ვიქტორიას უკანალი
მსოფლიოს ცხრაგზის და ოლიმპიურმა ჩემპიონმა ველოსპორტში, ბრიტანელმა ვიქტორია პენდლტონმა, მორიგ გულახდილ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა. ჟურნალ GQ-თვის გადაღებული ფოტოებით ვიქტორიამ მხარდაჭერა აღუთქვა დიდი ბრიტანეთის ნაკრებს მოახლოებულ ოლიმპიურ თამაშებზე. „მოხარული ვარ, რომ ჩემი სხეული ინტერესს იწვევს, მათ შორის, ჩემი უკანალი, რომელიც ბრიტანელებს ლამაზად მიაჩნიათ. სპორტულ ცხოვრებას ვეწევი და ყოველდღიურად დავდივარ სატრენაჟორო დარბაზში და, სწორედ ამის დამსახურებაა ჩემი სხეულის სილამაზე”, – დაამატა პენდლტონმა.