, ამიტომ, აღარ იყო საჭირო. ახლა ისევ მარტო გადავალთ და, დარწმუნებული ვარ, ისევ ძალიან დამეხმარება.
როლანდი: ძალიან მიყვარს მასთან ერთად დაძინება, მაგრამ, ახლა უკვე დიდია და მაგდებს საწოლიდან. შუაში ბავშვი წევს გაშლილი, ბედნიერად, ჩვენ კი საწოლის კუთხეებში ვართ მიყუჟული, გადავარდნაზე.
– საქმის მხრივ რა ხდება, რამე ახალზე თუ მუშაობ?
– რეპეტიციები გვაქვს. ცოტა ხნის წინ ჩვენი თეატრი შექსპირის ფესტივალზე იყო მიწვეული „გლობუსში“ შექსპირის თეატრში. ძალიან მაგარი იყო, დიდი წარმატება გვქონდა. მარტო ჩვენ და აფრიკის ერთ ქვეყანას დაუწერეს ინგლისელებმა ხუთი ვარსკვლავი. მართლა ძალიან ძნელია შექსპირის ქვეყანაში ვინმე რამით გააკვირვო, მაგრამ, სპექტაკლმა „როგორც გენებოთ” ეს შეძლო. ასეთი რამ არსად მინახავს. ძალიან დიდი იყო პასუხისმგებლობა, ნერვიულობა... ჯერ თეატრია თვითონ უძველესი, მერე – იმის გაცნობიერება, რომ აქ თვითონ შექსპირი თამაშობდა და დგამდა. ზუსტად იმ სახით არის ყველაფერი შემორჩენილი, როგორც მაშინ იყო – მუზეუმიცაა და მოქმედი თეატრიც. ხის ნაგებობაა, ნახევარი მხარე გადახდილი, ღია ცის ქვეშაა, მაყურებლების ნაწილი ფეხზე დგას. მაყურებელიც საოცრად მომთხოვნია, ძალიან ტრადიციული, უზომოდ უყვართ შექსპირი და სხვანაირი პატივისცემა აქვთ მისი. იყო სცენაზე ხელების ბრახუნი, საოცარი ტაში... ისეთი აღტაცება გამოხატეს, გავგიჟდით, მართლა არ ველოდი 37 ქვეყნიდან ორმა დავიმსახურეთ ხუთი ვარსკვლავი და ეს ძალიან საამაყოა. ახლა მიწვეული ვართ რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ჩასვლა იგეგმება. ახლა ჭოლა კოტე მარჯანიშვილზე დგამს სპექტაკლს და აქტიური რეპეტიციები გვაქვს ამ ზაფხულს. სეზონი დახურულია და მაინც ვმუშაობთ.
– დასასვენებლად წასვლას ახერხებ?
– ერთი თვე, ალბათ, მაინც მექნება. ახალი სერიალი იწყება, რომლის ქასთინგიც გავიარე და, შეიძლება, ამიყვანონ.
– სერიალში „გოგონა გარეუბნიდან” ხომ იყავი?
– კი, დაახლოებით ნახევარი წელი, მერე კი  ჩემი გმირი სადღაც წავიდა. იქ ასე ხდება – გმირი შედის-გადის.
– სოფო, შენ თუ გეგმავ რამეს ამ მიმართულებით?
სოფო: მეც ძალიან მინდა და ვცდილობ, არ გამოვტოვო ქასთინგები. სექტემბერში დამრჩა ერთი სპექტაკლი სათამაშო და ამით სწავლას ვამთავრებ. რეკლამები, პატარა გადაღებები, „შუა ქალაქის” რამდენიმე სერიაც იყო, თუმცა, სტაბილური სამსახური არ ჩანს. მოტივაცია ჩემი მხრიდან ძალიან დიდია, მაგრამ, რამდენიმე არხს მსახიობების თავისი ბაზა აქვს და მხოლოდ იმ ბაზიდან ირჩევენ სხვადასხვა პროექტისთვის მსახიობებს. ქასთინგების ამბავი ძალიან იშვიათად მოდის ჩვენამდე, ახალ მსახიობებამდე.
– როლანდ, შენ როგორ აფასებ სოფოს სამსახიობო მონაცემებს?
როლანდი: არ მინახავს სცენაზე.
სოფო: ორსულობის გამო სპექტაკლები გამოვტოვე, მაგრამ, სერიალში ხომ ვყავარ ნანახი. ვეხვეწები, მითხარი, რა მოგწონს და რა არა-მეთქი, მაგრამ არაფრით არ ამბობს, მისგან შეფასება ვერ მოვისმინე. ჩემს მონაცემებზე არ ლაპარაკობს.
– სახლში დაუდგი ხოლმე ეტიუდები...
როლანდი: ეტიუდებს მე უფრო ვუდგამ. თვითონ ხანდახან ღიზიანდება კიდეც ამაზე.
სოფო: წარმოიდგინე, სერიოზულად ველაპარაკები და, უცებ, ტაკიმასხარაობას იწყებს. მაგრამ, ასეთია და რა ვქნა, ასეთი მიყვარს (იცინიან). ახლა აღარ დაველოდები როლანდს და ისევ თვითონ მოვიწყობ თავგადასავლებს. ბავშვობიდან ძალიან ბევრს ვოცნებობ, მინდა, რომ ამაში ამყვეს. თუ არ ამყვება და არც კი მისმენს, მე ჩემს ოცნებებს მაინც ვაგრძელებ. ცოტა ზღაპარში თუ არ შეხვედი, ვარდისფერი სათვალე თუ არ მოირგე, ძალიან დაითრგუნე და „გაიმიწიერე” თავი, შეიძლება, გაგიჟდე. პირადად მე ამქვეყნად ასე დიდხანს ვერ გავძლებ.

скачать dle 11.3