კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ფორბსის” ინტერნეტ-მილიარდერები: წარმატებულები და წარუმატებლები

ბოლო რამდენიმე წელია, რაც ინტერნეტი „ფორბსის” მილიარდერთა რეიტინგში ახალი სახეების იმპორტით არის დაკავებული. ინტერნეტ-ბიზნესმენები უფრო მეტ ყურადღებას იქცევენ საზოგადოებისგან, ვიდრე ნავთობმაგნატები და საბანკო ინვესტორები. ისინი ახალგაზრდები, ჭკვიანები და ექსცენტრიკულები არიან და დროის უმეტეს ნაწილს გლობალური ქსელის შესწავლას ანდომებენ, რათა ინვესტირების ახალი გზები მონახონ ინტერნეტში. ინტერნეტ-მილიარდერები მემარცხენე და მემარჯვენე პოლიტიკის გამტარებლები არიან. ისინი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვიან, არ უყვართ, როდესაც სახელმწიფო მათ საქმეში ერევა და ასობით მილიონ დოლარს ხარჯავენ ქველმოქმედებაში. ამის მიუხედავად, მათი ყოფნა რეიტინგში გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტ-მილიარდერების უმეტესობა საკუთარ აქტივებს მხოლოდ ქსელში ფლობს, რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევის შედეგად, შესაძლოა, მათმა პერსონალურმა კაპიტალმა ზარალი განიცადოს. სწორედ ეს არის ის დაბრკოლება, რის გამოც პლანეტის მილიარდერების ტოპ-ოცეულის წარმომადგენლები ერიდებიან ინტერნეტ-ბიზნესში მთლიანად ჩართვას.
ლიდერები
მსოფლიო მილიარდერთა ტოპ-ოცეულში ინტერნეტთან დაკავშირებული ბიზნესმენები არ ფიგურირებენ. ბილ გეითსს („მაიკროსოფტი“) და ლარი ელისონს („ორაკლი“) ინტერნეტთან ნაკლებად აქვთ შეხება. თავიანთი კაპიტალი მათ პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებით შექმნეს. ინტერნეტი კი პირიქით, ზიანს აყენებს მათ და წელიწადში რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს აკარგვინებს (გასულ წელს დანაკარგის საერთო თანხამ, 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა), რადგან ქსელში „ვინდოუსისა” და „ორაკლის” ეგრეთ წოდებული „პირატული” ვერსიების გავრცელება, დღემდე აქტუალურია. ინტერნეტ-სფეროს წარმატებულ მილიარდერებად „გუგლის” მფლობელები – ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი ითვლებიან. თუმცა, მას შემდეგ, რაც მათმა კომპანიამ ჩინური ბაზრიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, „გუგლის” აქციების ფასმა ერთი პროცენტითაც კი არ მოიმატა. ამის მიუხედავად, ორივეს კაპიტალი 18,6 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს. პეიჯს და ბრინს კუდში მისდევს ჯეფრი ბეზოსი, „ამაზონის” მფლობელი, რომლის კომპანია გასულ წელთან შედარებით, ათი პროცენტით გაძვირდა და ამჟამად ის ელექტრონული წიგნების – „ქინდლისა” და პლანშეტის „ქინდლ ფაიარის” გავრცელებით არსი დაკავებული. ბეზოსის კაპიტალი 18,4 მილიარდი ამერიკული დოლარია. „ფეისბუქის” ავტორი, მარკ ცუკერბერგი ბეზოსის ერთი მილიარდი დოლარით ჩამორჩება. ცუკერბერგს 17,5 მილიარდი დოლარი აქვს, თუმცა ბოლო დროს „ფეისბუქის” აქციების ფასმა მნიშვნელოვნად დაიწია და შესაძლოა, ახლო მომავალში, ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის ავტორი მილიარდერთა რეიტინგში ვეღარ ვიხილოთ.
მეორე ეშელონი
„გუგლის” მფლობელებს ახლო მომავალში შესაძლოა, არა მხოლოდ ჯეფრი ბეზოსიმ გადაუსწროს. თუკი გასულ წელთან შედარებით, ბრინმა და პეიჯმა 3 მილიარდის ზარალი ნახეს, საძიებო სისტემის, „ბაიდუს” ავტორმა, რობინ ლიმ ერთ წელიწადში 10,2 მილიარდი დოლარით გამდიდრება მოახერხა და რეიტინში მნიშვნელოვნად გადაასწრო „გუგლის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ერიკ შმიდტს. ბოლო პერიოდში ჩინური „ბაიდუ” 3,5-ჯერ გაძვირდა და ჩინური ბაზრის 80 პროცენტი მოიცვა. სხვა საძიებო სისტემების ავტორები „ფორბსის” რეიტინგში არ ფიგურირებენ, თუმცა ყველაზე ახლოს არის ჩეხური „სეზნამის” მფლობელი, ივო ლუკაჩოვიჩი, რომლის აქტივებს „ფორბსი” 500 მილიონ დოლარად აფასებს.
ახალი თაობა
ორი წარმატებული ინტერნეტ-მეწარმე – „იანდექსის” ავტორი, არკადი ვოლოჟი და „გრუპონის” მფლობელი, ენდრიუ მეისონი „ფორბსის” რეიტინგში გამოჩენას 2013 წლისთვის გეგმავენ. ამის გარდა, რეიტინგში უკვე ფიგურირებენ მარკ პინკუსი და რიდ ჰოფმანი. მათი კომპანიებია: სოციალური თამაშების შემქმნელი კომპანია „ზინგა” და პროფესიული ქსელი „ლინკედინი”. პინკუსი და ჰოფმანი დიდი ხანია, მეგობრობენ და რამდენიმე წლის წინ, ერთად განახორციელეს 40 ათასი დოლარის ინვესტიცია „ფეისბუქში” (მოგვიანებით ეს 40 ათასი, რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარად იქცა). პინკუსიც და ჰოფმანიც ერთდროულად გამოჩნდნენ საფონდო ბირჟებზე და მათი კაპიტალი თითოზე 1,8 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს.
წლის ინვესტორი
36 წლის ჩეიზ კოლმანი (კაპიტალი – 1,1 მილიარდი დოლარი), რომელიც ფონდ „თაიგერ გლობალ ელპის” ხელმძღვანელობს, „ბლუმბერგის” ცნობით, წლის ყველაზე წარმატებული ინვესტორია ინტერნეტ-სფეროში. ამის მიზეზია ის, რომ კოლმანის „თაიგერი” არა ჰეჯ-ფონდი, არამედ ვენჩურული კომპანიაა, რომლის პორტფელში სხვადასხვა დროს იყო „გუგლი”, „ეფლი”, „იანდექსი”, „მაილ.რუ”, „ზინგა”, „ბაიდუ”, „ვიკიმარტი” და ბევრი სხვა კომპანია ბრაზილიაში, სამხრეთ აფრიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში. კოლმანის ფონდი ახორციელებდა ინვესტიციებს ამ კომპანიებში და მცირე დროში, საფონდო ბირჟაზე კომპანიათა აქციების ფასი რამდენჯერმე გაიზარდა. 2013 წლის რეიტინგში ექსპერტები ჩეიზ კოლმანს გაცილებით მაღალ პოზიციას უწინასწარმეტყველებენ „ფორბსის” რეიტინგში.
წარუმატებელი ბიზნესმენები
„იაჰუს” დამაარსებელმა 90-იან წლებში წარმატებას მიაღწია, 2000-იან წლებში მეტ-ნაკლები წარმატება ჰქონდა და 2010-იან წლებში კი არსებობს რისკი, რომ დევიდ ფილი და ჯერი იანგი სულაც ამოვარდნენ „ფორბსის” რეიტინგიდან. ამჟამად მათ შესაბამისად 1,3 და 1,2 მილიარდი დოლარი აქვთ ანგარიშზე და წლიდან წლამდე მათი კომპანიის აქციები ეცემა. 2008 წელს „იაჰუს” მფლობელებს მაცდური წინადადება ჰქონდათ „მაიკროსოფტიდან”, თუმცა მრავალმილიარდიან კონტრაქტზე მათ უარი განაცხადეს და ახლა ნელ-ნელა „იაჰუს“ დაშლის მოლოდინში ცხოვრობენ.
ინტერნეტის მსხვერპლი
2012 წელს „ფორბსის” რეიტინგში პირველად ვერ მოხვდნენ, მისი ერთ დროს ქარიზმატული წევრები, კომპანია „რიზერჩ ინ მოუშენის” მფლობელები – მარკ ლაზარიდისი და ჯიმ ბოლსილი. დღემდე უცნობია, მოახერხებენ თუ არა ისინი ბრენდ „ბლექბერის” გადარჩენას, რომელიც აშკარად დამარცხდა „აიფონთან” და „ანდროიდთან” კონკურენციაში. ლაზარიდისმა და ბოლსილმა მტკივნეულად განიცადეს თავიანთი მარცხი და ხმამაღლა კამათობდნენ ანალიტიკოსებსა და ჟურნალისტებთან, რომ „ბლექბერის” ჯერაც აქვს მომავალი. თუმცა, რეიტინგში რომ ვეღარ მოხვდნენ, აღიარეს თავიანთი მარცხი.

скачать dle 11.3