კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის და რატომ არ შეუძლია ქალს, უარი უთხრას მამაკაცს

თუ ქალს უყვარს, ის უკვე ვეღარ აკონტროლებს საკუთარ თავს, მთლიანად ემოციებზე დამოკიდებული ხდება და მოქმედებს უშუალოდ გრძნობის კარნახით. ამიტომაც, ვერაფრით იქნება შეცდომებისგან დაზღვეული. სამწუხაროდ, ამ შეცდომებს ზოგჯერ საბედისწერო შედეგებიც მოჰყვება ხოლმე. ქალი ხვდება ამას, მაგრამ საკუთარ თავს ვერაფერს უხერხებს. ცრემლებად იღვრება, ჭირვეულობს, განიცდის, მაგრამ, ყველა საშუალებით ებღაუჭება იმას, რაც აუცილებლად მიიყვანს კრახამდე. რატომ ხდებიან ქალები უპრინციპოები, როცა მათ დიდი სიყვარული ეწვევათ, ან, იქნებ, ეს ადამიანების დამახასიათებელი თვისებაა და სქესს სიყვარულისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს?!

მაგდა (27 წლის): ეს იყო სიყვარული პირველივე დანახვით. ოღონდ, არ მითხრათ, რომ ასეთი რაღაც არ არსებობს. არსებობს და ამაში უკვე დარწმუნებული ვარ. არავინ არის იმისგან დაზღვეული, რომ ერთბაშად, მომენტალურად და ანგარიშმიუცემლად შეუყვარდეს, შეუყვარდეს – თავის დაკარგვამდე. მე, მაგალითად, ასე დამემართა. იცით, როგორი განცდა მქონდა?! თითქოს დენმა დამარტყა. დავინახე მისი თვალები, გავიგონე მისი ხმა და – მორჩა, დანარჩენმა სამყარომ ჩემთვის არსებობა შეწყვიტა. სხვა აღარავინ მაინტერესებდა. არც დამიმალავს, რომ შემიყვარდა – როგორ შევძლებდი ამას? არაფერი არ ჰქონდა ამ ადამიანს განსაკუთრებული, მაგრამ, გული ხომ საღად განსჯის უნარს მოკლებულია?! მარტო ის მინდოდა, რომ მის გვერდით ვყოფილიყავი და მისთვის მეყურებინა. მამაკაცები კი ეგოისტები არიან: როცა ხედავენ, რომ ვიღაც მათ მიმართ სიყვარულით არის ანთებული, კი არ აფასებენ ამ გრძნობას, პირიქით, ჰგონიათ, რომ იმსახურებენ ამას და პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება. იცით, რა არ მესმის?!  ნუთუ, სიყვარული ის გრძნობაა, რომელზეც უნდა გაგეცინოს და იმხიარულო? განა იმაზე დიდი ბედნიერება არსებობს, როცა ვიღაცას ასე უყვარხარ, რომ მზადაა, თავისი სიცოცხლეც კი შემოგწიროს?!
– ალბათ, სიყვარული მეორე მხრიდანაც უნდა იყოს, ან იმ ადამიანს გამოცდილი მაინც უნდა ჰქონდეს, რას ნიშნავს ეს.
– არ ვიცი, შეიძლება, მართალი ხართ. ვისაც სიყვარულის სიმწარე არ გამოუცდია, ის თანაგრძნობას ვერ გაგიწევს. ან მე რატომ მქონდა ამისი იმედი?
– თქვენ აუხსენით სიყვარული?
– პრინციპში, ასე გამოვიდა. თუმცა, ეს სიტყვებით არ მითქვამს. რა საჭირო იყო თქმა, როცა თვალებში შევციცინებდი და მზად ვიყავი, მისი ყველა სიტყვა და ბრძანება შემესრულებინა?! თქვენ გგონიათ, შინაგანად არ ვგრძნობდი, რომ კარგად არ ვიქცეოდი?! მაგრამ, ვერ ვერეოდი საკუთარ თავს. ყველა შეყვარებული ქალი უპრინციპოა – ეს ფაქტია. უპრინციპო ადამიანი კი, ვერასდროს გააკონტროლებს საკუთარ საქციელს. შესაბამისად, ვერც მე გამომდიოდა ეს ამბავი. აჩრდილივით დავდევდი უკან, არადა, მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ გონებადამჯდარი და სერიოზული ადამიანი ვიყავი – გაწონასწორებული, მშვიდად მივდიოდი დასახული მიზნისკენ – ოჯახზე ვოცნებობდი...
– სიყვარული ოჯახს გამორიცხავს?
– არა, პირიქით, არანაირად არ გამორიცხავს, მაგრამ, ეს ისეთი სიყვარული იყო, რომელსაც გაგრძელება არ ეწერა. ყოველ შემთხვევაში, ისე გაგრძელება არ ეწერა, რომ ჩემს ოცნებებს დამთხვეოდა. ეს ადამიანი ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩემთვის, მაგრამ, როცა მითხრა, ცოლი მყავსო, მაშინვე „გავაქრე“ ჩემი ცხოვრებიდან.
– როგორ?
– გავთხოვდი. გიკვირთ, ხომ? – არადა, მართლა ასე მოხდა, მე მოვინდომე ასე. მყავდა ერთი თაყვანისმცემელი და მაშინვე დავთანხმდი ცოლობაზე – მინდოდა, სწრაფად მომხდარიყო ყველაფერი, რომ იმ ჩემს სიყვარულზე აღარ მეფიქრა.
– ასეთი რაღაც შესაძლებელია?
– მეგონა, რომ იყო შესაძლებელი. ესეც ჩემი უპრინციპობის ბრალია. უფრო სწორად, თავს დატეხილი უპრინციპობის, თორემ, ზოგადად, უპრინციპო არასდროს ვყოფილვარ.
– ანუ, რადგან ცოლი ჰყავდა, ამიტომ თქვით თქვენს სიყვარულზე უარი?
– რა თქმა უნდა! მერჩივნა, ისევ მე დავტანჯულიყავი, ვიდრე ოჯახი დამენგრია ადამიანისთვის, რომელმაც არაფერი დამიშავა, ის რა შუაში იყო, თუ მე ჩემს გრძნობებს ვერ ვაკონტროლებდი? შემეშინდა, რომ დამღუპავდა ეს გრძნობა და ამიტომ გავთხოვდი, ვიფიქრე, ამ ნაბიჯით გადავრჩები-მეთქი. უსინდისო ნამდვილად არ ვარ და, თუ ქმარი მეყოლებოდა, სხვა კაცთან, თუნდაც ძალიან საყვარელთან და სასურველთან, ურთიერთობას აღარ გავაგრძელებდი.
– რა მოტივით?
– იმ მოტივით, რომ ერთგული და წესიერი ადამიანი ვარ, ჩემთვის ღალატი ძალიან მძიმეა. ამიტომ ვამბობ, საკუთარ თავს ვუღალატე-მეთქი და, სწორედ ამიტომ, ახლა არ ვიცი, როგორ უნდა ვიცხოვრო. „ცოლი ჰყავს!“ – ეს სიტყვები ჩაქუჩივით მირტყამდა თავში და მოსვენებას მიკარგავდა. ქმართან მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, არ მინდოდა, რომ შეემჩნია. რამდენიმე წელი ვცხოვრობდი ასე.
– იმასთან კონტაქტი არ გქონდათ?
– არა. იმის მხრიდან იყო მცდელობები, მაგრამ, მე მაქსიმალურად შევუზღუდე ყველა საშუალება, რომ ვენახე. ზოგჯერ ვფიქრობ, იქნებ ჯობდა, კონტაქტი მქონოდა-მეთქი. მაშინ აღარ გავაიდეალებდი და მონატრებაც არ გამიმწვავდებოდა. ურთიერთობა მასთან საუბრისა და გულიდან ყველაფრის „ამოღების“ მერე უნდა გამეწყვიტა; უნდა მეთქვა, რაც სათქმელი მქონდა, თუნდაც, ჩემი სიყვარულის შესახებ მომეყოლა...
– ეს რას მოგცემდათ?
– არ ვიცი. მე ახლა ვარიანტებს ვსინჯავ. იმან, რომ ხელის ერთი მოსმით გავწყვიტე ურთიერთობა და სასწრაფოდ სხვა კაცი დავიყენე გვერდით, არ მიშველა. შეყვარებული ქალი უპრინციპოა-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ მასზე ფიქრს მაშინაც კი ვერ ვეშვებოდი, როცა ქმრის გვერდით ვიწექი. არადა, ქმართან ვიჩენდი პრინციპებს. შეიძლება, იმიტომ, რომ ის ჩემთვის არაფერს ნიშნავდა. საშინელებაა, ამას რომ ვამბობ, მაგრამ, ადამიანები, ზოგადად, ასეთები ვართ – არ ვაფასებთ იმას, რაც უკვე გვაქვს. განა ვერ ვხედავთ, უბრალოდ, თითქოს აზარტს ვკარგავთ. არ ვიცი, სხვა რა ვუწოდო ამას. ძნელია, სიტყვებით ახსნა ის მდგომარეობა, რომელიც ასეთ დროს გაქვს. ჩემს ქმარს ძალიან ვუყვარდი და ვუყვარვარ, მაგრამ, მე საკუთარ თავს ვუმტკიცებდი, ეს სიყვარული არაფერში მჭირდება-მეთქი. ჩემი თავის მტრად ვიქეცი. ისე, რომ იცოდეთ, თუ ქალს უყვარს, ის საკუთარი თავის მტერია – ამაში ორი აზრი არ არის.
– ძალიან ცუდი რამ ყოფილა სიყვარული.
– თუ ერთმხრივია, საშინელებაა, თუმცა,  ორმხრივიც არ არის ძალიან კარგი და სასურველი. შეყვარებული ადამიანი ჯანსაღი განსჯის უნარს მოკლებულია და აღარ არის ეგოისტი. ზოგს ეგოისტობა ცუდი რამე ჰგონია, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ეგოისტები აღწევენ ამ ცხოვრებაში რაღაცას. როცა ეგოისტი ხარ, საკუთარ თავს იმის უფლებას აღარ აძლევ, ნეგატიური ფიქრებით „დაიგრუზო“. შინაგანად გრძნობ, რა არის შენთვის ცუდი და, ცდილობ, მოიშორო. საკმაოდ კარგი პირობები მქონდა იმისთვის, რომ მშვიდად და კარგად მეცხოვრა. ბედნიერიც ვიქნებოდი, სულ ცოტა პრინციპულობა რომ გამომეჩინა და გრძნობა განმედევნა ჩემგან. ეს სრულიად უსარგებლო გრძნობაა, რომელმაც ცხოვრება დამინგრია და მე მივეცი ამის საშუალება. დებილივით ვიჯექი ხოლმე და მის ცოლზე ვფიქრობდი, თუმცა, გაუგებარია, რატომ. საერთოდ არ ვიცნობდი იმ ადამიანს და რა მინდოდა, რატომ ვეჭვიანობდი მასზე?! თან, ყველანაირად ვცდილობდი, ჩემი სიყვარულის ობიექტს არსად გადავყროდი. მეშინოდა, რომ ვერ მოვერეოდი საკუთარ თავს და ასეც მოხდა. გავთხოვდი იმიტომ, რომ მის მკლავებში არ აღმოვჩენილიყავი, მაგრამ, ეს გათხოვების მერე გავაკეთე და ორმაგად დავიმძიმე სინდისი...  როცა რაღაცნაირი ჩუმი სევდით სავსე თვალებით მომაშტერდა, თითქოს გული გამიჩერდა და თავიც დავკარგე... არადა, შინაგანად ვიცოდი, რომ სწორედ ეს თვალები მატყუებდა.
– ანუ, თავს მაინც მოტყუებულად გრძნობთ?
– პრინციპში, ვგრძნობ. მაგრამ, საკუთარი თავისგან ვარ მოტყუებული. რატომ მოვწყდი რეალობას, მე ხომ ზუსტად ვიცოდი, რა შედეგს მოიტანდა ჩემი მასთან ურთიერთობა?! ვფიქრობდი, სულ ვფიქრობდი... ვეჭვიანობდი ქალზე, რომელიც ჩემსა და ჩემს საყვარელ მამაკაცს შორის იდგა, თუმცა, ეს ქალი საერთოდ არაფერ შუაში არ იყო და, შესაძლოა, არც იცოდეს ჩემი არსებობის შესახებ. სწორად გამიგეთ, მის მიმართ არანაირი აგრესია, პრეტენზიაც კი არ მაქვს, საკუთარ თავზე ვარ გაცეცხლებული და გამწარებული. რამდენჯერ მითქვამს: მორჩა, ახლავე უნდა შევწყვიტო ეს მარაზმი, უნდა ამოვშალო ეს ადამიანი გულიდან და ტვინიდან. დავიღუპები, თუ დროზე არ გავჩერდები-მეთქი... მაგრამ, მაშინვე „მოდიოდა“ მეორე ფრაზა: ამ კაცმა ჩემში ქალი გააღვიძა და როგორ უნდა დავივიწყო-მეთქი და სწორედ იმ ქალმა, ჩემში რომ გაიღვიძა, დამიხშო გონება და დაჩრდილა მეორე – წესიერი, ჭკვიანი ქალი. საშინელებაა, როცა ხვდები, რომ უპრინციპო, ნაჭრის თოჯინად იქეცი. საკუთარ თავს უკვე ვეღარ ვცნობდი. ვეღარ ვცნობდი საკუთარ სხეულსაც, რომელიც ჩემ გარეშე იღებდა გადაწყვეტილებებს. როგორც კი შევხვდი, მაშინვე დავნებდი – მე, გათხოვილი, გონიერი, ვითომ წესიერი ქალი... თურმე, ორწელიწად-ნახევარი სულ ტყუილად ვებრძოდი საკუთარ თავს. წყალში გადავყარე ყველა მცდელობა, რომელიც მქონდა ღირსების შესანარჩუნებლად. ვგიჟდები, ერთბაშად, ხელის ერთი მოსმით, როგორ გავიბანძე თავი, ერთი შეხვედრა როგორ გახდა გადამწყვეტი?!
– ალბათ სუსტი ნებისყოფის ადამიანი ხართ,  და ეს არის მთავარი მიზეზი.
– რატომ სხვა საქმეში არ ვარ უნებისყოფო? რაც თავი მახსოვს, ყველა საქმეში ვიჩენდი მიზანდასახულობას, ნებისყოფასა და პრინციპს. არ ვარ ისეთი ქალი, ვიღაცაზე რომ არიან დამოკიდებულ-ჩამოკიდებულები – საკმაოდ წარმატებული აღმოვჩნდი ჩემს პროფესიაში. ჩემი ნაცნობები სულ იმას მეუბნებიან, ძალიან მაგარი ხარო, მაგრამ, ეს მხოლოდ შორიდან ვჩანვარ ასეთი. რეალურად ერთი კაცის თოჯინა ვყოფილვარ. არ ვიტყვი, რომ ნაძირალაა არ გავლანძღავ – იმას რას ვერჩი, შანსი მივეცი და გამოიყენა. ყოველთვის იცოდა მისდამი ჩემი დამოკიდებულების შესახებ. იშვიათია კაცი, რომელიც საკუთარ თავს უარს ეტყოდა ჩემნაირ ქალთან „გაგულავებაზე“. არაფერი არ მითხოვია და არაფერი არ მიკითხავს. უპირობოდ ჩავუგორდი ლოგინში. ოთხი-ხუთი შეხვედრის მერე, ცოტა გონზე მოვედი, დავურეკე და ვუთხარი, დავამთავროთ ყველაფერი. შენ შენი ცხოვრება გაქვს, მე – ჩემი და ნუღარ შევხვდებით-მეთქი. კარგიო – მაშინვე დამეთანხმა. საერთოდაც, მისი მხრიდან არანაირი დაპირება იმის შესახებ, რომ ცოლს  გაშორდებოდა და სულ ჩემთან იქნებოდა, არ ყოფილა.
– გინდოდათ, რომ ასე მოქცეულიყო?
– არ ვიცი, გულახდილად გეუბნებით, მართლა არ ვიცი, რა მინდოდა, ან ახლა რა მინდა. იმიტომ, რომ ვერ შევძელი იმის შესრულება, რაც ვთქვი. ისევ გიჟურად მომენატრა, ისევ დავურეკე და ისევ შევხვდი. რომ მკითხოთ, რა მენატრება ან რა მიყვარს მასში, ვერ გეტყვით. ძალიან სულელი ვარ. მეტირება, ამას რომ გიყვებით. რატომ უნდა დამმართნოდა ასეთი რამ?! ყველასი მრცხვენია: ქმრისთვის სახეში შეხედვის მრცხვენია, სარკეში ჩახედვისაც მრცხვენია. ხან მძულს საკუთარი თავი, ხან მეცოდება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ჩემი სიყვარული ნარკოტიკად მექცა და ამისგან ხსნას ვერ ვხედავ. როცა კი ის მოინდომებს, მაშინვე დავუწვები... მერე, ალბათ, ჩემი ქმარიც გაიგებს ყველაფერს და, არ ვიცი, რა მოხდება...

скачать dle 11.3