კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ხდება საშიში გარდაცვლილი ახლობლის სიზმრად ნახვა და ბრუნდება თუ არა დედამიწაზე ადამიანის გენეტიკური კოდი რამდენჯერმე

ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება და ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდიც არ ისპობა – ის რამდენჯერმე მეორდება და ბრუნდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. ასევე, სახლში არსებობს ისეთი პათოგენური ზონები, რომლებიც ადამიანებს დიდ საფრთხეს უქმნის და, შესაძლოა, მათი სიკვდილის მიზეზიც კი გახდეს. როგორც დღევანდელი რუბრიკის რესპონდენტი, ქალბატონი ნაზი ამბობს, არ არის გამორიცხული, რომ ეს გენეტიკური კოდი ცხოველში ან ფრინველშიც გადავიდეს, განმეორდეს და დედამიწაზე ადამიანის სიკვდილის შემდეგ დაბრუნდეს. მისივე თქმით, ამგვარი ჰიპოთეზა ამქვეყნად მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ანალიზია.

ნაზი: რაც ადამიანს უწერია, ის არ ასცდება. მკვლელობა, თვითმკვლელობა და ამა თუ იმ დაავადების მიზეზიც კი, შესაძლოა, სწორედ ადამიანის დაბადების მომენტში „ზემოდან“ ნაკარნახევი და დაწერილი კანონი იყოს. ყოველთვის ვამბობ, რომ ბუნებაში უკვალოდ არაფერი ქრება, ერთხელ შექმნილი გენეტიკური კოდი აღარ ისპობა.
– გენეტიკური კოდი მხოლოდ ადამიანის სხეულში მეორდება?
–  გენეტიკური კოდი რამდენჯერმე მეორდება დედამიწაზე სხვადასხვა ადამიანის სხეულში. თუმცა, არ არის აუცილებელი, ყოველთვის ადამიანში განმეორდეს, შეიძლება, ფრინველის, ცხოველის, მცენარის ან რომელიმე სხვა არსების სხეულშიც მოხვდეს.  ამგვარი ჰიპოთეზა ამქვეყნად მიმდინარე მოვლენების ლოგიკური ანალიზია. პარალელური ტორსიული ველების არსებობა კი, დღეს უკვე გაოცებას აღარ იწვევს. ცნობილი ფაქტია, რომ სიკვდილის წინ ადამიანები ხშირად გარდაცვლილთა გამოცხადებას ხედავენ. ზოგჯერ იმქვეყნად წასული სულები ცოცხლებს სიზმრად თავისთან უხმობენ. ყოფილა შემთხვევა, როცა ძილში მიცვალებულს უკან გაყოლილი ადამიანი ცხადშიც მალევე გარდაცვლილა. ეს ყველაფერი ბევრისთვის ამოუცნობი, მიუღებელი და დაუჯერებელია, მაგრამ, ფაქტია, ასეთი რამ მართლაც ხდება და ამის უარყოფა, უბრალოდ, თავის მოტყუებაა. ადამიანს თავისი ბედისწერა დაბადების დღიდან დაჰყვება. მას „ზემოთ“ წერენ და ამას ვერავინ ავცდებით. ყველა ჩვენი ფიქრი კოსმოსში მიდის, იქ ხარისხდება ცუდ და კარგ კატეგორიებად და იწერება ჩვენი ცხოვრების ფურცლებზე. ადამიანის სხეულის სიკვდილის შემდეგ, ენერგეტიკული კოდი ორმოცი დღის განმავლობაში დედამიწაზე რჩება, აგროვებს გარშემო მყოფთა შესახებ ინფორმაციას და ამის შემდეგ ტოვებს დედამიწას. მისი ხელმეორედ მოსვლისთვის ბედისწერა წარსული ცხოვრების შედეგის მიხედვით იწერება, ანუ, როგორც წინა ცხოვრებაში იქცეოდა, იმის მიხედვით მიიღებს სამაგიეროს მეორედ მოსვლისას. მაგრამ, თუ ადამიანი თვითმკვლელობით დაასრულებს სიცოცხლეს, მაშინ დედამიწაზე მეორედ მოსვლისას ის ფიზიკური დეფექტით იბადება.
– ეზოთერიკოსები ამბობენ, რომ ადამიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ენერგია ოჯახში ტრიალებს. თუ ადამიანი სახლიდან შორს კვდება, ამ შემთხვევაში რა ხდება?
– ადამიანის სიკვდილის დროს, პირველად იღუპება მისი სხეული, მაგრამ, შესაბამისი აპარატურა მის ენერგიას სახლში ორმოცი დღის განმავლობაში აფიქსირებს – ეს ხანგრძლივი კვლევის შედეგი და ეზოთერიკოსების მიერ დადასტურებული ფაქტია. ენერგიისთვის მანძილი არ არსებობს და, შესაბამისად, არც გადაადგილებაა მისთვის პრობლემა. სიკვდილის დროს ხდება გენეტიკური კოდის გადასვლა ერთი მდგომარეობიდან მეორეში. ყველა ჩვენგანის კოდი სამყაროსთანაა დაკავშირებული. ანუ, ადამიანს სამყაროში ამ კოდით იცნობენ და მისი გარდაცვალების შემდეგ ეს კოდი ისევ განაგრძობს არსებობას, მაგრამ, ჩვეულებრივ მდგომარეობაში მას ადამიანები ვერ ამჩნევენ.
– ისიც მართალია, რომ თითქოს ადამიანის გარდაცვალებამდე მისი კოდი გაცილებით ადრე იწყებს გარდასახვას?
– დიახ, ასეა და ეს იმას ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, უახლოვდება წინა პერიოდში გარდაცვლილი ადამიანების ენერგეტიკულ მდგომარეობას, რითაც ერთმანეთთან დაკავშირების საშუალება ეძლევათ. სწორედ ეს იწვევს გარდაცვლილი ადამიანის ნახვას სიზმარში. ამიტომ ვამბობ ხოლმე, მიაქციეთ ყურადღება იმას, თუ რა მინიშნებას გაძლევთ ღამით ნანახი სიზმრები და იმქვეყნიდან სიზმრად მოვლენილი ახლობლები, კარგად გაიაზრეთ და გაითვალისწინეთ გარდაცვლილთა მინიშნებები. ასევე, ადამიანის უეცარი სიკვდილი შესაძლოა, სახლში არსებული გეოპათოგენური ზონიდან წამოსულმა უარყოფითმა ენერგიამაც გამოიწვიოს. გეოპათოგენური ზონები ძალიან საშიშია ადამიანისთვის. თუ დიდხანს დარჩით ასეთ ზონებში, შესაძლოა, ამან ისეთი დაავადება გამოიწვიოს, რომლის გართულებას სიკვდილიც კი მოჰყვეს. ყველა მშობელს ვურჩევ, ამ მხრივ განსაკუთრებული სიფრთხილე ბავშვების მიმართ გამოიჩინონ. აქვე გეტყვით, რომ ბავშვები ინტუიციით ხვდებიან და გრძნობენ მათთვის საშიშ ზონებს. მაგალითად, თუ ბავშვი ვერ იძინებს, ჭირვეულობს ან ღამით იღვიძებს და ტირილს იწყებს, ესე იგი, კოშმარები ესიზმრება. მისი მოუსვენრობისა და კოშმარული სიზმრების მიზეზი კი, სწორედ გეოპათოგენური ზონის მოქმედებაა. ზოგადად, დღეს უკვე ბევრს საუბრობენ და მსჯელობენ იმ სავალალო შედეგებზე, რაც გეოპათოგენური ზონების მოქმედებას მოჰყვება. სხვათა შორის, შავი მაგიის მიმდევარი ჯადოქრები სწორედ ისეთ გეოპათოგენურ ზონას იყენებენ პარალელურ სამყაროსთან ურთიერთობის დროს, რომლის განეიტრალებაც ძალიან რთულია. ველი იწოვს ადამიანის ცხოველქმედების უნარს, მაგრამ, თუ ამ ზონას რამდენიმე მეტრით მოაშორებთ საწოლს, სამუშაო მაგიდას და ასე შემდეგ, გეოპათოგენური ენერგია საშიში აღარ არის. გვხვდება ძლიერი გეოპათოგენური ზონებიც, რომელთა გავრცელების არეალი რამდენიმე კილომეტრიც კია. ადამიანზე გეოპათოგენური ზონის დიდხანს მოქმედებამ, შეიძლება, მძიმე დაავადებები გამოიწვიოს. გეოპათოგენური ზონის გავრცელება მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე და უმეტესად იწვევს ონკოლოგიურ, მძიმე დაავადებებს. გეოპათოგენური ველი არა მარტო საცხოვრებელ ბინებშია, ეს ზონა ყველგან შეიძლება შეგხვდეთ და მისი ზემოქმედებისგან არავინაა დაცული. კარგად დააკვირდით, თუ ღამით ცუდად გძინავთ, შეუცვალეთ საწოლს ადგილმდებარეობა, რადგან, შესაძლოა, თქვენ დიდი ხანია, გეოპათოგენურ ზონაში გძინავთ და ეს დიდ საფრთხეს შეგიქმნით მომავალში.

скачать dle 11.3