კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კანონის დარღვევა აღიარა „მაგთიკომმა“


რამდენიმე თვის წინ (2009 წლის ივნისი) გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ლატარიისა და აზარტული თამაშების მოწყობის ექსკლუზიური უფლება „საქართველოს ლატარიის კომპანიამ” ტენდერში გამარჯვების შემდეგ მოიპოვა. მას შემდეგ, რაც „ლატარიისა და აზარტული თამაშების შესახებ” კანონით „საქართველოს ლატარიის კომპანიას” ეს უფლება მიენიჭა, საკითხი დადგა, რომ შეზღუდულიყო სხვადასხვა კომპანიის წამახალისებელი გათამაშებების უფლებები. „ლატარიების, აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშების შესახებ“ კანონში ვკითხულობთ შემდეგს: „წამახალისებელი გათამაშება – თამაშობა, რომელიც ტარდება კონკრეტული სახის პროდუქციის (მომსახურების) სწრაფად და ეფექტურად რეალიზების მიზნით, წამახალისებელი გათამაშების ბილეთი გაიცემა უფასოდ. წამახალისებელი გათამაშების ნებართვა გაიცემა კონკრეტული პროდუქციის (მომსახურების) მწარმოებელ იურიდიულ (ფიზიკურ) პირზე ან მის წარმომადგენელზე. დაუშვებელია წამახალისებელ გათამაშებაში მონაწილეობისთვის ნებისმიერი ფორმით გადასახადის დაწესება“. იმისთვის, რომ მკითხველმა უკეთ გაიგოს, თუ რას ეხება ეს კანონი, გიხსნით: მაშინ, როდესაც „მაგთიკომმა” წამახალისებელ გათამაშებაში 50 თეთრი დააწესა, ეს ნიშნავს, რომ ის კანონს არღვევდა, ანუ გათამაშებაში მონაწილეობისთვის მომხმარებელს ცალკე საფასურს ახდევინებდა, მაშინ, როდესაც, ვთქვათ, იგივე კომპანია „ნატახტარი” საჩუქარს აწესებს იმ შემთხვევაში, თუ „ნატახტარის” პროდუქციას შეიძენ ან „თიბისი ბანკი”, რომელიც გათამაშებაში მონაწილეობის ბილეთს იმ შემთხვევაში გასცემს, თუ მსურველი ბანკში ანაბარს გახსნის, ანუ – უფასოდ! გაჩნდა ეჭვი და უამრავი ინფორმაცია ინტერნეტში, სადაც აქტიურად შუქდებოდა თემა – „არღვევს თუ არა კომპანია „მაგთიკომი კანონს?! აღსანიშნავია ისიც, რომ სულ ცოტა ხნის წინ „საქართველოს ლატარიის კომპანიამ” ფინანსთა სამინისტროს მიმართა თხოვნით, შეესწავლა ყველა ის წამახალისებელი გათამაშება, რომელიც ქართულ სივრცეში აქტიურად მიმდინარეობს, მათ შორის, „მაგთიკომის” გათამაშების მართლზომიერების საკითხიც. ფინანსთა სამინისტრო ორ კომპანიას შორის წარმოშობილ დავას სწავლობს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას მომავალი კვირის ბოლოს მიიღებს. თუმცა, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დადგეს, მაშინ, როდესაც „მაგთიკომმა” გათამაშების ტექსტი შეცვალა. თუ ადრე ტელევიზიით დღეში რამდენჯერმე გვესმოდა რეკლამა: „მოიგე მერსედესი 50 თეთრად” და „მაგთიკომის” აბონენტებთან სპამის სახით ვრცელდებოდა მოკლე ტექსტური შეტყობინება ტექსტით – „გსურთ, მოიგოთ ახალთახალი მერსედესი? დარეკეთ 5959”! ახლა კომპანია ავრცელებს მესიჯებს, რომ ჰორო-ბონუსის შეძენის შემთხვევაში „მაგთიკომი” „მერსედესის” მოგების საშუალებას გაძლევთ. „მაგთიკომის” არგუმენტაციით, წამახალისებელი აქციის ფარგლებში ის მისი ერთ-ერთი სერვისის – ჰოროსკოპების გააქტიურებას ახდენს. შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ „მერსედესის” მოგების მსურველი ყველა აბონენტი ყოველდღიურად და ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც მიიღებს ინფორმაციას საკუთარ ჰოროსკოპზე. ვფიქრობ, აქ კომენტარი უკვე ზედმეტია. როდის და როგორ ირღვეოდა გათამაშებების შესახებ კანონი ამის გახსენება უკვე მკითხველისთვის მიმინდვია. აქვე შემოგთავაზებთ ერთ საინტერესო განცხადებას, რომელიც „საქართველოს ლატარიის კომპანიამ” ოფიციალურად გაავრცელა: განცხადებაში წერია, რომ კომპანია სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს აღნიშნულ სკანდალთან დაკავშირებით, რომელიც „მაგთიკომის” გათამაშებას ეხება და ყველა დაინტერესებულ პირს აცნობებს, რომ ის არ ედავება საქართველოში არსებულ არც ერთ კომპანიას, მათ შორის „მაგთიკომს”: „ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ, თუ ნებისმიერი კომპანია არღვევს ჩვენს ექსკლუზიურ უფლებას, ამ შემთხვევაში თითოეული ასეთი ქმედება განხილული იქნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და შესაბამისი კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ. „საქართველოს ლატარიის კომპანია” ერთადერთია საქართველოში, რომელიც იხდის ლატარიის ორგანიზებასა და ჩატარებაზე სპეციალურად განსაზღვრულ გადასახადს – შემოსავლების 21,5 პროცენტს, რაც კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მიზნებისთვის მიემართება”, – აცხადებს კომპანია ოფიციალურ წერილში. სწორედ ამიტომაც, „საქართველოს ლატარიის კომპანიამ” საკითხის გარკვევა ფინანსთა სამინისტროს სთხოვა. რას გადაწყვეტს ფინანსთა სამინისტრო, ამას კვირის ბოლოს ორივე კომპანია და მთელი საქართველო ერთად გაიგებს.


скачать dle 11.3