კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კოსმოსური დისკოს გაქრობამ ასტრონომები საგონებელში ჩააგდო

კოსმოსური მტვრის დისკო, რომელიც ერთ-ერთი შორეული მზის მაგვარი ვარსკვლავის ირგვლივ ბრუნავდა, უეცრად გაქრა. საგონებელში ჩავარდნილი ასტრონომები ცდილობენ, გაარკვიონ, თუ როგორ მოხდა ეს.
ჯერ კიდევ ორი წლის წინ, სივრცე „TYC 8241 2652 1“ ვარსკვლავის სიახლოვეს, რომელიც ჩვენგან 450 სინათლის წლის მანძილზეა, კენტავრის თანავარსკვლავედი, შევსებული იყო გაზითა და მტვრით. ის ინფრაწითელ სინათლეს ასხივებდა და ადვილად შეიმჩნეოდა ტელესკოპის საშუალებით. კოსმოსური მტვრისგან შექმნილი ეს დისკო თავისი ვარსკვლავიდან, რომელიც მზესთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდაა (ის სულ 10 მილიონი წლისაა), დაახლოებით იმავე მანძილზე იმყოფებოდა, რამდენზეც მერკური – მზიდან. ის წარმოადგენდა იდეალურ ადგილს პლანეტარული სისტემის ფორმირებისთვის. მაგრამ, ამასწინანდელმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ეს მხარე სრულიად ცარიელი გახდა.
თავდაპირველად დაკვირვებებმა, რომლებიც ჩატარდა ჩილეში ლა-სერენას ობსერვატორია Gemini South-ში, აჩვენა, რომ ინფრაწითელი სინათლის ინტენსივობა განახევრდა. შემდგომი კვლევებით აღმოჩნდა, რომ ვარსკვლავის ირგვლივ მთელი მტვერი, უბრალოდ, აორთქლდა – მისი რაოდენობა ორი წლის განმავლობაში თითქმის 30-ჯერ შემცირდა.
„ასტრონომებისთვის, რომლებიც მიჩვეულნი არიან, დააკვირდნენ მოვლენებს, რომლებიც მიმდინარეობს მილიონი და მილიარდი წლების განმავლობაში, მტვრის დისკოს გაქრობა, სულ რაღაც, ორი წლის განმავლობაში, სრულიად მოულოდნელი იყო“, – განაცხადა მკვლევართა ერთ-ერთი გუნდის წარმომადგენელმა, ბენ ცუკერმანმა. მტვრის დაკარგვის შესახებ კალიფორნიის, კერძოდ, ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტიდან იტყობინებიან.
„სიმართლე გითხრათ, ჩვენ არ ვიცით, საიდან გაჩნდა ეს მტვერი და წარმოდგენა არ გვაქვს, რა მიზეზით გაქრა ასე სწრაფად“, – თქვა ცუკერმანმა.
მოცემული მომენტისთვის მეცნიერებმა ორი დიამეტრულად განსხვავებული თეორია წამოაყენეს, რომლებიც მოწოდებულნი არიან, ახსნან კოსმოსური მტვრის საიდუმლო გაქრობა. ერთის თანახმად, მტვრის ნაწილაკები, შესაძლოა, ვარსკვლავზე დაეცნენ; მეორე თეორიის მიხედვით – ისინი „გაიტყორცნენ“ კოსმოსში მძლავრი დაჯახებების შედეგად. მაგრამ, როგორც ცუკერმანი აღნიშნავს, „არც ერთი თეორია არ ჟღერს ბოლომდე სარწმუნოდ“.

скачать dle 11.3