კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თქვენთან ახლოს!



სიყვარულს შორს ეძებდით და უცებ  აღმოაჩინეთ, რომ, ადამიანი, რომელთანაც წლების განმავლობაში მეგობრობა გაკავშირებდათ, თქვენ მიმართ გულგრილი არ არის; უფრო მეტიც, მისთვის ეს მეგობრობა რაღაც უფრო დიდსა და სერიოზულ გრძნობაში გადაზრდილა... – ეს საკმაოდ გავრცელებული სიტუაციაა, ანუ, თქვენ გამონაკლისი ნამდვილად არ ხართ. არცთუ იშვიათად სწორედ ბავშვობის მეგობრები აღმოაჩენენ ხოლმე ერთმანეთს ხელახლა, აბსოლუტურად სხვა „განზომილებაში“. ქალები, რომლებიც ამას მტკივნეულად განიცდიან, ანუ, შეურაცხყოფად აღიქვამენ, ძალიან ცდებიან. წარმოიდგინეთ, რამდენი პოზიტივი და პლუსი აქვს მეგობართან ერთად ერთ ჭერქვეშ თანაცხოვრებას: ჯერ ერთი, მეუღლეები უპირველესად მეგობრები უნდა იყვნენ და თქვენ ურთიერთობის ეს ფაზა გავლილი გაქვთ. ვერავინ ისე კარგად ვერ გაგიგებთ, როგორც ძველი მეგობარი. ისიც ხედავს თქვენში ამ პოტენციალს და იმიტომაც მოიწევს თქვენკენ. ყველა სისუსტე, რაც თქვენ გახასიათებთ, მან უკვე იცის. ასევე, თქვენც კარგად მოგეხსენებათ მისი ახირებებისა თუ ნაკლოვანებების შესახებ. ხომ უყვებოდით ხოლმე თქვენს საიდუმლოებებს. აბა, გაიხსენეთ, რამდენჯერ მოგიოხებიათ მასთან ნატკენი გული...
შეცდომა იქნება ამ ყველაფრის იგნორირება. თუ სიყვარული უხილავი ფანტომი გგონიათ, ეს მხოლოდ ილუზიაა და სასწრაფოდ ჩაჰკიდეთ ხელი იმას, ვინც ახლა თქვენ გვერდით არის.

ჭკუა და ქალი

როგორია ჭკვიანი ქალი?! უპირველესად, ჭკვიანმა ქალმა კარგად იცის საკუთარი თავის ფასი. მისი თვითშეფასების კრიტერიუმი მაღალია, შესაბამისად, არ ეშინია, გადადგას თამამი ნაბიჯები და მიაღწიოს წარმატებას. ეს კარგია. თავდაჯერებულობა ნამდვილად არის პიროვნებად ჩამოყალიბების ერთ-ერთი ფაქტორი. 
მაშ, რა არის პრობლემა? ან, არის კი ის საერთოდ?! რა თქმა უნდა, მედალს ყოველთვის აქვს მეორე მხარეც. მთავარია, ზედმეტმა ჭკუამ არ დაგაკარგვინოთ მთავარი – ქალურობა! ქალი, რომელიც საკუთარ თავში „ზრდის“ ისეთ თვისებებს, როგორიც არის სიმშვიდე და პრინციპულობა, ემოციები ძალიან იჩაგრება და ასეთი ქალების პირადი ცხოვრების კალაპოტიც არასასურველი მიმართულებით იცვლება.
რატომ არის, რომ ძლიერ და ჭკვიან ქალებს უფრო მკვეთრად გამოხატული ცხოვრებისეული კრიზისები აქვთ და უჩნდებათ ქრონიკული დაღლილობის სინდრომიც? როგორ მოვიქცეთ – აღარ ვიყოთ ძლიერები? რა თქმა უნდა, თავდაჯერებულობა და ძალა ცუდი არ არის, მაგრამ, დაფიქრდით, განა ასეთი ქალი ქმრისა და შვილებისგანაც იმავეს არ მოითხოვს? არ უყენებს მაღალ კრიტერიუმებსა და სტანდარტებს? აი, სწორედ აქ უშვებს ის შეცდომას, რომელიც არ ეპატიება. აუცილებელია, დაბლა დასწიოთ მოთხოვნათა თამასა, განსაკუთრებით – ოჯახის წევრების მიმართ.  ცხოვრება ისეთი უნდა მიიღოთ, როგორიც არის და არ სცადოთ მისი თქვენებურ ჩარჩოში ჩასმა. თუ ჭკვიანი ქალი ხართ, პრობლემებსაც ჭკუით გადაწყვეტთ და კრიტიკულ სიტუაციებში გამოსავალსაც სწრაფად იპოვით. ჭკვიან ქალს ერთი დიდი უპირატესობა აქვს – მან ზუსტად იცის, სად და რა ვითარებაში უნდა დამალოს საკუთარი ჭკუა!
ჭკვიანი ქალი – არა?

„ქალი მაშინ არის ჭკვიანი, როცა ამ ჭკუას იყენებს იმისთვის, რომ მამაკაცს მასზე სულელად მოაჩვენოს თავი!“ – ამას წერდა ამერიკელი მწერალი ქალი მერი მაკარტი და ფსიქოლოგებიც, ფაქტობრივად, ერთხმად ამბობენ იმავეს. მართალია, მამაკაცები ამტკიცებენ, რომ მოსწონთ ჭკვიანი ქალები, მაგრამ მეტისმეტად ჭკვიანებს აშკარად გაურბიან. იცით, რატომ?! – ჭკვიანი ქალების გვერდით მათ არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდებათ. ჭკვიანი ქალის მოტყუება, მისი იაფფასიანი ტრიუკებით მოხიბვლა ხომ უფრო რთულია, ამიტომაც, რეალურად სურათი იცვლება და იღბალი არცთუ ჭკვიან ქალებს უფრო ხშირად უღიმით, თანაც მამაკაცი მხოლოდ ქალის ჭკუით არასდროს კმაყოფილდება. მოთხოვნების ნუსხა გაცილებით დიდია:  სასურველი ქალი უნდა იყოს მორიდებული, თავმდაბალი, მორჩილი, ქმრის ინტერესების გამზიარებელი, ოჯახისთვის საკუთარ სიამოვნებაზე უარის მთქმელი, კარგი დიასახლისი, პლუს – კულინარი... ერთი სიტყვით, ქალი თუ ძალიან ჭკვიანია, შეიძლება, საერთოდაც აღარ გათხოვდეს – თქვას, ეს ჩემთვის მეტისმეტიაო და თავის ჭკუაზე იცხოვროს.
უამრავი წიგნი და ჟურნალი გვირჩევს, როგორ ვიცხოვროთ და როგორ ავირიდოთ თავიდან კონფლიქტები, მით უფრო, საყვარელ ადამიანთან: არ გალანძღოთ, არ უყვიროთ, არ დაკარგოთ წონასწორობა და არ აჰყვეთ ნერვებს; დაიცავით თქვენი ინტერესები ლოგიკით და არა ჩხუბით... თუმცა, ერთია – წაიკითხო, მეორეა – ცხოვრებაში გამოიყენო. აი, ჭკვიანი ქალი კი მოახერხებს ამას. ანუ, ჭკუა მაინც საჭირო ყოფილა, ძვირფასო მამაკაცებო!..
ზაფხულის მინუსები...

ზაფხულში მუდმივად კარგ გუნებაზე ვერ იქნები – ამაში მხოლოდ სეზონი ვერ შეგიწყობს ხელს. ზაფხულს ბუნებრივად ახლავს თან პატარ-პატარა მინუსები. სხვათა შორის, რაც უფრო ასაკით დიდია ადამიანი, მით მეტად გრძნობს ის ამ მინუსებს. საქმე ისაა, რომ ზაფხულში მნიშვნელოვნად იკლებს თვითშეფასების კრიტერიუმი. მიზეზი მარტივია: როცა ყველა შილიფად არის ჩაცმული, უფრო სწორად, გახდილია, ჩვენ განსაკუთრებული კრიტიკულობით ვეკიდებით საკუთარ გარეგნობას, განსაკუთრებით – ქალბატონები. ეს არის ფაქტი და, თუ არ გჯერათ, ჰკითხეთ სილამაზის მსახურებს – პლასტიკურ  ქირურგებს, წლის რომელ სეზონზე მატულობს პლასტიკური ოპერაციებისა და პროცედურების რიცხვი.
გარდა ამისა, არსებობს კიდევ ერთი – ფერთა ფაქტორი: ზაფხულში ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი მწვანე, ყვითელი და ლურჯი ფერია. ეს ადუნებს, აჩენს ინფანტილურობას და ხელს უშლის ყურადღების კონცენტრაციას. შვებულებებიც იმიტომ იგეგმება ხოლმე ზაფხულში, რომ წელიწადის ამ დროს ადამიანების შრომისუნარიანობა მკვეთრად იკლებს. ზაფხულში ხშირია „საოფისე“ სტრესები. ეს მაშინ ხდება, როცა თითქოს ბევრს შრომობ, სასურველ შედეგს კი ვერ იღებ.
შეეცადეთ, არ აჰყვეთ ზაფხულის „პროვოკაციას.“ როცა გარშემო ყველაფერი ყვავის, თავი ზედმეტად არ იგრძნოთ. პირიქით, გამოიყენეთ ეს დრო იმისთვის, რომ დატკბეთ იმ დღეებით, როცა შეიძლება თავი მსუბუქად და ლაღად იგრძნოთ. ერთი სიტყვით, კი ნუ დაისიცხებით და „დაიგრუზებით“, მზესავით იბრწყინეთ!

скачать dle 11.3