კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაზე ვერ დაიყოლია კახი კავსაძე ძმამ და რა ურთიერთობა აქვთ მათ ერთმანეთთან


ცნობილი ქართველი მსახიობის კახი კავსაძის უმცროსი ძმა, იმერ კავსაძე, ოპერის თეატრის სოლისტი და ცნობილი ხელოვანია. ის უკვე 18 წელია პოლონეთში განაგრძობს მოღვაწეობას და კრაკოვის თეატრის ქართველი ტენორია. ბატონი იმერი სამშობლოში სტუმრობას ზაფხულობით ახერხებს, ხოლო დანარჩენ დროს ახლობლებთან ურთიერთობას ინტერნეტის საშუალებით ახერხებს.


იმერ კავსაძე: 1992 წლიდან კრაკოვში ვარ. ასე ვთქვათ, უკვე კრაკოველი ვარ.

– რამ გადაგაწყვეტინათ პოლონეთში წასვლა და რა იყო ამის მიზეზი?

– თბილისიდან 1995 წელს წავედი. ეს ამბავი სრულიად შემთხვევით მოხდა. თბილისის ოპერის სოლისტები – კირი აბესაძე მეუღლესთან, ალა აბესაძესთან ერთად, დროებით პოლონეთში, იყვნენ წასულები. დამირეკეს და მთხოვეს, ერთწლიანი კონტრაქტით მეც წავსულიყავი პოლონეთში, რადგან თეატრის დირექტორს ქართველი ტენორი სჭირდებოდა. მეც დავთანხმდი, თან ჩვენს თეატრშიც მომცეს წასვლის უფლება. ერთწლიანი კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გამიგრძელეს. ამასობაში თბილისში, სამოქალაქო ომის გამო, თეატრმა თითქმის სულ შეწყვიტა მუშაობა. ამიტომ, პოლონეთში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გამიგრძელეს და ეს ერთი წელი 2009 წლამდე სულ გრძელდება.

– ანუ, გამოდის რომ, საბოლოოდ დამკვიდრდით პოლონეთში.

– შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ მთელი სულით და გულით მაინც საქართველოში ვარ.

– ბოლოს როდის იყავით საქართველოში?

– აგვისტოში ყოველ წელს ჩამოვდივარ საქართველოში.

– როგორი შეგრძნებაა, როცა სამშობლოდან ასე შორს ცხოვრობთ და სხვა თეატრის სცენაზე დგახართ?

– საქართველო და თბილისის თეატრი ყოველთვის თან მახლავს. მართალია, წლების განმავლობაში რუსეთში ვმუშაობდი, მაგრამ ოპერის თეატრში გავიზარდე და ავიდგი ფეხი. ის ჩემი თეატრია დღემდე.

– როგორ მიგიღოთ პოლონეთმა?

– რასაკვირველია, თავს როგორც სტუმარი ისე ვგრძნობ. უკვე 18 წელია რაც აქ ვარ, ბევრი მეგობარი მყავს. მაყურებელმაც საკმაოდ კარგად მიმიღო. თითქოს შევეთვისე აქაურობას.

– როგორ ცხოვრობთ?

– ბოლო წლებში მაინც ის ამბავი მშველის, რომ სკაიპი გაჩნდა, რომელიც ვიდეოტელეფონივითაა. ყოველ მეორე დღეს მაინც ვუკავშირდები ჩემს ვაჟს, სკაიპის საშუალებით ვხედავ ჩემს შვილიშვილს.

– თქვენი ვაჟი სად ცხოვრობს?

– ჩემი ვაჟი თბილისშია, ამიტომ ჩემი ნახევარი გული იქ არის. ძალიან ძნელია, როცა ყველა ჩემი მეგობარი, ახლობლები და ნათესავები თბილისში არიან.

– რა პროფესიისაა თქვენი ვაჟი?

– მან თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა და ახლა მუშაობს.

– ანუ, ის მამისა და ბიძის კვალს არ გაჰყვა.

– მართალია ნიჭი ჰქონდა, მაგრამ ჩვენს მხარეს არ წამოვიდა.

– პოლონეთში ვისთან ერთად ცხოვრობთ?

– მარტო ვცხოვრობ.

– არ გიჭირთ, მარტო უცხო ქვეყანაში?

– რასაკვირველია, ამას აქვს თავის ნეგატიური მხარეც. ამ შემთხვევაში დადებითი ის არის, რომ მარტო ვარ და რასაც მინდა, იმას ვაკეთებ.

– ამ ეტაპზე რაზე ოცნებობთ?

– ვოცნებობ, თბილისში გადმობარგებაზე. ეს ადრე თუ გვიან, მაინც უნდა მოხდეს. მინდა, ჩემს საყვარელ ადამიანებთან ახლოს ვიყო. ძალიან სენტიმენტალური კაცი ვარ, წლების მატებასთან ერთად, ეს გრძნობა ნელ-ნელა გაღვივდა.

– ბატონი კახი დაჩაგრეთ ოჯახის წევრებმა. თქვენ 18 წელია პოლონეთში ხართ, ირაკლი, ბატონი კახის ვაჟი, ამერიკაში...

– ირაკლის ხშირად ვესაუბრები სკაიპში, კახის კი – ტელეფონით. კახის ვერაფრით დავაჯერეთ, რომ სკაიპი ძალიან საჭიროა. სამწუხაროდ, კახის კომპიუტერი დღემდე ვერ შევაძენინეთ. ტელეფონი ყველაფერს ურჩევნია. ერთმანეთს ზაფხულობით ვხვდებით. სამწუხაროდ, წელს მხოლოდ 2 დღით გამოგვივიდა შეხვედრა მე და კახის, რადგან მე რომ ჩამოვედი, ის ირაკლისთან იყო წასული ამერიკაში. ჩამოვიდა და ორი დღის მერე, მე წამოვედი პოლონეთში.

– ძმებს შორის უფროსი რომელია?

– კახი ჩემზე 2 წლით უფროსია. ბავშვობიდან უფროსობდა და დღემდე ასეა. კახის ჰყავს ჩემი ხნის მეგობრები. ბავშვები რომ ვიყავით, იმის გამო რომ ისინი ჩემი ძმის მეგობრები იყვნენ, მე პატარად მთვლიდნენ.

– რატომ?

– კახი ჩემთან შედარებით ყოველთვის მაღალი იყო, მეგობარიც ყველა ასეთივე ჰყავდა. ამიტომ, მათთან შედარებით თავს პატარად ვგრძნობდი. კახი თითქოს ყოველთვის ჩემი მფარველი იყო. ერთხელ სკოლაში მომივიდა უსიამოვნება კლასის ერთ-ერთ დაჯგუფებასთან. კახისთან მივედი და შევჩივლე. სამი ბიჭი მოვიდა და კლასში რომ შემოვიდნენ, გადაირივნენ ამოდენები ვინ არიანო და ხელად ჩაწყნარდნენ. იმის შემდეგ, იმ დაჯგუფებას ჩემთვის უბატონოდ ხმა არ გაუცია.

– ბატონი კახი დღესაც თქვენი მფარველია?

– მე და კახის ისეთი დამოკიდებულება გვაქვს, რომ უერთმანეთოდ, ძალიან გვიჭირს. მართალია, მთელი წლის განმავლობაში ცალ-ცალკე ვართ, მაგრამ სულით და ხორცით ერთად ვართ. იყო პერიოდი, როდესაც კახი კარგად ვერ გრძნობდა თავს და მძიმე ოპერაციები გადაიტანა. მასთან ერთად არ ვიყავი, მაგრამ დღეში რამდენჯერმე მქონდა სატელეფონო კავშირი იმ ადამიანთან, კახისთან რომ იყო. ძმებს ძალიან თბილი დამოკიდებულება გვაქვს. ისეთი ძმებიც არიან, წლობით რომ არ უკავშირდებიან ერთმანეთს, რაც ჩვენგან ძალიან შორსაა. ჩვენ დედა გვყავდა ისეთი თბილი, ბავშვობიდანვე ჩაგვინერგა ნათესავებთან ახლო ურთიერთობის ტრადიცია. სულ ცდილობდა, ყველა ნათესავთან კარგად ვყოფილიყავით.

– ალბათ, ძალიან ამაყობთ, ასეთი ცნობილი ოჯახის წარმომადგენელი რომ ხართ. ოჯახიდან, რომელსაც საქართველოში და მის გარეთაც დიდ პატივს სცემენ.

– მე ვამაყობ, რომ კავსაძე ვარ და კავსაძეების შთამომავალი. დედაჩემის მხრიდან ბებია მყავდა რობაქიძის ქალი, გრიგოლ რობაქიძის ბიძაშვილი. მამაჩემის დედა ციციშვილი იყო. რასაკვირველია, საამაყოა, როცა ასეთი შთამომავლების შვილი ვარ, რასაც ყოველთვის ხაზს ვუსვამ. ადამიანი, სადაც არ უნდა იყოს, თავის წარმოშობით უნდა ამაყობდეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როცა კახის ვარსკვლავი გაუხსნეს, ვიამაყე როცა 2008 წელს საუკუნის მსახიობად აღიარეს.

– ირაკლისთან თუ ახერხებთ ჩასვლას, ან თავად თუ მოგინახულებთ ხოლმე?

– არა, ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. ჩვენ მხოლოდ საქართველოში ვხვდებით, თუმცა ისიც რამდენიმე წელია არ მინახავს, ვერ ვამთხვევთ ერთმანეთს აქ ჩამოსვლას.

– პოლონეთის მოქალაქე ხართ?

– ორმაგი მოქალაქეობა მაქვს.

– ბატონო იმერ, ზაფხულამდე საქართველოში თუ გეგმავთ ჩამოსვლას?

– უცებ ძალიან მომინდა, რომ ახალი წლისთვის ჩამოვიდე თბილისში. 18 წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ ვიყავი ახალ წელს ჩამოსული. ჩემი შვილიშვილი რომ დაიბადა, მაშინ. არ შემეძლო, რომ არ მენახა.


скачать dle 11.3