კრაუჩის თოქ-შოუ
ინგლისელი ფეხბურთელი პიტერ კრაუჩი სულ მალე ტელეწამყვანის ამპლუაში წარდგება ფეხბურთის გულშემატკივრების წინაშე. კრაუჩი ტელეშოუს „დივანზე პიტერ კრაუჩთან” წამყვანი გახდება, იგი სტუმრად მივა სხვადასხვა პროფესიის ცნობილ ადამიანებთან და ზოგად თემებზე ჩაწერს ინტერვიუებს. „სკაის” ცნობით ტელეშოუ წლის ბოლომდე გავა ეთერში, პირველი გადაცემის სტუმარი კი მუსიკოსი ლიამ გალაჰერი იქნება. ტელეარხმა, ასევე, ისაუბრა კრაუჩის წამყვანად შერჩევის კრიტერიუმებზე და განაცხადა, რომ ფეხბურთელებს შორის იგი საუკეთესოდ ფლობს ინგლისურ ენას და ნიჭიერი ტელეწამყვანის მონაცემები აქვს. აღსანიშნავია, რომ პიტერ კრაუჩის მეუღლე, ები კლენსი, ასევე ტელეწამყვანია და შოუ „ბრიტანეთის საუკეთესო პარიკმახერი” მიჰყავს.