ოლიმპიადა ბექჰემის გარეშე
„დევიდ ბექჰემი არ მიიღებს მონაწილეობას ლონდონის ზაფხულის ოლიმპიადაში დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში,“ – ასეთი გადაწყვეტილება მიიღო გაერთიანებული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სტიუარტ პირსმა. ოლიმპიადაზე 23 წელს გადაცილებული სამი ფეხბურთელის წაყვანაა ნებადართული და, ვარაუდობენ, რომ დიდი ბრიტანეთის ნაკრებში 38 წლის რაიან გიგზი, 37 წლის დევიდ ბექჰემი და 32 წლის კრეიგ ბელამი იასპარეზებდნენ, მაგრამ, პირსის გადაწყვეტილებით, ბექჰემი 23 წლის მიკა როჩარდსმა ჩაანაცვლა. ამგვარად, ბექჰემისთვის ოლიმპიადა ზედიზედ მესამე დიდი ტურნირია, რომელსაც იგი მხოლოდ სტუმრის სტატუსით დაესწრება, მანამდე კი იყო მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატი და „ევრო 2012“.