კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაიას ინდიელების „სამყაროს დასასრულის“ კიდევ ერთი მტკიცებულება








არქეოლოგებმა იპოვეს ეგრეთ წოდებული, „სამყაროს დასასრულის“ მეორე მტკიცებულება. ჯერ კიდევ აპრილში, გვატემალაში, ლა-კორონაში ქვის კიბეზე აღმოჩენილი წარწერის თანახმად, ეს 2012 წლის 21 დეკემბერს მოხდება  – მაიას დიდი კალენდრის დასაწყისიდან 5125 წლის შემდეგ, როდესაც დამთავრდება ციკლი.
ამერიკელი მეცნიერები, რომლებიც 1 300 წლის წინათ ქვებზე გამოსახული იეროგლიფების გაშიფვრით არიან დაკავებული, ამბობენ, რომ კალენდარი ამოტვიფრული იქნა ლა-კორონაში მაიას მეფის, სახელად იუკნუმ იჩააკ კახკ კალაკმულის  ჩვენი წელთაღრიცხვით 696 წელს შემდგარი ვიზიტის პატივსაცემად. ამ მოვლენამდე რამდენიმე თვით ადრე იგი დამარცხდა ბრძოლაში თავის კონკურენტ ტიკალთან.
წინათ მეცნიერები ვარაუდობდნენ, რომ კალაკმული ბრძოლაში დაიღუპა, მაგრამ, ახლა ირკვევა, რომ ის გადარჩა და მართავდა ვიზიტებს მოკავშირეებთან, რათა გაემხნევებინა ისინი.
ძველი წარწერის დიდი ნაწილი მოგვითხრობს პოლიტიკურ ისტორიაზე და მოიცავს დაახლოებით 200 წლის შუალედს, მაგრამ, არის მასში მოხსენიება „დასასრულის“ შესახებაც – რომელიღაც დიდი მეფის დაბრუნების პასაჟში. როგორც ჩანს, რათა მიეჩქმალა თავისი დამარცხება, კალაკმულმა ყურადღება გაამახვილა დროის ციკლზე, რომელიც 2012 წელს მთავრდებოდა.
„ეს იყო მაიას სამყაროში დიდი პოლიტიკური ძვრების დრო და მეფე იძულებული გახდა, მიეთითებინა დროის დიდ ციკლზე, რომელიც 2012 წელს დამთავრდებოდა“, – განმარტა გათხრების ხელმძღვანელმა, ოსტინის ტეხასის უნივერსიტეტის მეზოამერიკის ცენტრის დირექტორმა, არქეოლოგმა დევიდ სტიუარტმა.
„კრიზისის დროს ძველ მაიაში იყენებდნენ თავიანთ კალენდარს, რათა ხელი შეეწყოთ გამრავლებისა და სტაბილურობისთვის და არა აპოკალიპსის წინასწარმეტყველებისთვის“, – განაცხადა დელ ვალიე-დე-გვატემალას უნივერსიტეტის არქეოლოგმა კანუტო ბარიენტოსმა.
მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ სამყაროში ასე ფართოდ  არის რეკლამირებული, აპოკალიპსურ იდეებს არ იზიარებენ მაიას შთამომავლები. მათი სიტყვებით, თარიღი – 2012 წლის 21 დეკემბერი აღნიშნავს არა დასასრულს, არამედ, ახალი ერის დასაწყისს.
ასეთივე აზრისაა გვატემალის ხელისუფლებაც. გვატემალის ვიცე-პრეზიდენტმა როქსანა ბალდეტიმ გამოაცხადა, რომ „სამყაროს დასასრულის დღეს“ – 2012 წლის 21 დეკემბერს,  ახალი ერის დასაწყისის აღსანიშნავად, მის ქვეყანაში დიდი დღესასწაული გაიმართება.

скачать dle 11.3