კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური და მიმზიდველი ფეხბურთელების ტოპ-ათეული

წლის უმთავრესი საფეხბურთო მოვლენა – ევროპის 2012 წლის ჩემპიონატი – დასრულდა და ინტერნეტ-რესურსებმა დაიწყეს სხვადასხვა რეიტინგის შედგენა. ერთ-ერთი ასეთი რეიტინგი რუსულმა სპორტულმა წყაროებმა გამოაქვეყნეს და საზოგადოებას განვლილი ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური ფეხბურთელებისგან შემდგარი ტოპ-ათეული წარუდგინეს.
კრიშტიანუ რონალდუ –
პორტუგალია
ამ ფეხბურთელის გამო სუსტი სქესის წარმომადგენლებმა ფეხბურთის ყურება და პორტუგალიის ნაკრების ქომაგობა დაიწყეს. ნაკრების 27 წლის კაპიტანი და მთავარი მეგოლე, გარდა იმისა, რომ საუცხოო თამაშითა და ლამაზი გოლებით აღაფრთოვანებდა თავის გულშემატკივრებს, იგი, ასევე, რუს სუპერმოდელთან, ირინა შეიკთან ცეცხლოვანი რომანით არის ცნობილი. დაპირებისამებრ, წყვილი ახლო მომავალში მადეირაზე გადაიხდის ქორწილს და,  სასურველი სასიძოების სიიდან რონალდუ, ალბათ, სამუდამოდ ამოეწერება. ცნობისთვის: ფეხბურთელს უკვე ჰყავს შვილი, თავისი მოსახელე – მავანმა ქალბატონმა მოახერხა, დაემტკიცებინა, რომ „რეალის” ვარსკვლავი მისი შვილის მამაა.
ვიაჩესლავ მალაფეევი – რუსეთი
„ზენიტელ” მალაფეევს, რუსეთის ნაკრების მთავარ მეკარეს ევროპის ჩემპიონატზე,  სამშობლოში „რუს დევიდ ბექჰემს” უწოდებენ. მის ანგარიშზე რამდენიმე გულახდილი ფოტოსესიაა, ხოლო ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე მან ინტერნეტის საშუალებით ვიდეორგოლი გაავრცელა, სადაც ეროტიკულ ცეკვას ასრულებდა „ზენიტის” რუსეთის ჩემპიონატში გამარჯვების აღსანიშნავად. სხვათა შორის, ორიოდე წლის წინ მალაფეევს მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა ავტოკატასტროფაში, თუმცა, სულ ახლახან, „რუსმა ბექჰემმა” ახალი პარტნიორი იპოვა და ახლო მომავალში დაქორწინებასაც არ გამორიცხავს.
ჟერარ პიკე – ესპანეთი
„ბარსელონის” მცველის მიმართ მსოფლიო მედიის ყურადღება მას შემდეგ გაათმაგდა, რაც ცნობილი გახდა მისი და შაკირას რომანის შესახებ. „ევრო 2012-ის“ გამო შაკირამ დაგეგმილი კონცერტებიც კი გადადო და საყვარელი ადამიანის საქომაგოდ პოლონეთში გაემგზავრა. სულ ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ წყვილი წლის ბოლოს პირველ შვილს ელოდება.
ლუკაშ პოდოლსკი – გერმანია
წარმოშობით პოლონელ გერმანელს ლუკაშ პოდოლსკის, ახალი სეზონიდან „არსენალის” მაისურში ვიხილავთ და თავისი საფეხბურთო ამბიციების დაკმაყოფილება მას ინგლისის პრემიერლიგაში მოუწევს. მანამდე კი ლუკაშმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გერმანიის ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელია. ცნობისთვის პოდოლსკის ეკუთვნის რეკორდი – 2010 წელს, ავსტრალიასთან მატჩში, მის მიერ დარტყმულმა ბურთმა 201 კილომეტრ-საათი სიჩქარით იფრინა, რაც ბრაზილიელი რობერტო კარლოსის მიერ დამყარებულ რეკორდზე ცოტათი მეტია.
ფერნანდო ტორესი – ესპანეთი
ფერნანდო ტორესს სამშობლოში „ელ ნინიოს” უწოდებენ, რაც ქართულად „პატარა ბავშვს” ნიშნავს. ფერნანდომ დავიდ ვილიას არყოფნაში ესპანეთის ნაკრებში მთავარი მეგოლის სტატუსი დაიბრუნა და ესპანელების წარმატება დიდწილად მის მიზანზე იყო დამოკიდებული. „ჩელსის” რიგებში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „ელ ნინიომ” ვისენტე დელ ბოსკეს „ავანსები“ გაუმართლა და, სავარაუდოდ, მას შემდეგ, რაც ვილია სრულად აღიდგენს სპორტულ ფორმას, მას სერიოზული კონკურენტი ეყოლება ტორესის სახით.
პეტრ ჩეხი – ჩეხეთი
რუსეთის ნაკრებთან პირველ მატჩში განცდილი წარუმატებლობის მიუხედავად, ჩეხმა მომდევნო თამაშებში თავისი კლასი სრულად გამოავლინა და კიდევ ერთხელ შეახსენა საფეხბურთო მსოფლიოს, რომ ჯერაც ბრწყინვალე სპორტულ ფორმაშია. მართალია, ჩეხეთის ნაკრები მეოთხედფინალიდან დაემშვიდობა ევროპის ჩემპიონატს და ჩეხმა გაუშვა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ლამაზი გოლი, მაგრამ, ეს ფაქტი, მაინც არ აკნინებს ჩეხის ბრწყინვალებას. სხვათა შორის, 2006 წელს მიღებული თავის ტრავმის შემდგომ, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა, „მისტერ ზერომ” მოახერხა ფეხბურთში დაბრუნება და ამჟამად სპეციალურ ჩაფხუტში გამოწყობილი, „ჩელსისა” და ჩეხეთის ნაკრებს საიმედოდ ყარაულობს.
ბასტიან შვაინშტაიგერი – გერმანია
ერთი შეხედვით, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი სულაც არ არის მიმზიდველი მამაკაცი, თუმცა, ქალბატონებს მასში სწორედ ბრუტალური იერი, ქარიზმა და სიხისტე მოსწონთ. ბევრმა, ალბათ, არც კი იცის, რომ ბასტიანი სამაგალითო მეუღლეა და რაიმე სახის სკანდალში გახვევა მისი სტილი არ არის. ცნობისთვის, შვაინშტაიგერის სატრანსფერო ფასი 38 მილიონი ევროა და „რეალის” მწვრთნელი, ჟოზე მაურინიო, დიდი ხანია, ცდილობს მის გადაბირებას, თუმცა, ამაოდ.
იკერ კასილასი – ესპანეთი
ესპანეთის ნაკრების რეკორდსმენი გოლკიპერი იკერ კასილასი ესპანეთში და დანარჩენ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სასურველ ფეხბურთელად ითვლება, რომელსაც თაყვანისმცემელი მანდილოსნების მთელი არმია ახვევია გარს. ცნობილია, რომ იკერს დიდი ხანია, ჰყავს საყვარელი ქალი, ჟურნალისტი სარა კარბონერი; ხოლო იკერის ერთგულებას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ მთელი კარიერა მას მადრიდის „რეალში” აქვს გატარებული და ახლო მომავალში კლუბის შეცვლის საკითხის განხილვასაც კი არ აპირებს.
ანდრეი შევჩენკო – უკრაინა
უკრაინელმა ანდრეი შევჩენკომ თავის პირველ მატჩში ევროპის ჩემპიონატზე შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ ყველას დაუმტკიცა, რომ ჯერაც საშიში ფორვარდია. გულშემატკივრებს 36 წლის შევჩენკომ ის „შევა” გაახსენა, რომელიც კიევის „დინამოსა“ და „მილანის” შემადგენლობაში ბრწყინავდა 2000-იანი წლების დასაწყისში. სამწუხაროდ, ტრავმის გამო, შევჩენკომ ვერ მოახერხა თავისი პოტენციალის სრული გამოვლენა და შვედებთან მატჩი მისთვის ერთგვარი „გედის სიმღერა” აღმოჩნდა. ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდგომ, ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დაასრულა საერთაშორისო კარიერა ნაკრებში, ხოლო საკლუბო დონეზე კარიერის გაგრძელებაზე, მრავალი შემოთავაზებების მიუხედავად, იგი ჯერაც ფიქრობს.
სტივენ ჯერარდი – ინგლისი
ინგლისის ნაკრების 32 წლის კაპიტანი სტივენ ჯერარდი სპორტში მიღწეული შედეგებისთვის „დიდი ბრიტანეთის იმპერიის ორდენით“ დააჯილდოვეს. ჯერარდი ფრენკ ლამპარდის არყოფნაში ამჟამინდელი ინგლისის ნაკრების უპირობო ლიდერი და გუნდის „დირიჟორია“. სწორედ მისი გამოცდილების ხარჯზე მოიპოვა ინგლისის ნაკრებმა ქულათა საჭირო რაოდენობა ჯგუფურ ეტაპზე, რამაც საშუალება მისცა ინგლისელებს, გაეგრძელებინათ ბრძოლა ტიტულისთვის.

скачать dle 11.3